x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ლუზერობიდან ვარსკვლავობამდე: ცნობილი სახეები, რომლებსაც სკოლაში აბუჩად იგდებდნენ
image

იყო დრო როცა მათ დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ და აბულინგებდნენ... ცოტამ თუ იცის, რომ ვარსკვლავები, რომლებიც დღეს მოწოდების სიმაღლეზე არიან, ბავშვობაში ხშირად ტიროდნენ, იმიტომ რომ მათ "შეუხედავებად" და "სულელებად" თვლიდნენ, თუმცა ისინი საზოგადოებრივმა აზრმა ბოლომდე მაინც ვერ გატეხა! დღეს კი, მათზე მთელი მსოფლიო გიჟდება.





ირინა შეიკი


image


სკოლაში ის "მახინჯი იხვის ჭუკი" იყო. მუქი კანის გამო გოგონას ყველა "ჩუნგა-ჩანგას" ეძახდა, თუმცა სუპერმოდელი კრიტიკას ყურადღებას არასდროს აქცევდა. სწორედ დედამ და ბებიამ დაარწმუნეს მოზარდი იმაში რომ ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონოდა და ყველაფრისთვის თავად უნდა მიეღწია. მოდელმა, რომელიც ჩელიაბინსკის ოლქიდან არის დანამდვილებით იცოდა რომ ის თავის პატარა ქალაქს აუცილებლად დატოვებდა და დიდ წარმატებასაც მიაღწევდა. დღეს, ირინა შეიკი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი, წარმატებული მოდელი და ახალგაზრდა დედაა.







ლეონარდო დიკაპრიო


image


ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობისთვის 1 სექტემბერი დღესასწაული კი არა, ნამდვილი წამება იყო. ლეო მხოლოდ სამებზე სწავლობდა. მას არ მოსწონდა სასკოლო პროგრამა და ყველა საგანს მოსაწყენად თვლიდა. ცუდი აკადემიური მოსწრების გამო კი კლასელები ვარსკვლავს ხშირად დასცინოდნენ და "მუხრუჭს" ეძახდნენ. ნეტავ, ყველა მის მსგავსად "ამუხრუჭებდეს" - "ოსკარის" პრემია, თანამშრომლობა ჯეიმს კამერონთან და მარტინ სკორსეზესთან, ათეულობით წარმატებული ფილმი, მოკლედ ლეონარდოსი ყველაზე წარჩინებულ ხუთოსანსაც კი შეშურდება!






ჯულია რობერტსი


image


ფილმ "ლამაზმანის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ჯულია რობერტსი ერთ - ერთ ყველაზე მიმზიდველ მსახიობად იქცა, ხოლო მისი ღიმილი ჰოლივუდში საუკეთესოდ იქნა აღიარებული, მაგრამ აი, სკოლაში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო - დიდი პირისთვის კლასელებმა მომავალ ვარსკვლავს "ბაყაყიც" კი შეარქვეს, ისე საინტერესოა ბიჭებმა მსახიობში "ლამაზმანი" როგორ ვერ ამოიცნეს? ალბათ, მერე იდაყვებზე იკბენდნენ.




ჯორჯ კლუნი


image


ის, რომ ჯორჯ კლუნი - სექს-სიმბოლოა, ამაზე დღეს არავინ კამათობს, თუმცა უკან, ბევრის წლის წინ რომ დავბრუნდეთ მსახიობს სკოლაში გამუდმებით დასცინოდნენ. უფროს კლასებში, სახის მარცხენა მხარეს კლუნს დამბლა დაემართა - დაავადება მას მამისგან გადაეცა. მომავალი ვარსკვლავი თვალს ვეღარ ახელდა, ხოლო ბოროტმა თანაკლასელებმა მას ამის გამო "ფრანკენშტეინიც" კი შეარქვვეს. ჯორჯმა სკოლა შეიცვალა, სპორტით დაკავდა, რის შემდეგაც დაავადებამ რეგრესი განიცადა – ამის შემდეგ მას უკვე აღარავინ დასცინოდა.






ბლეიკ ლაივლი



image


მსახიობი სკოლის წლებს დღემდე რთულად იხსენებს. ბლეიკი საკმაოდ მაღალი იყო და ამის გამო მას კლასელები "დიდ ჩიტს" ეძახდნენ, რაც მოზარდ გოგონას ძალიან აღიზიანებდა, მომავალ ვარსკვლავს საკუთარი სიმაღლის გამო კომპლექსებიც კი დაეწყო. "აზრზე ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ. დაწყებითი სკოლის ბავშვები ხშირად "დიდ ჩიტს" (რადგან "ზედმეტად მაღალი" ვიყავი და "ყვითელი" თმა მქონდა) მეძახდნენ" - განაცხადა ბლეიკმა ცოტა ხნის წინ.






ტომ კრუზი


image


12 წელიწადში ტომ კრუზმა 15 სკოლა შეიცვალა. მას მხოლოდ ზარმაცი არ "წამლავდა". მსახიობს "გონებრივად ჩამორჩენილს" ეძახდნენ, რადგან ის დამარცვლით კითხულობდა, აქცენტით საუბრობდა და ქაღალდზე ასოების ნაცვლად ხაზებს ხატავდა. ამის მიზეზი კი - დისლექსია გახლდათ. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც კითხვისა და წერის უნარი დაქვეითებულია, გარდა ამისა, ტომი თანატოლებზე დაბალი იყო და ამიტომ მას კლასელები გამუდმებით სცემდნენ.






ჯესიკა ალბა


image


ჯესიკა ღარიბ ოჯახში იზრდებოდა - არ ჰქონდა არც კარგი ცხოვრების პირობები და არც ლამაზი ტანსაცმელი, ხოლო თანაკლასელები მას შეუხედავად თვლიდნენ. გარდა ამისა, გოგონა ხშირად ავადმყოფობდა, რის გამოც გაკვეთილებს აცდენდა, შემდეგ კი თანატოლებს ვეღარ ეწეოდა და სწავლაში სულ უკან რჩებოდა. მომავალ ვარსკვლავს თანაკლასელები" სულელს" ეძახდნენ, ხოლო საბრალო გოგონა არაკეთილგანწყობილ თანატოლებს თვალში რომ არ მოხვედროდა შესვენების დროს სულ სკოლის ექთნის კაბინეტში იმალებოდა.





0
519
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
519