x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როდიდან დადგინდა, რომ ალკოჰოლი რადიაციისგან იცავს?
image

პოტსდამის კონფერენციაზე ტრუმენმა, სტალინთან საუბრისას, ვითომდა შემთხვევით შემოაგდო ფრაზა, რომ მის ქვეყანას ახლა აქვს წარმოუდგენელად დამანგრეველი ძალის იარაღი. რაზეც სსრკ-ს ხელმძღვანელმა, სავარაუდოდ, შესთავაზა მისი დაუყოვნებლივ გამოცდა იაპონიაზე.


სინამდვილეში, ეს არის ცრუ განცხადება, რომელსაც ტრუმენიც უარყოფს თავის მემუარებში: სტალინმა საპასუხოდ უბრალოდ თავი დაუქნია (და ამის მტკიცებულება ბევრი მოწმეა). კონფერენციიდან მალევე ამერიკელებმა ბომბი ჩამოაგდეს ჰიროსიმაში, ხოლო 3 დღის შემდეგ ნაგასაკიზე. თავდასხმის შემდეგ დანგრეულ ქალაქებს ესტუმრნენ ГРУ -ს მზვერავები - პირველი უცხოელები, რომლებიც ეწვივნენ ტრაგედიის ადგილს.


ფაქტობრივად, სსრკ-ს არ ჰქონდა მიზეზი, რომ წინააღმდეგობა გაეწია დაბომბვისთვის:ეს სახელმწიფოები ჯერ კიდევ მოკავშირეები იყვნენ, იაპონია კი პირიქით. ბელადის რეაქცია კი საკმაოდ ლაკონური იყო: ამერიკელ ელჩ ჰარიმანთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ იაპონელებმა უნდა იფიქრონ ხელისუფლების შეცვლაზე და კაპიტულაციაზე.


image

არა და ფაქტობრივად, საბჭოთა მმართველი ელიტა შოკში იყო... და ეს ლოგიკურია, რადგან იაპონიის ქალაქების განადგურება ასევე სსრკ-ს დაშინების მცდელობაც იყო. სტალინს სჭირდებოდა ყველაზე დეტალური ინფორმაცია იარაღისა და მისი გამოყენების შედეგების შესახებ, როგორც ამბობენ, პირველი ხელით.


სანდო ინფორმაციის მისაღებად, ГРУ-ს დაზვერვის ოფიცრები გაგზავნეს იაპონიის დედაქალაქში, რომლებიც მუშაობდნენ შენიღბულად საელჩოს საფარ ქვეშ. არჩევანი გერმანე სერგეევსა და მიხეილ ივანოვზე შეჩერდა.


პირველ ჯაშუშზე კატასტროფულად მწირი ინფორმაციაა შემონახული. სავარაუდოა, რომ გვარიც კი ფიქტიური იყო. ივანოვი მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომის ბრძოლებში. ის იაპონიაში წავიდა როგორც ნომინალური ფიგურა - მდივანი, მაგრამ რეალურად სწორედ ის ინარჩუნებდა კავშირს ადგილობრივ რეზიდენციასთან.


ჩასვლისთანავე აგენტებმა დაინახეს სიურეალისტური ნაცრისფერ-ყვითელი სურათი: მიმოფანტული ლოკომოტივები, დაგრეხილი რელსები, ნანგრევებად ქცეული ქალაქი შენობების კედლებზე ხალხის სილუეტებით - ცნობილი "ჰიროსიმას ჩრდილები".

image

სერგეევმა და ივანოვმა შეაგროვეს ნიადაგის ნიმუშები, ქვები, რომლებიც ეპიცენტრში იყო. მათ ასევე აიღეს ბიოლოგიური მასალის ნიმუშები - გარდაცვლილთა ცხედრების რამდენიმე ფრაგმენტი.

image

რამდენიმე დღის შემდეგ ივანოვი უკვე დედაქალაქში იყო, კვლევისთვის ნიმუშები გადასცა და დეტალური ანგარიში პირადად სტალინსა და ბერიას ჩააბარა.

ის იმდენად დაუჯერებელი ჩანდა, რომ ბერია გაბრაზდა კიდეც და დაზვერვის თანამშრომელს "პანიკიორი" უწოდა.

გენერალურმა მდივანმა მოხსენება უფრო თავშეკავებულად მოისმინა. და მან გასცა ბრძანება დაეჩქარებინათ საბჭოთა ბირთვული პროექტის განვითარება.


გაუთვალისწინებელი მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, მალევე, გერმანე სერგეევი რადიაციამ მოკლა. გასაკვირი არ არის, რადგან მზვერავები მუშაობისას ელემენტარულ დამცავ საშუალებებსაც კი არ იყენებდნენ.

ექიმები ივანოვის სიცოცხლისთვის დაუღალავად იბრძოდნენ . დაზვერვის ოფიცერის სიცოცხლე მრავალჯერადმა სისხლის გადასხმამ იხსნა. თუმცა თავად მიხეილ ივანოვი მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ იგი გადაარჩინა ჰიროსიმაში დალეულმა ვისკის ბოთლმა.

imageფოტოზე: მიხეილ ივანოვი




სწორედ მაქედან გავრცელდა მოსაზრება, დასხივების დროს ორგანიზმზე ალკოჰოლის დამცავი მოქმედების შესახებ.

როგორც ცნობილია, ჩერნობილის ატომურ სადგურში ავარიაზე მომუშავე პერსონალს წითელ ღვინოს აძლევდნენ.


ატომური წყვალქეშა ნავების მეზღვაურებს, რომლებსაც 200 გრამ ღვინოს აძლევენ რადიაციისგან დასაცავად დღემდე მის საპატივცემლოდ "ივანოვის ჭიქას" უწოდებენ.


0
362
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0