x
image
კიხოდი
ამაზრზენი ფაქტები პატიმრების წამებაზე
მე-9 არხის 12 საათიან გამოშვებაში არასრულწოვანთა კოლონიაში გადაღებული კადრები გაავრცელა. კადრებში ჩანს როგორ ცემენ არასრულწლოვანს, ემუქრებიან გაუპატიურებით. მე-9 არხმა გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი ორი ვიდეო გუშინ გაავრცელა.

ბოდიშ ვიხდი მაგრამ შეძრწუნებული ვარ ამ კადრებით და ვინაიდან შეიძლება რომ ეს სტატია ბავშვმაც ნახოს, თავს ვიკავებ ვიდეოების სტატიაში ჩასმაზე.

კადრებმა საზოგადოების აღელვება გამოიწვია და პროტესტის ნიშნად

აქცია მოეწყო.


ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ მინისტრს, იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს შეხვდა და პატიმრების წამების ფაქტით დეტალურად დაინტერესდა.

პენიტენციური სისტემა პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილს ჩააბარა.

"კალმახელიძე ბევრ რამეს ცვლიდა, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული და ნაწილობრივი იყო. შიგნიდან კი ისეთივე საზიზღარია სისტემა, როგორიც ადრე იყო. ვიცი, რომ ახლა პოლიტიკური კომპრომატები იქნება, მაგრამ ახლა ყველაზე ნაკლებად პოლიტიკა მაღელვებს. ადამიანის უფლების ნებისმიერი დარღვევის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა იყოს. სისტემა უნდა გავხსნათ", - განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა დროებითი ზომა მიიღო და პრემიერ მერაბიშვილის პატრულის ჯგუფების ციხეებში შეყვანა დაავალა.
ამასთან, სააკაშვილის ინიციატივით, ომბუდსმენის წარმომადგენლები ყველა საპატიმროში მუდმივად უნდა იყვნენ. "გავზარდოთ შტატები, დავუმატოთ ხელფასები... ომბუდსმენი არ არის ახლა თბილისში და როცა ჩამოვა, შევხვდები. დიდი ხანია ტუღუში ამ სისტემას აკრიტიკებს და სამართლიანადაც.
პრეზიდენტმა მერაბიშვილს დაავალა რიგგარეშე პაემნების ორგანიზებაც.



შემაძრწუნებელ ვიდეო ჩანაწერებს პატრიარქი და წმინდა სინოდიც გამოეხმაურნენ.


პატრიარქის განცხადებიდან ცოტა ხანში საპატრიარქოს მაღალჩინოსნები ეწვივნენ. ჯერ - ჯერობით უცნობია რაზე ისაურეს მათ.


ეს ვიდეო მასალა ტელეკომპანია 9 არხს ბრიუსელიდან საპყრობილის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა, რომელმაც ასევე გააკეთე კომენტარი:



საპროტესტო აქციის ვიდეო მასალა. ლინკი:

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=5122






წყარო: "9არხი", "მაესტრო", პალიტრაTV", "news.ge", "ligerali.ge", "info9".


image

1
872
5-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
872
  
2012, 21 სექტემბერი, 18:36
:(:(
0 1 1