საქართველო "50 კილოს უკვე დავათრევ, ბარემ გუთანი დამიბით და... "- რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი 2022, 2 აპრილი, 16:25 რუსეთ - უკრაინის ომში, საკუთარი ქვეყნისა და უკრაინის ღირსების დასაცავად იარაღით ხელში მებრძოლი პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იუმორის გრძნობას არც ფრონტის ხაზზე კარგავს და სოციალურ ქსელში ერთ სახალისო პოსტს აქვეყნებს:"ვალიკოო არ მინდა ბინოკლი, არაა.დილიდან არაფერს ვაკეთებ და პოლონელი საშა დამადგა, სტინგერები მივიღეთ და ჩამოდი სროლას გასწავლითო. მინიმუმ 50 კილოს უკვე დავათრევ ПКМ ტყვიამფრქვევს თავისი დამატებითი ლენტით.ავტომატს, წყალს და საძილე ტომარას აღარ ვთვლი. კიდევ 25 კილო თუ დავიმატე სტინგერით, ბარემ გუთანი დამიბით საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო და მოვხნავ კიდეც." - წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ქართველ და უცხოელ მოხალისეებთან ერთად უკრაინაში იმყოფება და მთელი ცივილიზებული სამყაროს მთავარი ბოროტებისა და ნომერი პირველის მტრის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძვის.734 1-ს მოსწონს |