x
image
თაზუ
12 საინტერესო ფაქტი "ლაზიერის გამბიტის" შესახებ
image

მინი სერიალი "ლაზიერის გამბიტი", რომელიც 2020 წელს ნეთფლიქსის ჰიტად იქცა, ეხება გამოგონილ პერსონაჟს, ბეტ ჰარმონს, რომელიც ჭადრაკის ვუნდერკინდია. ამ მინი სერიალმა საგრძნობლად გაზარდა ინტერესი დიდსაუკუნოვანი თამაშის მიმართ და დიდი პოპულარულობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში.


1. "ლაზიერის გამბიტი"-ის სერიები დაფუძნებულია წიგნზე, რომელიც დაწერა ამერიკელმა ავტორმა, უოლტერ ტევისმა.

image


იგივე სახელწოდების მქონე წიგნი გამოიცა 1984 წელს. თუმცა, იგი ბესტსელერი გახდა 37 წლის შემდეგ, როდესაც ნეთფლიქსმა მინი სერიალი გამოუშვა 2020 წელს.


2. "ლაზიერის გამბიტი" გამოვიდა ეკრანზე 2020 წელს, თუმცა მისი გამოშვება იგეგმებოდა ჯერ კიდევ ათ წელზე მეტი ხნის უკან, 2008 წელს.

image

მინი სერიალის რეჟისორი უნდა ყოფილიყო ჰიტ ლეჯერი, რომელიც ძლიერ იყო გატაცებული ტრევისის წიგნით. ხოლო ელიოტ პეიჯს უნდა შეესრულებინა ბეტ ჰარმონის როლი. თუმცაღა, ლეჯერის უდროოდ გარდაცვალების შემდეგ, საჭირო გახდა პროექტის გადადება.


3. ოფიციალურად, "ლაზიერის გამბიტი" ითვლება ყველაზე მეტად ნახვად მინი სერიალად.

image

შოუ ნეთფლიქსის ტოპ 10-შია. ის ნახეს 92 ქვეყანაში და თითქმის ყველგან, მან პირველი ადგილი დაიკავა.


4. სერიალმა ჭადრაკისადმი უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია.

image

ისტორია ობოლი გოგონას შესახებ, რომელიც მომავალში ხდება ჩემპიონი ჭადრაკთა მოთამაშეებს შორის, მაყურებლისათვის ინსპირაციული აღმოჩნდა. ყველასთვის ცნობილ, ონლაინ ჭადრაკის პლატფორმაზე, Chess.com, მომხმარებელთა რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა. მეტიც, კომპანიათა უმეტესობისაგან, დაფიქსირდა საჭადრაკო წიგნებისა და ნაკრებების ყიდვის რეკორდული ზრდა.


5. იმისთვის, რომ მსახიობთა მიერ ჭადრაკის თამაში დამაჯერებელი გამოსულიყო, "ლაზიერის გამბიტი"-ის შემქმნელებს სჭირდებოდათ პროფესიონალი მრჩეველები. ერთ-ერთი მათგანი იყო ლეგენდარული მოჭადრაკე, გარი კასპაროვი, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი.

image

კასპაროვმა მიიღო მონაწილეობა სერიალისათვის თამაშების დაპროექტებაში, თუმცა უარი განაცხადა ვასილი ბარგოვის პერსონაჟის როლის შესრულებაზე.


6. მსახიობებს რეალურად უნდა შეესრულებინათ თამაშის პოზიციები და მოძრაობები.

imageყოველი სცენის წინ, მსახიოებები ემზადებოდნენ და სწავლობდენენ თითოეულ მოძრაობასა და პოზიციას. მაშინაც კი, როცა კამერა მათ სახეებზე ფოკუსირდებოდა, ისინი განაგრძობდნენ სვლებს, მათ შორის სწრაფი ჭადრაკის პარტიასაც.


7. იქიდან გამომდინარე, რომ მსახიობებს რეალურად უწევდათ ჭადრაკის თამაში, თითოეული მათგანი ცდილობდა, მაქსიმალურად, გამოეჩინა თავიანთი პერსონაჟის განსაკუთრებული მანერები.

image

ანა ტეილორ ჯოიმ, რომელიც ასრულებს ბეტ ჰარმონის როლს, გამოიყენა თავისი გამოცდილება საბალეტო ცეკვებში, კერძოდ, აკეთებდა სვლებს კონკრეტული თითების ქორეოგრაფიით. ტომას ბროდი-სანგსტერმა, ბენ უოთსის როლის შემსრულებელმა, გადაწყვიტა, რომ ყოველთვის ითამაშებდა თავისი ბეჭედით.


8. სერიალში ბეტ ჰარმონი ხშირად გონებაში თამაშობს ჭადრაკს ჭერზე. ეს ქმედება შესაძლოა მოგვეჩვენოთ სიუჟეტის ნაწილად, თუმცა ჭადრაკში პროფესიონალებისათვის ასეთი მიდგომა იშვიათობა ნამდვილად არ არის.

image

ჭადრაკის დაფისაგან თვალის არიდების ერთადერთი მიზანი - ესაა სვლების დამახსოვრება და სწორი გათვლება. მოჭადრაკეები, როგორიცაა ჰირაკუ ნამაკურა და ვასილი ივანჩუკი, ხშირად მიმართავენ ამ გზას.


9. ბენ უოთსის პერსონაჟი, ჭადრაკის ვუნდერკინდი, ბეტის მოწინააღმდეგე და მენტორი, შთაგონებულია დიდოსტატი ბობი ფიშერის მიერ.

image

ფიშერი იყო მეთერთმეტე მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში. 13 წლის ასაკში მან მოიგო ცნობილი თამაში "Game of the Century", რამაც ბევრი ადამიანი აღაფრთოვანა მთელ მსოფლიოში.


10. ბეტ ჰარმონი გადაწყვეტს შეეჯიბროს მამაკაც მოჭადრაკეებს და წარმატებით დაამარცხებს მათ.

image

მიუხედავად იმისა, რომ შოუ 1960-იან წლებში მიმდინარეობს, ქალებს მხოლოდ 1980-იან წლებში დართეს ნება მიეღოთ მონაწილეობა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატებში.


11. "The Queen’s Gambit", სერიალის სახელწოდება, აგრეთვე, საჭადრაკო თამაშის დებიუტის სახელწოდებაა.

image

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი კომბინაცია, რომელიც წარმოიშვა მე-15-ე საუკუნეში. ეს დებიუტი დღემდე ფართოდ გამოიყენება. ბეტ ჰარმონი მას ბოლო ეპიზოდში იყენებს.


12. ბეტ ჰარმონის ლუქი ეპიზოდებში მოიცავს შავისა და თეთრის, კვადრატებისა და დიაგონალური ხაზების კომბინაციას.

image

დიზაინერებმა მისი პერსონაჟისათვის თამაშით შთაგონებული გარდერობი შექმნეს.











0
114
შეფასება არ არის
ავტორი:თაზუ
თაზუ
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0