x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ასობით რუსი მოხალისე ჩამოდის გროზნოში და რეზერვში ჩარიცხვამდე ისლამს იღებს“ - კადიროვი
image


ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსეთის მოსახლეობა ჩეჩენი სამხედროების „მაგალითით“ „მოხიბლულია“. მისივე თქმით, რუსი მოხალისეები ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ჩადიან და უკრაინაში გასამგზავრებლად არმიის რეზერვს უერთდებიან.

.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სამშობლოსთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ჩეჩნები წინა ხაზზე იქნებოდნენ. დღეს ჩვენი ძმები უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში ყველა ფრონტზე იბრძვიან. ამას ყველა რუსი ხედავს და აფასებს.


,

ძალიან მიხარია, რომ ჩეჩნების მაგალითი საჩვენებელი გახდა ჩვენი უზარმაზარი ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის. ამ დღეებში გროზნოში ასობით მოხალისე ჩამოდის ყველა რეგიონიდან. მეტიც, ზოგიერთი მათგანი რეზერვში ჩარიცხვამდე ისლამის მიღების სურვილს გამოთქვამს.

გუშინ ჩასული მოხალისეთაგან სამმა ყველა საჭირო პროცედურა გაიარა და მუსულმანი გახდა.

.

ახლა თითოეული მათგანი ათასობით სხვა რეზერვისტთან ერთად ელოდება უკრაინაში გამგზავრებას. ამბობენ, რომ ჩეჩენ ძმებთან ერთად ბანდერელების განადგურება სურთ. ვულოცავ მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენას! ბანდერელებს, ალაჰის ნებით, ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ!“, - წერს კადიროვი „ტელეგრამზე“.

.

ნატოს წევრმა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო მონტენეგრომ რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერი, დრიტან აბაზოვიჩი აცხადებს.

.

მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად, ქვეყნის ვიცე-პრემიერი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის „აგრესიულ ომს“ ასახელებს.

.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ, [მონტენეგროს მთავრობამ] რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომები მიიღო. მადლობა ყველა მინისტრს თანამშრომლობისთვის“, - წერს დრიტან აბაზოვიჩი ტვიტერზე.

ამ დროისთვის, ზუსტად რა სახის შეზღუდვებზეა საუბარი უცნობია.

0
578
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
578
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0