x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
20 ფაქტი აცტეკების, ინდიელთა ცივილიზაციის საბოლოო წარმომადგენლების შესახებ
1. აცტეკი-მექსიკელი

imageრეალურად, "აცტეკები" მათ დაარქვეს ევროპელებმა, საკუთარ თავს კი ისინი უწოდებდნენ მექსიკელებს.


2. სასაფლაო სახლებთან

imageისინი, როგორც წესი, გარდაცვლილებს ასაფლავებდნენ სახლთან ახლოს.



3. ძაღლი მეპატრონესთან ბოლომდე

imageმომაკვდავ მეპატრონესთნ ერთად, კლავდნენ ძაღლსაც, რათა ეს უკანასკნელი დახმარებოდა მის სულს სწორი გზის პოვნაში.


4. ცხოვრება ვალებისათვის

imageაცტეკები ხშირად ყიდიდნენ საკუთარ თავს ან საკუთარ შვილებს მონობაში, ვალების დაფარვის მიზნით.


5. თავისუფლება და მონობა.

imageმათი სისტემა უფრო წააგავდა გრძელვადიანი პერიოდის დამოკიდებულებას მევალეებისადმი, თუმცა მონებს შეეძლოთ გამოესყიდათ საკუთარი თავისუფლება.


6. ტენოჩტიტლანი=მეხიკო

imageაცტეკების დედაქალს ეწოდებოდა ტენოჩტიტლანი, რომელიც მდებარეობდა კუნძულზე, ტბის შუაგულში. დღესდღეობით, ტბა დამშრალია, მის ადგილას კი მექსიკის დედაქალაქი, მეხიკო, მდებარეობს.


7. ტენოჩტოტლანი - სუფთა ქალაქიimageტენოჩტოტლანში ქუჩებს მუდმივად ასუფთავებდნენ, თვითონ ქალაქი კი სახელგანთქმული იყო თავისი სისუფთავით.


8. ტენოჩტოტლანი - უძველესი მეგაპოლისი

imageიმ დროს, როდესაც ევროპელებმა ტენოჩტოტლანი აღმოაჩინეს, ის გაცილებით უფრო დიდი იყო, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით.


9. ცივილიზაცია, რომელმაც ვერ შეიცნო ბორბალი

imageაცტეკებს, თავისი ცივილიზაციის არსებობის განმავლობაში, არასდროს გამოუყენებიათ ბორბალი.


10. სკოლის განათლება

imageაცტეკები იყვნენ ერთ-ერთი პირველნი, რომელთაც სავალდებულო გახადეს ბავშვებისათვის განათლების მიღების პროცესი.


11. ავადმყოფობა, როგორც ერთ-ერთი მიზეზი ცივილიზაციის დაცემისა

imageერთ-ერთ მიზეზად ამ ცივილიზაციის დაცემისა, მიჩნეულია ევროპული დაავადებები.


12. ეიროგლიფები-ნახატები

imageმათი ენა - ნაუატლი - წარმაოდგენდა იეროგლიფების ანბანს, რომელიც ძლიერ წააგავდა ნახატებს.


13. მსხვერპლშეწირვიდან გადასახადებამდე

imageაცტეკები ამ ენას იყენებდნენ უკიდურესად მოწინავე და დეტალური აღრიცხვის სისტემის შესანარჩუნებლად. ხდებოდა აბსოლუტურად ყველაფრის გათვალისწინება - დაწყებული მსხვერპლშეწირვიდან დამთვარებული გადასახადებამდე.


14. ადამიანთა მსხვერპლშეწირვაimageლეგენდის თანახმად, აცტეკები თავს ესხმოდნენ თავიანთ მტრებს სპეციალურად იმისთვის, რომ ტყვედ ჩაეგდოთ და შემდგომ, ჩაეტარებინათ მათი მსხვერპლშეწირვა.


15.შოკოლადის პიონერები

imageაცტეკები, ცენტრალური ამერიკის სხვა ცივილიზაციებისაგან განსხვავებით, იყვნენ პირველები, რომელთაც დაანახეს ევროპელებს, თუ რა იყო შოკოლადი.


16. შოკოლადის სახელი

imageსიტყვა "შოკოლადი" წამოვიდა სიტყვისაგან, ნაუატლის ენიდან, "chocolātl".



17. კაკაო, როგორც ღმერთების საჩუქარი

imageკაკაოს თესლები ითვლებოდა ღმერთების საჩუქრად, და აგრეთვე, გამოიყენებოდა ვალუტის სახით.


18. აცტკური შოკოლადის რეცეპტი

imageაცტეკური შოკოლადი ძლიერ განსხვავდებოდა თანამედროვე შოკოლადისაგან. მაშინ ეს იყო სანელებლებით შეზავებული ცხარე სასმელი.


19. ერნან კორტესი - აცტეკების დამპყრობელი

imageეს ხალხი დაიპყრო ესპანელმა კონკისტადორმა - ერნან კორტესმა, რომელსაც დაეხმარნენ მეზობელი ტომები, რომლებიც მაქამდეც ებრძოდნენ აცტეკებს. მათმა დაცემამ საბოლოოდ დაასამარა უკანასკნელი, დიდებული ცივილიზაციის არსებობა.


20. ომის მსხვერპლები და ახალი ეპოქის დასაწყისი

imageსაბოლოო ბრძოლის დროს, ტენოჩტიტლანის ხელში ჩასაგდებად, დაიღუპა დაახლოებით მეოთხედი მილიონი ადამიანი, შემდეგ კი, ქალაქის ნანგრევებზე კორტესმა დაიწყო ახალი ქალაქის, მეხიკოს, შენება.




0
205
შეფასება არ არის
ავტორი:თაზუ
თაზუ
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0