სიახლეები ევროკავშირმა ომის დაწყებიდან რუსეთს ენერგეტიკაში 35 მილიარდი გადაუხადა, უკრაინას კი 1 მილიარდით დაეხმარა 2022, 6 აპრილი, 16:09 გასაკვირი არ არის, რომ 28 თებერვლიდან მოყოლებული ევროკავშირმა უფრო მეტი დახარჯა რუსულ ენერგიაზე, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე. ევროკავშირის 1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას უკრიანისთვის ძნელად უწოდებ უმნიშვნელო თანხას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შერწყმულია დასავლეთის სხვა ვალდებულებებთან (ამჟამად აშშ-ის ჯამური თანხა დაახლოებით 1, 7 მილიარდი დოლარია). მაგრამ ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა მოსკოვს საწვავში 35 მილიარდი ევრო გადაუხადა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს კომისარმა ჯოზეფ ბორელმა დღეს ეს ციფრი ახსენა, მან აშკარად მიანიშნა, რომ ეს შოკისმომგვრელად უნდა ჟღერდეს, რათა იმედგაცრუებული ევროპელი გონების ფოკუსირება მოახდინოს იმაზე, თუ როგორ შეეძლო ევროკავშირს უარი ეთქვა რუსულ წიაღისეულ საწვავზე. მტანჯველი დებატები კვლავ გრძელდება ბებერ კონტინენტზე, სადაც რუსული ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია და სადაც ბევრი ხმა, განსაკუთრებით კი გერმანული, აფრთხილებს იმ ეკონომიკურ ზარალის შესახებ, რომელმაც რუსულ ნავთობსა და გაზზე ნაჩქარევმა სანქციებმა შეიძლება გამოიწვიოს. დღეს ევროკავშირი მზად არის შეაჩეროს რუსული ნახშირის იმპორტი, მაგრამ ეს მხოლოდ „პროექტის მცირე ნაწილია“ - ამბობს ბორელი. ნახშირის იმპორტი ძალზე უმნიშვნელოა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვებთან შედარებით. დღეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე უნდა იმსჯელოს. 433 2-ს მოსწონს
|