საქართველო
"რა სტუმარ-მასპინძლობა? დუპლეტები ხართ??!!"- ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი
2022, 10 აპრილი, 18:33
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში რუსების მასობრივ შემოდინებას პირად გვერდზე ეხმაურება და იმ უღირსს ქართველებს მიმართავს ვინც ოკუპანტებს საკუთარ ფართებს უპრობლემოდ უთმობს და უძრავი ქონების შესყიდვაშიც ეხმარება. დამოუკიდებელი დეპუტატის ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"რა სტუმარ-მასპინძლობა?????? ასეთი რაოდენობით ოკუპანტი რუსეთიდან ოკუპირებულ ქვეყანაში რომ ჩამოდიან უტიფრად (და “პარიადოკს” რომ აყენებენ უკვე ყველგან) ვერ ხვდებით ხალხნო?! და თქვენ რომ ფიქტიურ ქორწინებას უფორმებთ და ბინებს ყიდით, ქვეყანას რომ ყიდით და ეს მოღალატეობაა შენი ქვეყნის ვერ ხვდებით თუ ნაძირლები ხართ?ეს რომ “დივერსიად” გახსნილ “ბომბებად” დაბრუნდება საქართველოს თავზე, ამას ვერ ხვდებით??? რატომ დუპლეტები ხართ??!!
ხელისუფლებავ ეს არის “ის “კოლაბორაციონალები რომ ხართ !“, – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში რუსეთისა და ბელარუსის 50 000-მდე მოქალაქეა შემოსული.
P.S. და უნდა აღინიშნოს რომ ზოგიერთი კაფე - ბარის მართლაც რომ თავმოყვარეობადაკარგული მენეჯერი სრულიად უღირსად იქცევა და არანაირ უხერხულობას არ გრძნობს როცა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომელთა ქვეყანასაც საქართველოს ტერიტორიების 20% -ი აქვს მიტაცებული დედაქალაქის ცენტრში რუსული "შოუ - ბიზნესის" წამომადგენელთა სიმღერებს ბოლო ხმაზე ასმენინებს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, როგორც ჩანს, ზოგიერთი ხელის მოთმობის სურვილს აყოლილი ქართველობასთან ერთად ღირსებასაც კარგავს.