კონფლიქტები "მარიუპოლი თუ შეწყვეტს ბრძოლას, ჩვენი პოზიციები დასუსტდება" - ზელენსკი 2022, 10 აპრილი, 18:34
"მარიუპოლი დღეს ამ ომის გულია, ის იბრძვის, ჩვენ ვიბრძვით და ვართ ძლიერები. თუ ის შეწყვეტს ბრძოლას, ჩვენ გვექნება სუსტი პოზიციები. მარიუპოლის დამცველები არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მტრის დიდი რაოდენობის შეტევები. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიცია მარიუპოლში, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიცია ქვეყნის აღმოსავლეთში და ერთობლივი ძალების ოპერაციებში... თუ ჩვენი მდგომარეობა იქნება სუსტი, მაშინ შეიძლება არ დაველოდოთ შეხვედრას, რადგან მაშინ რუსეთი გადადგამს ნაბიჯებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იმ ქალაქების თავიდან ოკუპირება, რომლებიც ახლა ჩვენ დეოკუპირებული გვაქვს. მათ შეუძლიათ ამაზე წასვლა", - აღნიშნა მან. 314 1-ს მოსწონს
|