სიახლეები ,,ნატო" რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ჩართვისთვის ემზადება 2022, 12 აპრილი, 21:00 მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გააჩაღა, დასავლეთი არ გამორიცხავს მათზე თავდასხმას და “ნატოს" ჯარები ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობის სიმულაციას ახდენენ. ვლადიმერ პუტინის უკრაინაში გაუმართლებელი შეჭრის შემდეგ, მსოფლიოსათვის აშკარა გახდა, რომ რუსეთს ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუძლია თავს დაესხას სხვა ქვეყანას. ამჟამად აგრესორმა სამხედრო ძალები უკრაინის ჩრდილოეთი რაიონებიდან აღმოსავლეთით გადაისროლა, ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული ჯარის ოდენობა გასამმაგებულია. ყოველივე ამის ფონზე, “ნატო" ლიეტუვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს, ამის შესახებ ინფორმაციას “Express.co.uk." ავრცელებს. სწავლების დროს განიხილება ლიეტუვაში რუსული არმიის შეჭრა ბელორუსიის ტერიტორიიდან. სამხედრო წვრთნები ლიეტუვის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს, იქ, საიდანაც ქვეყანას რუსეთის მოკავშირე ბელორუსია ესაზღვრება. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვა “ნატოს" და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრია. ხოლო მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო( სამხრეთ – აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ბელორუსია, ამასთან ყველაზე გრძელი საზღვრით, 502 კმ., ჩრდილოეთით - ლატვია, სამხრეთ-დასავლეთით რუსეთის ექსკლავი- კალინინგრადის ოლქი (საზღვრის სიგრძე 227კმ), სამხრეთით - პოლონეთი, ხოლო დასავლეთით ბალტიის ზღვა), ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე ლიეტუვა იყოს. სწორედ ამიტომ “ნატო" ერთგვარ გამაფრთხილებელ ნაბიჯებს დგამს სამხედრო წვრთნების სახით, რათა აგრესორს აჩვენოს, რომ არ დაუშვებს მის წევრ ქვეყანაზე თავდასხმას. აღნიშული ქმედება ერთგვარად შემაფერხებელი უნდა აღმოჩნდეს რუსეთის წინსვლისათვის. P.S. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას! დიდება თავისუფლებას! 858 2-ს მოსწონს
|