საქართველო ნაციონალურ მოძრაობას ლიდერები ტოვებენ . უფრო მეტიც ქართულ ოცნებას უერთდებიან 2012, 19 სექტემბერი, 22:39 2012 წლის 18 სექტემბერს გახმაურებულმა ფარულმა ვიდეო ჩანაწერებმა შეძრა სრულიად საქართველო, რათქმაუნდა ვერცერთი ქართველი ადამიანი გულგრილი ვერ დარჩებოდა ყოველივე იმის შემდეგ, რაც ვიდეო კადრებში ნათლად იყო ასახული, რათქმაუნდა სულით ქართველი ყოველთვის ღირსეულ ნაბიჯს დგავს და აი დაიწყო დიდი შიშით შექმნილი მექანიზმის ზემოდან დაშლა თუმცა ჯერჯერობით წვრილ-წვრილი საძირკველი ეცლება მაგრამ რათქმაუნდა სახლი არ აშენდება თუ საძირკველი არ აქვს და მოსალოდნელია ყველაფრის ერთიანად ჩამოშლა მაშინ როდესაც საყრდენი აღარ დარჩება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრმა ედიშერ სიხარულიძემ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა, რათქმაუნდა ეს ყველაფერი განპირობებულია უკანასკნელი მოვლენების გამო. წალენჯიხის საკრებულოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" პროტესტის ნიშნად ფრაქცია დატოვა, -ამის შესახებ დავით ჭიჭინაძემ "ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. რათქმაუნდა ეს განპირობებულია უკანასკნელი მოვლენების განვითარებული მოვლენებისაგან. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უფროსი ბაგრატ ნათელაურმა მიიღო გადაწყვეტილება რომ დაეტოვებინა ნაციონალური მოძრაბა და უფრო მეტსაც გეტყვით იგი შეუერთდა კოალიცია "ქართულ ოცნებას " თანდათან ეს ყოველივე მიმბაძველი ხდება . როგორც ზემოთ აღვნიშნე ყველაფრის ჩამოშლა საძირკველიდან იწყება 2825 12-ს მოსწონს 5-ს არა
|