x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ევროკავშირმა ომის დაწყებიდან რუსეთს ენერგეტიკაში 35 მილიარდი გადაუხადა, უკრაინას კი 1 მილიარდით დაეხმარა

image

გასაკვირი არ არის, რომ 28 თებერვლიდან მოყოლებული ევროკავშირმა უფრო მეტი დახარჯა რუსულ ენერგიაზე, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე.


ევროკავშირის 1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას უკრიანისთვის ძნელად უწოდებ უმნიშვნელო თანხას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შერწყმულია დასავლეთის სხვა ვალდებულებებთან (ამჟამად აშშ-ის ჯამური თანხა დაახლოებით 1, 7 მილიარდი დოლარია).


მაგრამ ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა მოსკოვს საწვავში 35 მილიარდი ევრო გადაუხადა.



ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს კომისარმა ჯოზეფ ბორელმა დღეს ეს ციფრი ახსენა, მან აშკარად მიანიშნა, რომ ეს შოკისმომგვრელად უნდა ჟღერდეს, რათა იმედგაცრუებული ევროპელი გონების ფოკუსირება მოახდინოს იმაზე, თუ როგორ შეეძლო ევროკავშირს უარი ეთქვა რუსულ წიაღისეულ საწვავზე.


მტანჯველი დებატები კვლავ გრძელდება ბებერ კონტინენტზე, სადაც რუსული ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია და სადაც ბევრი ხმა, განსაკუთრებით კი გერმანული, აფრთხილებს იმ ეკონომიკურ ზარალის შესახებ, რომელმაც რუსულ ნავთობსა და გაზზე ნაჩქარევმა სანქციებმა შეიძლება გამოიწვიოს.


დღეს ევროკავშირი მზად არის შეაჩეროს რუსული ნახშირის იმპორტი, მაგრამ ეს მხოლოდ „პროექტის მცირე ნაწილია“ - ამბობს ბორელი.


ნახშირის იმპორტი ძალზე უმნიშვნელოა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვებთან შედარებით.


დღეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე უნდა იმსჯელოს.

3
432
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
432
  
2022, 7 აპრილი, 10:06
კულებას უთქვამს,რომ რას საუბრობ შეჩემა უკრაინელები იხოცებიანო და ზელენსკიმ,მართლა კი არ ვფიქრობ ესე,სცენარში წერია ასეო. მაგარ ბოევიკს იღებს ამერიკაო,თვით ბაიდენია რეჟისორი და მთავარ როლში მე ამიყვანესო. რა სცენარი შე შობელძაღლო მართლა გვბომბავენო და გაკვირვებია კლოუნს,რა "ხალხის მსახურის" გადაღებაზე არ ვართო?!
თურმე ბერა დაუბარებია ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს და უთხოვია,რომ ბავშვს მოგინათლავო. ძაან ახლოს ყოფილან ეგ და ბიძინი,ოჯახებით ახლობლობენ თურმე და უერთმანეთოდ პურს არ ტეხენ. ბერას უჩალიჩია იმ კონტრაბანდული კანალის გაჩარხვაზე და პუტინისთვის უთქვამს,შენ მშიერი იყო და მე მაძღარი,რათ მინდა თავი ცოცხალი მაშინო. პირადად ბერა და ბიძინის ნდობით აღჭურვილი პინგვინი აკვირდებოდნენ ადგილზე ამ ტვირთის გატანას. ეს გაიგო მერე კლოუნმა საცირკეთში და დროზე ელჩი გამოიწვიეთო საქართველოდანო,ასე თუ არ მოვიქცევით ბომბებს დაგვაყრიანო,საქართველოს თუ დავსჯით ბელარუსისთვის მაგალითი იქნებაო. ულებას უთქვამს,ბელარუსიდან უკვე გვესვრიან ბომბებსო და ელჩზე რას ვშვებითო. კლოუნს უთქვამს,ბომბები არ არის პრობლემაო,მთავარია საქართველოში მთავრობა შეიცვალოსო,უკრაინაში რაც მეტი ადამიანი მოკვდება უფრო მეტი გრანტი წამოვაო.
ვერაფერს დააკლებს მილიარდობით დოლარი რუსეთის ეკონომიკას ან რა უნდა დააკლოს,მაგრამ რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა ერთ ქვეყანას ძალუძს,ეს ქვეყანა კი საქართველოა. საქართველოს მიერ გადახდილი 100 ლარი იქნება ლურსმანი კუბოზე და დაანგრევს ყველაფერს. მაგრამ არ აკეთებს ჩვენი მთავრობა,რადგან ნაყიდი ყოლია პუტინს და თავის დაკრულზე აცეკვებს თურმე. ამიტომაც გაიწვია ელჩი უკრაინამ,თორე ბომბები რო ესროლა საქართველოს ან მილიარდები გადაეხადათ მაშინ კი არ იზავდა ამას.თურმე რუსეთი კანკალებს შიშისგან,საქართველო კუბოს დასაჭედებელი ფული არ გაჩითოს და დედა არ უტიროს რუსეთს. ამიტომ მეგობრად გამოაცხადეს საქართველოს და ჩიტის რძეს არ აკლებენ თურმე ბიძოს.
0 1 3