x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
ჰიტლერის კრემატორიუმებსა და გაზის კამერებს პუტინმა  საბურავები გაუკეთა და ახლა  საკონცენტრაციო ბანაკები დადის უკრაინის ტერიტორიაზე

image

ეს რუსული მობილური კრემატორიუმია. ადამიანის წარმოსახვას არ ძალუძს ისეთი კოშმარის წარმოდგენა, რასაც დღეს რეალურ ცხოვრებაში რეალურ დროში ვხედავთ!
ეს მანქანა კრემატორიუმი უკრაინაში დაჰყვება რუსულ ტანკებს. რა თქმა უნდა, უკვალოდ გამქრალი გვამების ადგილი, შესაძლოა, ეს მობილ კრემატორიუმიც იყოს, არაა გამორიცხული. რა თქმა უნდა, "სპეცოპერაციად" მონათლულ ომს სჭირდება რეალური სურათის წაშლა.
ჰიტლერის კრემატორიუმებსა და გაზის კამერებს, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში იყო ადგილზე დამონტაჟებული, პუტინის რუსეთმა საბურავები გაუკეთა და ახლა საკონცენტრაციო ბანაკები დადის უკრაინის ტერიტორიაზე.
ამის გააზრებაც კი გზარავს ადამიანს! კოშმარული სიზმარი თვითგანდიდების მანიით შეპყრობილი კაცთმოძულე ერისგან, ბოროტების საწყისი.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი დიდი შოთა არაფერში შემცდარა და ბოროტსა ძლიან კეთილმა, არსება მისი გრძელია!!!

0
182
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0