x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
რა არის აუტიზმი? 2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს აღნიშნავს
image

აუტიზმის სპექტრის დარღვევა

ყოველწლიურად აუტიზმით ან აუტიზმის სპექტრის დარღვევით დიაგნოსტირებული ბავშვებისა და მოზარდების რიცხვი მატულობს. ეს მდგომარეობა 4-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. 2014 წლის მონაცემებით, 68 ბავშვიდან 1 - ს აუტიზმის სპექტრი აღენიშნება (CDC, 2014).

რა არის აუტიზმი?

აუტიზმი წარმოადგენს ნეიროგანვითარების დარღვევას, რომელიც თავის ტვინში არსებული ცვლილებებით არის გამოწვეული. მეცნიერებმა არ იციან, თუ კონკრეტულად რა უდევს საფუძვლად ამ ამ ცვლილებებს. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ინდივიდები ხშირად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ყველასთვის საერთოა კომუნიკაციისა და სოციალიზაციის სირთულეები.

ჩვეულებრივ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები ფიზიკურად არ განსხვავდებიან უმრავლესობისგან, თუმცა ისინი შეიძლება იქცეოდნენ, ურთიერთობდნენ, ლაპარაკობდნენ და სწავლობდნენ მათგან განსხვავებულად. მეტყველების, სწავლისა და აზროვნების უნარები აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებში შეიძლება ცვალებადობდეს თვალსაჩინო ნიჭიერებიდან მძიმე დარღვევამდე. ზოგიერთს სჭირდებოდეს დახმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ზოგს - არა.


აუტიზმის სპექტრის დარღვევის ნიშნები

უმეტესწილად ვლინდება ადრეულ ბავშვობაში (შემთხვევათა უმრავლესობაში 18-დან 36 თვემდე ასაკში).
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები შეიძლება:

  • არ გამოხატავდნენ ინტერესს გარშემომყოფი საგნებისა და ადამიანებისადმი (მაგ., არ აქცევდნენ ყურადღებას მშობლების მოსვლა - წასვლას, სათამაშოებს)
  • არ აქცევდნენ ყურადღებას, როდესაც სხვა ადამიანი ეძახის ან რაიმეზე მიანიშნებს (მაგ., სახელის დაძახებაზე არ რეაგირებდნენ, არ ასრულებდნენ მარტივ მითითებებს)
  • უჭირდეთ თანატოლებთან, უფროსებთან ურთიერთობის დამყარება (მაგ., იწყებდნენ ტირილს, ან თავს არიდებდნენ)
  • თავს არიდებდნენ მზერით კონტაქტს და მარტო დარჩენას ანიჭებდნენ უპირატესობას
  • უჭირდეთ სხვა ადამიანების ემოციების გაგება ან საკუთარი ემოციების შესახებ ლაპარაკი (მაგ., ვერ ხვდებოდნენ დედის დადებით ან უარყოფით ემოციას)
  • არ აძლევდნენ მშობლებს, სხვებს მოფერების, ჩახუტების საშუალებას ან ეხუტებოდნენ მხოლოდ თავისი სურვილით
  • არ აქცევდნენ სხვების ლაპარაკს ყურადღებას (თითქოს არ ესმით), მაგრამ სხვა ხმებზე რეაგირებდნენ
  • უჭირდეთ საკუთარი მოთხოვნილებების გამოხატვა ტიპური სიტყვების ან მოძრაობების საშუალებით (არ მიანიშნებდნენ, რომ შიათ, წყურიათ, შესცივდათ ან სტკივათ)
  • საერთოდ არ ლაპარაკობდნენ, ან იმეორებდნენ სხვის ფრაზებსა და სიტყვებს ექოსავით შინაარსის გათალისწინების გარეშე
  • არ თამაშობდნენ „ვითომ“ თამაშებს (მაგ., ვითომ თოჯინას „აჭმევ“) და სათამაშოებით უჩვეულოდ თამაშობდნენ (მაგ., მანქანების მწკრივში დაწყობა, ტრიალი)
  • იმეორებდნენ და იმეორებდნენ ერთი და იგივე ქცევას
  • უჭირდეთ ჩვეული განრიგის ცვლილებასთან შეჩვევა (მაგ., ყოველთვის ერთი და იგივე გზით ითხოვდნენ სახლში დაბრუნებას)
  • ჰქონდეთ უჩვეულო რეაქცია გარკვეული სუნების, გემოს, შეხებისა და ხმისადმი (მაგ., ჭამდნენ მხოლოდ ერთი სახეობის საკვებს, იცმევდნენ მხოლოდ ერთი ფაქტურის ტანსაცმელს და ა.შ.)
  • დაკარგონ უნარები, რომლებიც უკვე ჰქონდათ (მაგ., შეწყვიტონ იმ სიტყვების თქმა, რასაც უკვე იყენებდნენ).
აუტიზმის მკურნალობა

არ არსებობს დადასტურებული მედიკამენტოზური მკურნალობა. მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ადრეული შეფასება და ბავშვსა და ოჯახთან მუშაობის დაწყება. ყველაზე ეფექტურ მეთოდად დღეს მსოფლიოში ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპია (ABA) მიიჩნევა. 3 წლის ასაკამდე დაწყებული ინტენსიური თერაპიული მუშაობის შედეგად აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა უმრავლესობას აღენიშნება მნიშვნელოვანი წინსვლა განვითარებაში.





0
81
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0