x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
რატომ ატარებდნენ ვიეტნამში ამერიკელები ჩაფხუტებზე სათამაშო ბანქოს ფურცლებს
image


თუ ამერიკელი ჯარისკაცების ვიეტნამის ომის დროინდელ ფოტოებს გადახედავთ, აუცილებლად შეამჩნევთ ზოგიერთი ჯარისკაცის ჩაფხუტზე (ნაკლებად აღჭურვილობის სხვა ნივთებზე) მიმაგრებულ სათამაშო ბანქოს ფიგურებს. ყველაზე ხშირად - ეს ყვავი ტუზია, თუმცა სხვა ფიგურებსაც შეხვდებით. მებრძოლების გარეგნული მხარის ეს თავისებურება თითქმის ყველა სახის მხატვრულ ფილმშია ასახული. დროა გავარკვიოთ რაში სჭირდებოდათ ეს ყოველივე ამერიკელ ჯარისკაცებს.


image


უბრალო თილისმა


რთულ ცხოვრებისეულ და სტრესულ სიტუაციებში, მუდმივი საფრთხის არსებობისას ბევრი ადამიანი ცრუმორწმუნე ხდება. გამონაკლისი არც ვიეტნამის კონფლიქტში ჩაბმული რიგითი ამერიკელი ბიჭები აღმოჩნდნენ. გამომდინარე იქიდან რომ ბანქოს თამაში პირდაპირ კავშირშია იღბალთან, სწორედ ამიტომ სათამაშო დასტებისგან მებრძოლებმა ორიგინალური თილისმების დამზადება დაიწყეს. განსაკუთრებული პოპულარობით კი, ყვავი ტუზი სარგებლობდა.

image


ჩაფხუტებზე ბანქოს ფურცლების გარდა, ასევე წერდნენ სალანძღავ სიტყვებს, აღნიშნავდნენ მკვლელობებსა და ითვლიდნენ დღეებს დემობილიზაციამდე


ვიეტნამის ომის წლებში ამერიკელ ჯარისკაცებს შორის ლეგენდაც კი არსებობდა, რომ "ჩარლი", ასე უწოდებდნენ ვიეტნამელ - კომუნისტებს, უკიდურესად ცრუმორწმუნენი იყვნენ და სათამაშო ბანქოსი ძალიან ეშინოდათ. მეტიც, ისინი ყვავ ტუზს სიკვდილის სიმბოლოდაც კი მიიჩნევდნენ. სინამდვილეში ვიეტნამელი ჯარისკაცების მხრიდან მსგავსი არაფერი ყოფილა. პირიქით, პარტიზანებს ძალიან უკვირდათ როცა ამერიკელები ტერიტორიაზე ყვავი ტუზის მიმოფანტვას ფსიქოლოგიური იარაღის სახით ცდილობდნენ.


image


გასაგები მიზეზების გამო ჯარისკაცები საკმაოდ ცრუმორწმუნენი არიან


სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს რომ ამერიკელები ნამდვილად არ იყვნენ პირველები ვინც სათამაშო ბანქოსგან თილისმებს ამზადებდნენ. ეს პრაქტიკა პირველ მსოფლიო ომშიც შეიმჩნეოდა. ყველაზე ხშირად, ბანქოს დასტების სიმბოლოები თვითმფრინავებზე დაიტენებოდა. ამასთან, ეს პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული ფრონტის ორივე მხარეს. ფიგურების დახატვა და ბანქოს ფურცლების ავგაროზად გამოყენება ყველაზე დიდი პოპულარობით გერმანელი და ფრანგი სამხედროების ქვეყნებში სარგებლობდა.


image


Make War. Not love


ვიეტნამს რომ დავუბრუნდეთ, უნდა აღინიშნოს რომ აშშ-ს სარდლობა არ ეწინააღმდეგებოდა მისი ქვეშევრდომების ძირეულ ინიციატივას. მეტიც, უფროსობა მშვენივრად ხვდებოდა რომ ასეთი თილისმები სამხედროების საბრძოლო შემართებასა და განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა (რაც კამპანიის შუა პერიოდიდან რბილად რომ ვთქვათ, არც ისეთი მაღალი იყო), ამიტომ სარდლობამ თავად დაიწყო ადგილობრივ ტიპოგრაფიებში თემატური სამხედრო ბარათების არა მხოლოდ ბეჭდვა, არამედ შეძენაც.




ამერიკელები სულაც არ იყვნენ პირველები:


image


განსაკუთრებული პოპულარობით ეს ფეტიში პილოტებში სარგებლობდა



image


ეს კი, უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს






0
766
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
766