x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მეცნიერებმა დაასახელეს ყველაზე ლამაზი სხეულის მქონე ქალი და ის სუსტი აღნაგობის ნამდვილად არაა

image როგორც ჩანს წარსულს ბარდება ის დრო როცა მოდელი ისეთი სუსტი უნდა ყოფილიყო ლამის ანორექსიანად შეიძლებოდა ჩაეთვალათ.
ახლა უკვე ფერ-ხორციანი მოდელები ანუ "Рlus-size"-ს წარმომადგენლები წამოვიდნენ წინა პლანზე.
ნებისმიერი ქალი ოცნებობს ჰქონდეს მოდელის ტანი და ამისათვის არაფერს არ იშურებს, მაგრამ როგორც საყოველთაო გამოკითხვამ აჩვენა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მამაკაცებს სულაც არ მოსწონთ, როგორც აღმოჩნდა გამხდარი ქალები და ამჯობინებენ ასე ვთქვათ საკმაოდ "პუტკუნა" ქალებს.
image
გამოკითხვაში შემდეგ პარამეტრებზე იყო დასმული კითხვები:
-ქალის სიმაღლე
-ქალის წონა
-სახის ფორმა
-თმის ფერი და თმის სიგრძე
ამ პარამეტრებით საუკეთესო სხეულის მქონე ქალად დასახელდა ინგლისელი "Рlus-size" მოდელი კელი ბრუკი.
image კელი წლების მანძილზე ცდილობდა მომხვდარიყო მოდის სამყაროში, როგორც მოდელი, მაგრამ მუდამ უარით ისტუმრებდნენ მანამ, სანამ გოგონამ ეშმაკობა არ იხმარა და რამდენიმე კილო არ მოიმატა წონაში, სწორედ მაშინ მიიქცია მან თავისი "ფუმფულა" გარეგნობით სამოდელო სახლების ყურადღება და მალევე გახდა ცნობილი მოდელი საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით.
image
მოდელი ათამდე ფილმშიცაა გადაღბული, მას სულაც არ აწუხებს წონის კომპლექსი და თვლის, რომ მისი ცნობადობა და პოპულარობა სწორედ სხეულის "მრგვალი" ფორმის დამსახურებაა.
კელი ორჯერ იყო გათხოვილი, მისი ქმარი ძალიან ცნობილი და პოპულარული მსახიობი ჯეისონ სტეიტემი გახლდათ, მასთან დაშორების მერე შოტლანდიელი რაგბისტის ტომ ევანსის მეუღლე გახლდათ, ახლა კი ძიუდოს ინსტრუქტორ ჯერემი პარიზს ხვდება და წყვილი მალე აპირებს დაქორწინებას.
imageimageimageimageimageimage







0
414
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
414