ისტორია უცნობი ЗИЛ 113Г, მეტსახელად "ჩებურაშკა", რომელიც ყველა მსუბუქ ავტომობილზე სწრაფი იყო 2022, 11 აპრილი, 15:05
საბჭოთა ავტოინდუსტრია, განსაკუთრებით სატვირთო ავტომობილების წარმოებაში მრავალფეროვანი მოდელებით გამოირჩეოდა და მათ შორის იყო მოდელებიც, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის უცნობი დარჩა;
სწორედ ერთ-ერთ ასეთ ავტომობილზე გვექნება საუბარი, სატვირთო მანქანა, -ЗИЛ 113Г რომელიც საბჭოთა საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთ უსწრაფესად ითვლება.
ლეგენდარული საბჭოთა საავტომობილო ქარხანა ЗИЛ სხვადასხვა კვალიფიკაციის სატვირთო ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე მასიური მწაროებელი იყო“ რომლებიც ხარისხით სრულად აკმაყოფილებდა იმდროინდელ სტანდარტებს. ამიტომ გასაკვირი არაფერია იმაში, რომ სწორედ ამ კონცერნს მისცეს შეკვეთა შეექმნა არა ყოველდღიური მანქანა, არამედ რაღაც უნიკალური, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. მართალია, ამჯერად ისეთ მოდელზეა საუბარი, რომელიც წარმოებაში გაშვების შემდეგაც ცოტამ თუ ნახა. სატვირთო მანქანის კონცეფცია სახელწოდებით ЗИЛ 113Г შეიქმნა გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში და მისი წარმოება თავიდანვე არ იყო აფიშირებული, ამიტომ საკმაოდ მწირი ინფორმაციაა, იმის შესახებ, თუ საერთო რისთვის შეიქმნა ეს ავტომობილი და რა იყო მისი ტექნიკური მახასიათებლები. თუმცა, ის მცირე მონაცემები, რაც შემორჩა ნამდვილად გაოცების საფუძველს იძლევა. ასე რომ, მაგალითად, კაბინა ЗИЛ 131 -ისგან არის აღებული, რომელიც უფრო მოდერნიზებული იყო და ხოლო ძარა ჩარდახით იყო გადაფარებული. რაც შეეხება უშუალოდ ტექნიკურ მახასიათებლებს, მანქანას ჰქონდა არც მეტი, არც ნაკლები რვა ცილინდრიანი ძრავა შვიდ ლიტრი მოცულობით და 300 ცხ.ძ. ასეთმა ძლიერ გასსაიდუმლოებულ სატვირთოს 170 კმ/სთ სიჩქარის აკრეფის საშუალება ჰქონდა და შესაბამისად, ჩვეულებრივ მსუბუქი და სამთავრობო მანქანები სისწრაფეში ვერ გაუწევდნენ კონკურენციას. ამავდროულად, გამოცემა Novate ცნობით, ავტომობილი შიგნით საკმაოდ კომფორტულად იყო მოწყობილი. ასე, მაგალითად, ცნობილია, რომ ЗИЛ 113Г-ის ინტერიერი ტყავით იყო გაწყობილი და გარდა ამისა დამონტაჟებული ჰქონდა კონდეციონერი. ასევე მოესწრო მისთვის მეტსახელის შერქმევაც "ჩებურაშკა", შემდგომ წლებში გამოვიდა "ჩებურაშკას" უფრო განახლებული ვერსიები ЗИЛ-4104, ЗИЛ-4305 დღესდღეობით უცნობია სულ რამდენი დამზადდა ეს ავტომობილი, ასევ ეუცნობია, თუ სადმე კიდევ არის შემორჩენილი თუნდაც ერთი ეგზემპლარი. ერთადერთი ინფორმაცია არსებობს, რომ სავარაუდოდ უკანასკნელი ასლი 2000 წელს დაშალეს და ჯართად ჩააბარეს. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს თქვენ ვერ ნახავთ ასეთ მანქანებს ქუჩებში, თუმცა ადრე, სსრკ-ს დროს, საავტომობილო ისტორიის ექსპერტებმა მაინც აღმოაჩინეს ძველ ფოტოზე ისინი, მაგალითად ერთ -ერთი ყოფილი საკავშირო რესპუბლიკის დედაქალაქში. ამ "იდუმალი" მანქანის ზუსტი დანიშნულებაც ზუსტად არ არის დადგენილი - პარალელურად რამდენიმე ვარიანტი არსებობს : მაგალითად, ერთ-ერთ ვერსიაში ნათქვამია, რომ ეს უსწრაფესი სატვირთო მანქანები გამოიყენებოდა იმ ესკორტის თანმხლებად რომლებსაც საბჭოთა ნომენკლატურის მაღალჩინოსნები გადაჰყავდათ.მეორე ვერსიით, ეს ავტომობილები იყო მობილური ბენზიგასამართი სადგურები, რომლებიც დაყვებოდნენ ან ქალაქგარეთ ელოდნენ სამთავრობო მანქანებს, საქმე იმაშია, რომ 70-იანი წლების დასაწყისში მანქნაებიც ცოტა იყო და შესაბამისად ბენზინგასმართი სადგურებიც, ძირითადად ქალაქის ცენტრში. სხვა ავტოსიახლეები იხილეთ ამ ბმულზე760 2-ს მოსწონს
|