x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
აპრილის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.



image



მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.



მოდით, ვნახოთ თუ როგორი დღეები ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს აპრილის თვეში.




აპრილის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის




image



1. ☞ ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი) - სწრაფი შედეგისთვის ვერძს აუცილებლად დასჭირდება შემოქმედებითი გარღვევა. მკვდარი წერტილიდან დაიწყებს მოქმედებას და გაუვალ გზასაც დაადგება.



2. ☞ კურო (20 აპრილი - 21 მაისი) - "ნელა და ხარისხიანად" - კუროს დევიზი არ არის, მას სურს ყველაფერი სწრაფად. ამიტომ, კუროს მოუწევს მოთმინების მოკრება, რადგან ამ გაზაფხულზე ეს აუცილებელია.



3. ☞ ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) - სამსახურში უფროსობას არ სურს არგუმენტების მოსმენა, მას მხოლოდ მოგების პროცენტები აღელვებს. მოთმინებით მოეკიდეთ საკითხს, ცოტახანში დაფიქრდება და მიხვდება, უბრალოდ დრო სჭირდება.



4. ☞ კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი) - ფიქრობთ, ჩაერთოთ თუ არა ახალ ბიზნესში. როგორც წესი, კირჩხიბი ყოველთვის გულდასმით განიხილავს ყველა გეგმას, მაგრამ თუ ინტუიცია გკარნახობთ, რომ არ უნდა წამოიწყოთ, დაუჯერეთ მას.



5. ☞ ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო) - ჭეშმარიტება კამათში როდი იბადება?! თუ პარტნიორთან შეთანხმება რთულია, უფრო ადვილი არ არის დათმობა? თუ, რა თქმა უნდა, აფასებთ ურთიერთობებს.



6. ☞ ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი) - მიზანშეწონილია თუ არა ინვესტირება - რა თქმა უნდა მომგებიანი? მაგრამ, რადგან ფრთხილ ქალწულს არ სჯერა მხოლოდ სიტყვების, დიდი ალბათობით, გონივრულია თუ კი ამჯობინებთ გვერდით დგომას...



7. ☞ სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი) - გარკვეულ საკითხებში სასწორი ისეთივე ნელია, როგორც მგრძნობიარეში. გაზაფხული სავსეა იმედით და ის გიბიძგებთ გამბედავი ნაბიჯისკენ.



8. ☞ მორიელი (23 ოქტომბერი - 22 ნოემბერი) - მორიელისთვის, აპატიოს შეცდომები, ადვილი არ არის. მაგრამ, თუ არ ისწავლის მცირე სიბრძნეს, ადვილი იქნება დაკარგოს ის, ვინც ძვირფასია მისთვის. აპრილში კი ნამდვილად გამოგადგებათ სხვისი ხარვეზების იგნორირება.



9. ☞ მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი) - მშვილდოსნის ოჯახში ჰარმონია ხშირად დამოკიდებულია არა გარემოებებზე, არამედ სწორედ მასზე. თქვენი უბედურება არის შინაგანი შფოთვა. დამშვიდდით, შეშფოთების მიზეზი არ გაქვთ.



10. ☞ თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი) - რაც უფრო ნაკლებად გააკონტროლებთ სხვების ცხოვრებას და ქმედებებს, მით უფრო ადვილი იქნება ნათესავებთან და კოლეგებთან საერთო ენის პოვნა. მერწმუნეთ, ისინი თავად გაუმკლავდებიან ყველაფერს, თქვენი სწავლების გარეშე.



11. ☞ მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი) - შესაძლოა, ახლა კარგი მომენტია მერწყულის ბედის შესაცვლელად. ვარსკვლავები გთავაზობენ ახალ სფეროში საკუთარი თავის დამტკიცებასა და წარმოჩენას. გამოიყენეთ შანსი!



12. ☞ თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი) - თევზები ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტები და მათი მზარდობა. კომპრომისზე წასვლის უნარი, აპრილში ნამდვილად გამოგადგებათ.




0
187
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0