x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მან ამ პროექტს ცხოვრების 6 წელი მიუძღვნა... თუმცა, ნამდვილად ღირდა!

შვედელ–ჰოლანდიელმა ფოტოგრაფმა გირტ ვეგენმა (Geert Weggen) თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა ველური ბუნების ფოტოგრაფირებას დაუკავშირა, რისთვისაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. მისი ერთ-ერთი ბოლო გატაცება — ციყვები არიან! წითური ტყის ბინადრები, რომლებიც ისე მიეჩვივნენ ფოტოსესიებს, რომ ფოტოგრაფს სცენების დადგმის საშუალებასაც კი აძლევენ!


imageimageimageimageimage


ფოტოგრაფი იხსენებს, რომ ეს ყველაფერი ციყვებით კი არა, მელიით დაიწყო. ის მაშინ, კოლეგების რჩევით, ტყლის პირას მდებარე სახლში გადავიდა და სულ მალე, ტყის მობინადრეებსაც შეხვდა. ფრთხილად მოქცევის შემთხვევაში, დილის საათებში, როდესაც ადამიანების უმეტესობას ჯერ კიდევ სძინავს, ტყის განაპირა ზონაში, ბევრი ცხოველის ნახვა შეიძლება.


imageimageimageimage


ციყვები, გირტის ცხოვრებაში კარგ დროს გამოჩნდნენ, როდესაც მან საკმარისი გამოცდილება დააგროვა ცხოველების მაკროფოტოგრაფირებაში, ხოლო მის ვერანდაზე ფოტოაპარატურა იყო დაყენებული და ის აქსესუარებით იყო მოწყობილი. ცნობისმოყვარე ცხოველები სულ ახლოს და ახლოს მიდიოდნენ მასთან და ყველაფერს დიდი ყურადღებით ათვალიერებდნენ. გირტი კი, იღებდა და იღებდა. ხოლო, საუკეთესო სურათებს კონკურსებზე გზავნიდა... და მოულოდნელად მიხვდა, რომ მისი ციყვები — შესანიშნავები იყვნენ!


imageimageimage


როგორც ფოტოგრაფი ამბობს, სწორი მიდგომით, ციყვების გადაღება მთელი წლის მანძილზეა შესაძლებელი. მაგრამ, ერთი პრობლემა არის — ისინი ადვილად თვინიერდებიან, რაც ფოტოებზე გარკვეულ ანაბეჭდს ტოვებს. ამიტომ, გირტი უფრო მეტად ახალგაზრდა თაობის ციყვებთან მუშაობს, რომლებიც ნაკლებად იცნობენ ადამიანებს.


imageimageimageimage


დღეს გირტ ვეგენი, ციყვების გადაღებაში, აღიარებული გურუ–ფოტოგრაფია და ის რეგულარულად, სემინარებს ატარებს, რომ კოლეგებს ასწავლოს ამ ლამაზი ცხოველების გადაღების ხელოვნება.


imageimageimageimage



image
imageimageimageimage







1
492
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
492
  
2022, 11 აპრილი, 10:32
საოცარი ფოტოებია
0 1 1