x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"არ ვიცი როგორ დავასათაურო... თქვენ მოიფიქრეთ"- რა ფოტოს აქვეყნებს ირაკლი ოქრუაშვილი

image


რუსეთ - უკრაინის ომში, საკუთარი ქვეყნისა და უკრაინის ღირსების დასაცავად იარაღით ხელში მებრძოლი პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი სანდრო ქართველიშვილს ფოტოს აზიარებს და წერს:


image


"არ ვიცი როგორ დავასათაურო. თქვენ მოიფიქრეთ. ოღონდ ისე, რომ იმ ბიჭის გულში ჩაიხედეთ, 2014 წლიდან იბრძვის ცალი ფეხით"- ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქპოსტში.


თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა რამდნეიმე დღის წინ, ინგა გრიგოლიას გადაცემაში "რეაქცია" უკრაინაში არსებული მძიმე მდგომარეობის პარალელურად ასევე საკუთარ თანამებრძოლზეც ისაუბრა:


"როდესაც სოციალურ ქსელში კომენტარებს ვუყურებ, რომ სად არის მტკიცებულება, სად ჩანს რომ ბავშვები გააუპატიურეს, სად არის მტკიცებულებები, რომ რუსებმა დახოცეს, აი ასეთ რამეს რომ წერენ, იმაზე ვდარდობ თუ რამდენად დეგრადირდა ჩვენი საზოგადოება. ძალიან ძნელია ამ ადამიანებს აუხსნა, თუ რისი გავლა გვიწევს აქ.



ამას წინათ სანდრო ქართველიშვილს შევხვდი აქ. ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს, რომელიც აქ იბრძვის. მან ერთი ფეხი დაკარგა ბრძოლაში და ის მაინც იბრძვის. მასთან ერთად სურათი გადავიღე და სოციალურ ქსელში განვათავსე. ფოტოზე ჩვენს უკან ჩანს მაცივარი და ვიღაც კომენტარებში წერს, რომ რა არის საწყობში გადაიღო ფოტოო. არადა, პროზექტურაში ვიყავი და ცხედრების მაცივარი იყო, " – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ქართველ და უცხოელ მოხალისეებთან ერთად უკრაინაში იმყოფება და მთელი ცივილიზებული სამყაროს მთავარი ბოროტებისა და ნომერი პირველის მტრის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იბრძვის.






0
707
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
707