x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"გოგიტამაც “კარგა მამაპაპურად” ნელა შენი დედა @@@@ან, ორი ნეკნი გამიტყდაო..." - რა პოსტს აზიარებს ირაკლი ოქრუაშვილი

image


უკრაინაში, პუტინის ომში მებრძოლი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იუმორის გრძნობას არც ფრონტის ხაზზე კარგავს და პერიოდულად საკუთარ ფეისბუქფრენდებს სახალისო ისტორიებით ანებივრებს. უცვლელად გთავაზობთ პარტია გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერის სახალისო პოსტს, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გააზიარა:


"ტყვიაველი გოგიტა (ლაფაჩი) ლვოვში იმ დღეს შემოვიდა ბაზაზე, როდესაც რუსებმა დაბომბეს. პირველი ბომბი რომ დაეცა ყაზარმას, ტრუსიკიანი, შარვალ იღლიაში ამოჩრილი დიდი ორმოსკენ გაიქცა და შიგ ჩაწვა. მესამე ბომბის ჩამოვარდნაზე უკუნ სიბნელეში ვიღაც დაეცა ზემოდან და გოგიტამაც “კარგა მამაპაპურად” დედა გადაუკურთხა – ნელა შენი დედა @@@@ან, ორი ნეკნი გამიტყდაო.


ეს ამბავი გუშინ ჩვენთან ვახშამზე მოყვა პირველად, ისე რომ არც იცოდა ვინც ზემოდან დაეცა ვინ იყო. სურამელი გოჩა უსმენს და რომ ჩაბღუჯა და გემრიელად აკოცა ყველას გაგვიკვირდა.



რა ხდება გოჩაო? ყველამ ვკითხეთ. ესე დედის შეგინება ცხოვრებაში არ გამხარებია, მაგით მივხვდი რომ მარტო არ ვიყავი და გადავრჩიო. ამდენი დღის მერე აქ გაიცნეს ერთმანეთი იმ ორმოში ღამეგათენებულებმა."- წერს პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ქართველ და უცხოელ მოხალისეებთან ერთად უკრაინაში იმყოფება და მთელი ცივილიზებული სამყაროს მთავარი ბოროტებისა და ნომერი პირველის მტრის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძვის.



0
422
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
422