x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
16 ბნელი ფაქტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შესახებ, რომლებიც ცოტამ თუ იცის

image


არ არსებობს ქვეყანა ცოდვის გარეშე, და არავის აქვს ისტორიაში სუფთა ფურცელი. ნებისმიერი ქვეყნის ისტორიასა და აწმყოში ბევრი უსიამოვნო საიდუმლო იმალება, და მიუხედავად იმისა რომ შეიძლება არასასიამოვნოც კი იყოს ასეთი მოვლენების ყურადღების ცენტრში მოქცევა, ამ საკმაოდ "არამიმზიდველი" ფაქტების აღიარება - პირველი ნაბიჯია პრობლემების მოსაგვარებლად. ევროპაში მცხოვრებმა რედიტორებმა r/AskEurope -ზე თავიანთი ქვეყნების ყველაზე შავ - ბნელ მხარეებზე საკმაოდ გულახდილად ისაუბრეს. ასე რომ ფაქტები, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ შეიძლება სიბნელეზე უფრო ბნელადაც კი მოგეჩვენოთ.


image



ესპანეთი - ფრანკოს რეჟიმის დროს ბევრ მარტოხელა დედას ეუბნებოდნენ, რომ მათი ახალშობილები გარდაცვლილები იყვნენ. ცხედრის ნახვის უფლებას არ აძლევდნენს, ჩვილს კი რომელიც სინამდვილეში ცოცხალი იყო სხვა წყვილს აძლევდნენ. მრავალი წლის შემდეგ, ბევრი, სავარაუდოდ გარდაცვლილი ბავშვის საფლავი ცარიელი აღმოჩნდა. მსგავსი უკანონობა კათოლიკური ეკლესიის აბსოლუტური მხარდაჭერით ხორციელდებოდა.



image


ინგლისი - ინგლისელი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, კრიპტოანალიტიკოსი და კომპიუტერული მეცნიერების დარგის მოღვაწე - ალან ტიურინგი, რომელიც მთავრობას ნაცისტების იდუმალი კოდის გატეხვაში დაეხმარა, მხოლოდ იმის გამო იქნა დაპატიმრებული და მთავრობის მიერ ქიმიურად კასტრირებული რომ ის გეი იყო. მეცნიერს მთავრობის კომუნიკაციების ცენტრში და ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლაც კი აუკრძალეს, რამაც მის კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა. ბრიტანელმა მათემატიკოსმა თავი 1954 წელს მოიკლა.


image


იტალია - იტალიაში მოძალადეს კანონისთვის თავის არიდების მიზნით საკუთარ მსხვერპლზე დაქორწინება (ამ პრაქტიკას - "matrimonio riparatore" ეწოდებოდა) შეეძლო. ქალებს აიძულებდნენ დათანხმებულიყვნენ ქორწინებაზე, რათა საზოგადოების სირცხვილი თავიდან აერიდებინათ. 1948 წელს ფრანკა ვიოლა გახდა პირველი ქალი, რომელმაც უარი თქვა გათხოვილიყო მოძალადეზე, თუმცა ეს პრაქტიკა კანონით მხოლოდ 1981 წელს გაუქმდა.



image


შვედეთი - ჩრდილოეთ ევროპაში მდებარე ეს ქვეყანა ჩრდილოეთ შვედეთის მკვიდრ საამებს (ეთნიკური ჯგუფი - ევროპაში. ცხოვრობენ ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთსა და რუსეთში (კარელიაში)), მეორე კლასის მოქალაქეებივით დიდი ხნის განმავლობაში ეპყრობოდა. ჯერ კიდევ 70-იან წლებში საამი ბავშვები თავიანთ მშობლებს იძულებით წაართვეს, "შვედებათ გახდომის" მიზნით კი ისინი შვედმა ოჯახებმა იშვილეს.


image


პოლონეთი - პოლონეთი ევროკავშირის ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნად არის აღიარებული.




image



ავსტრალია - ძირითადად, ყველაფერი დაკავშირებულია პირველ ერებთან/აბორიგენებთან და ტორესის სრუტის კუნძულების მცხოვრებლებთან. ფრაზა "მოპარული თაობა" სწორედ ავსტრალიელი აბორიგენებისა და ტორესის სრუტის კუნძულების მცხოვრებთა ბავშვებს ეხება, რომლებიც ავსტრალიის მთავრობამ მშობლებს იძულების წესით 1869 - დან 1969 - მდე წაართვა. ეს ქმედება აღიარებულია ავსტრალიის პოლიტიკური კლასის უმეტესობის მიერ როგორც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შავ - ბნელი თავი, თუმცა კამათი ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არ წყდება.



image


თურქეთი - თურქეთში ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები საკმაოდ ხშირია, და პირველი, რასაც [ნებისმიერი] კითხულობს, არის ეს: "აბა, რა ეცვა? რას აკეთებდა ასე გვიანობამდე იქ?"


image


ესპანეთი - ესპანეთი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შემთხვევებითა და გაუხსნელი საქმეებით კამბოჯის შემდეგ მეორე ადგილზეა. მასობრივი საფლავების მოსაძებნად ქვეყანაში ონლაინ - სამთავრობო ინსტრუმენტიც კი მოქმედებს.


image


ავსტრია - ანშლუსამდე (ავსტრიის შესვლა გერმანიის შემადგენლობაში, რომელიც 1938 წლის 12-13 მარტს მოხდა. ავსტრიაში ანშლუსი "ანექსიის" სინონიმია) 4 წლის განმავლობაში ავსტრიაში ფაშისტური დიქტატურა იყო დამყარებული.


image



საფრანგეთი - გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანების იძულებითი სტერილიზაცია 2000-იანი წლების დასაწყისამდე ძალიან გავრცელებული იყო. 2001 წლიდან კი არსებობს კანონი, რომელიც უკვე თანხმობას მოითხოვს, თუმცა გასაკვირი სულ არ იქნება თუკი გავიგებთ რომ იძულებითი სტერილიზაცია იქ ჯერ კიდევ გამოიყენება.



image


პორტუგალია - პორტუგალია ოჯახში ძალადობის შემთხვევებით (მათ შორის, ფემიციდისა და ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობით) გამოირჩევა. მკაცრი კათოლიკური პატრიარქატი 1974 წლამდე ყველაზე მნიშვნელოვანი წესი იყო, ასე რომ ძველ თაობებში ის ჯერ კიდევ მყარად არის გამჯდარი, რომელიც მათ შთამომავლებსაც გადაეცემა.


image



ჰოლანდია - ჰოლანდიელების დიდი კოლაბორაცია ნაცისტებთან მეორე მსოფლიო ომის დროს, ჰოლანდიის რკინიგზის კომპანიამ (NS) ებრაელები, სინტი და რომას ბოშები გერმანიაში გადაიყვანა. Royal Dutch Shell-მა ნაცისტებს მათი ებრაელი თანამშრომლების დეპორტაციის შესახებ აცნობა.


image


გერმანია - ქალის სასქესო ორგანოების დამასახიჩრებელი ოპერაციები. ლაბიოპლასტიკის ოპერაცია ქვეყანაში უკვე ათწლეულია მეტ-ნაკლებად დაუსჯელ დანაშაულს წარმოადგენს, რომლის აღმოსაფხვრელად არაფერი კეთდება. რამდენიმე წელიწადში ერთხელ, როცა ამის შესახებ ვინმე ხმამაღლა საუბარს იწყებს, განსაკუთრებული ზომები ცხადდება, თუმცა რეალურად არაფერი კეთდება.


image



საფრანგეთი - 1789 წლიდან რეგიონალური ენები საფრანგეთში თანდათან ფრანგულით შეიცვალა. ამ დრომდე შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე (მაგალითად, ისეთები როგორებიც არის - ბრეტონული, ბასკური, კორსიკული, ელზასური და ფრანკო-პროვანსული მშობლიური, ფრანგული ენის მცოდნეებისთვისაც კი გაუგებარია) თუმცა როგორც ჩანს, რეგიონალური ენების 90%-ზე მეტი უკვე მკვდარია. მათ მხოლოდ რეგიონალურ აქცენტებში თუ შეხვდებით.


image


საფრანგეთი - ომი კოლონიზებული ალჟირის წინააღმდეგ. ეს მართლაც სამარცხვინო ომი იყო, რომელიც პირველ რიგში, მრავალრიცხოვან დანაშაულებებთან და ადამიანების წარმოუდგენელ წამებასთან იყო დაკავშირებული... ბევრი ვეტერანი ამაზე სწორედ იმის გამო არ საუბრობს, რომ მათ უბრალოდ რცხვენიათ.


image


საქართველო - ლგბტ უფლებების სტატუსი საქართველოში უბრალოდ არ არსებობს, რელიგიური ადამიანები იქ ადვილად მოგკლავენ და ყურადღებასაც არავინ მოგაქცევთ.




0
696
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
696