მსოფლიო ვლადიმერ ჟირინოვსკის ყველაზე სასაცილო გამონათქვამები 2022, 6 აპრილი, 17:54 ჟირინოვსკის ეძახდნენ „პოლიტიკურ კლოუნს “ და დიად "ველიკორუსს', პოპულისტს და ანტიდასავლურს, ებრაელს და ანტისემიტს, ქალთმოძულეს და ქალი ამომრჩეველების ფავორიტს. ზოგი დასცინოდა და აბუჩად იგდებდა, ზოგიც აღფრთოვანებული იყო, მასზე ანეკდოტებს თხზავდნენ და მოგვიანებით მემეების პერსონაჟადაც იქცა.
ქვემოთ გთავაზობთ მის მიერ ყველაზე კურიოზულ, საკამათო და სასაცილო გამომათქავმების კრებულს: საკუთარ თავზე "ყველა აქებს რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიას და მე, ეს არის დემოკრატია" "მე ვარ ყველაზე ღარიბი დეპუტატი რუსეთში”. "ჯარში ვის არ გაურეცხია ჩეჩნებისთვის წინდები?! მე გამირეცხია!" „სადამ ჰუსეინს ერთი დინარიც არ მოუცია, რომ მოეცა, ავიღებდი“. „და შემდეგ [არჩევნებზე] და ჩემს სიკვდილამდე მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, თუნდაც სასაფლაოდან მივიღებ მონაწილეობას და იქიდან მოგცემთ სიგნალს, რომ იქ ვწევარ. "Maybach-ი საიდან მყავს? საიდან, საიდან და - გერმანიიდან!" "მე ვარ ის, ვინც ვარ. ამაშია ჩემი მომხიბვლელობა." „ჩემი ხელები სუფთაა, მაგრამ თუ პრეზიდენტი გავხდები, სისხლით იქნება დაფარული“. რუსეთზე: "რომელ დემოკრატიაზე საუბრობთ, როდესაც რუსეთის 65%-ში მუდმივი ყინულია" "რუსი ხალხი ამას არ არის მიჩვეული. თემი, რელიგიური სულიერება - ეს არის მარადიული რუსული არქეტიპები." "ვოცნებობ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ფეხები დაიბანონ ინდოეთის ოკეანის თბილი წყლით. რომ იქ იყოს დასასვენებელი ბაზები, ახალგაზრდული ბანაკები, სანატორიუმები, დისპანსერები." "დაე ჩვენმა ხალხმა მოწიოს! ყოველი დღე მოწევა და დალევა ყველასთვის ერთადერთი ხსნაა, რათა ნაკლები იყოს თვითმკვლელობა. მოწევას რომ თავი დაანებონ, ყველა თავს ჩამოიხრჩობს." "რატომ არ იცინი? სასაცილო არაა? არ გესმის, არა? ეს რუსეთია!" ქალებზე "ქალი სახლში უნდა იჯდეს, იტიროს, დაკემსოს და საჭმელი მოამზადოს". "ყველა კაცს სძულხართ ქალები იმიტომ, რომ მამაკაცს განვითარებაში ხელს უშლით. როცა მას სჭირდებით მაშინ არ ხართ. ის გყიდულობთ: თავისი მდგომაროებით, ფულით, მარტო დარჩენის შიშთან ერთად, დარჩეთ ბავშვთან ერთად." "დედა, შვილს ბევრ რამეს ვერ ასწავლის, რადგან თვითონ ბიჭი არ იყო." "ბავშვები არ იბადებიან ბიჭების ურთიერთობით. მაგრამ ეს ეროტიკული კულტურის ნაწილია." "ამ წლიდან ჩვენ შემოგთავაზებთ სექსუალური ცხოვრების სტანდარტებს: კვარტალში ერთხელ. პორნოგრაფიის, პორნო კასეტების და სხვადასხვა სახის უაზრო ფილმების გავლენით ახალგაზრდა თაობა ავითარებს ნორმას: რაც მეტი, მით უკეთესი. რაც უფრო იშვიათად უკეთესი.და მხოლოდ მაშინ, როცა ურთიერთსიმპათიაა.სტანდარტი: კვარტალში ერთხელ – წელიწადში სამჯერ ან ოთხჯერ საკმარისია“. "ბიჭებისა და გოგოების ურთიერთობაში ამღზრდელობით პროცესიც არის საჭირო, თორემ უცებ და.... გაუპატიურება. ხუთი წუთი სიამოვნება - ხუთი წელი ციხე. ჯერ მას აუხსენი, რა გინდა, ხუთი წელი ციხე? არა? კარგი, მაშინ დაანება რა თავი" განათლებაზე: "არ არის აუცილებელი ბავშვებს ასწავლოთ ინგლისური, უმჯობესია ასწავლონ ავტომატი კალაშნიკოვი და მთელი მსოფლიო რუსულად ილაპარაკებს" "რაც უფრო განათლებული ხალხია, მით უფრო სწრაფია რევოლუციები." „ნუთუ ვერ ხვდებით, რომ რაც უფრო განათლებული იქნებიან ახალგაზრდები და მთელი თაობა, ყოველ ათ წელიწადში ერთხელ დაამხობს ხელისუფლებას?" ახლანდელ ხელისუფლებაზე: "არავინ სახელმწიფო დუმას არ დაშლის, ამისთვის არც ფულია, არც ჯარისკაცები და არც პატრონები" "დიქტატურა ყაბზობაა. დემოკრატია ფაღარათი. აირჩიე რომელი უფრო მოგწონს?" ”სკკპ იყო მღნ...ი მაგრამ ეს ["ერთიანი რუსეთი"] სამგზი მძღ...ია" 629 2-ს მოსწონს
|