x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"აქ რომ უკრაინელ ცხედრებზე წიოკობთ, იქნებ საკუთარ გმირულად დახოცილ და უპატრონოდ მიტოვებულ ბიჭების ოჯახების მაინც შეგრცხვეთ?" - მანჩო გიორგობიანი
image

მანჩო გიორგობიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მათ სატელიტებს სოციალური ქსელით მიმართავს და წერს:


"კეზერაშვილის ხელფასზე რომ ზიხართ ზოგ-ზოგიერთები და აქ რომ უკრაინელ ცხედრებზე წიოკობთ, იქნებ საკუთარ გმირულად დახოცილ და უპატრონოდ მიტოვებულ ბიჭებთან და მათ ოჯახებთან მაინც შეგრცხვეთ? იქნებ ცოტა ხმადაბლა ივიშვიშოთ, დღემდე შენი თანამემამულეების სისხლზე და უბედურებაზე ნაშოვნი ფულით რომ იწყობთ ცხოვრებას და ობლად დარჩენილი ბავშვების ხარჯზე დაასეირნებთ შვილებს?!



მე როგორ დავიჯერო თქვენი გულწრფელობის?! ან თქვენ ვის რა შენიშვნა უნდა მისცეთ “სირცხვილზე” ან “მორალზე”, ან რამეზე საერთოდ, სისხლიან და ცოდვიან ნავარზე ჩამოკიდებულებმა, ათი წელი გავიდა, სხვა სამსახური რით ვერ იშოვეთ?!.




ჰოდა, უტიფრობა დღემდე მაოცებს რა.. მაგრამ ჩვენი ბრალია, წესიერი გამარჯობის ღირსადაც აღარ უნდა ჩაგაგდოთ და მერე იქნებ ახალგაზრდებიც მიხვდნენ, რომ საქართველოს მოღალატე ვერც უკრაინის და ვერც ვერავის პატრიოტი გახდება, რაც არ უნდა შემოიხიოს სოცქსელი .... სულ ყალბები ხართ, თხემით ტერფამდე...


და რა ვიცი რა, იმის. მაგივრად, საკუთარ პრემიერს, რომელიც უზარმაზარ ზეწოლას უძლებს, ზურგი გავუმაგროთ (ვისაც ორი ღერი ტვინი გიყრიათ, ამას კარგად უნდა ხვდებოდეთ, რატომ არის საჭირო), მაგრად მიკვირს უკრაინის შაპიტო მთავრობას რატომ გადააყოლეთ?.. რას ეტენებით, მაინც ვნახეთ მაგათი “მადლობა” - თქვენც დააბომბინეთ და დაახოცინეთ ქალები და ბავშვებიო - ამას რომ გეტყვის, ეს “მოყვარეა”?!



ამ ჰიბრიდული ომის დროს, რომელიც სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება, მათ შორის არის საინფორმაციო ომიც, თახსირ ნაცებს და მართლა ქვეყნის მოღალატეებს რას ახარებთ? არ შეიძლება, რომ ასეთ კრიტიკულ პერიოდში არ ლანძღოთ მაინც და მორატორიუმი სცადოთ?



მართლა არ მესმის ეს ყველა სიტყვაზე ჩამოპორწიალება რა, მსოფლიო ისეთი დაძაბულია, რომ მართლა გამოცდილ პოლიტიკოსებს ეშლებათ სიტყვა და დღეში ცხრაჯერ სხვადასხვას ამბობენ, მერე ასწორებენ, ან სულაც იკიდებენ და რა გაგიხდათ, განსაკუთრებით გახარიისტებს, დაცენტრილ მიშაზე გავჩუმებულვართ, როცა სიტუაცია ითხოვდა და ამ ირაკლის რას ერჩით, სალაპარაკო და გასარჩევი დაგელიათ?..



მით უმეტეს, რომ ბეწვის ხიდზე გავყავართ და ჯერ ბოლომდე არ გაგვიღწევია სამშვიდობოს... მართლა მიკვირს, რა გჭირთ?!. მამუკა მჭედლიშვილი ეს წუთია როიტერზე მოვუსმინე ინფორმაციას, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის მაღალჩინოსნებმა ქვეყნიდან გაიტანეს ცამეტი მილიარდი დოლარი, და ევრო! ნაღდი ფული, ქეში! - უნგრეთის, პოლონეთის, რუმინეთის და გერმანიის საზღვრებზე, შევსებული დეკლარაციების დაანგარიშების საფუძველზე! - მაგათი წითელი ხიდი ეგაა?!"-წერს მანჩო გიორგონიანი.

1
523
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
523
  
2022, 4 აპრილი, 14:48
რა სამარცხვინო სტატიაა... ვნანობ რომ დრო დავკარგე ამის წაკითხვაზე
0 1 1