x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
არაიდეალურები: 10 ვარსკვლავი, რომელიც სილამაზის სტანდარტებს არაფრად აგდებს

image


მრავალი წლის განმავლობაში, გლამურულმა ჟურნალებმა და რეკლამებმა მიგაჩვიეს იმას თუ როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ. სილამაზის ასეთი სტანდარტები, რა თქმა უნდა, დროდადრო იცვლებოდა. მოდაში ხან ტვიგის მსგავსი სიგამხდრე იყო, ხანაც კიმ კარდაშიანის მადისაღმძვრელი ფორმები. დღეს, მსოფლიო პოდიუმებზე სულ სუფრო ხშირად შეხვდებით სხვადასხვა ფიზიკური აღნაგობისა თუ ტიპაჟის მოდელებს, ხოლო ცნობილი სახეები სულაც აღარ მალავენ თავიანთი გარეგნობის იმ პატარა ნაკლოვანებებს, რომლებიც საერთოდ არ შეეფერება მოდის ყბადაღებულ კანონებს, მეტიც, ცნობილი სელებრითები საზოგადოების წინაშე არსებული დეფექტების დემონსტრირებას სრულიად შეგნებულადაც კი ახდენენ.




გვენდოლინ კრისტის სიმაღლე


image


როდესაც გვენდოლინ კრისტი 14 წლის იყო, ექიმებმა მას სიმაღლეში ზრდის შენელების პრეპარატების მიღება ურჩიეს, ვინაიდან გოგონა ძალიან სწრაფად იზრდებოდა, გარდა ამისა, რეკომენდაციის სიაში სიმაღლის შემცირების ოპერაციაც შედიოდა, თუმცა "სამეფო კარის თამაშების" მომავალმა ბრიენა ტარტიმ მედიკოსების შეთავაზებაზე არა მხოლოდ უარი განაცხადა, არამედ ის დღემდე კატეგორიულად არ ეთანხმება იმ ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას რომ თითქოს მაღალი ქალები საკმარისად ქალურები არ არიან. მსახიობი, რომლის სიმაღლეც 191 სმ-ია იმისთვის რომ უფრო დაბალი გამოჩნდეს, მხრებში არასდროს იხრება და არც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებაზე ამბობს უარს.




ლედი გაგას მუცელი


image


2017 წელს "Super Bowl"-ზე გამოსვლის შემდეგ ლედი გაგა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. გავლენიანი ტაბლოიდური გამოცემები და ინტერნეტქსელის მომხმარებლები, ყველა მის მუცელზე წერდა, მათი აზრით ის ვარსკვლავის ჩაცმულობისთვის საკმარისად ბრტყელი არ იყო. გაგა დიდხანს დუმდა, თუმცა ბოლოს მაინც დანებდა და თავისი სათქმელი "ინსტაგრამზე" დაწერა. ეპატაჟურმა პოპ - მომღერალმა განაცხადა რომ ის თავისი მუცლით და ზოგადად, მთელი სხეულით ამაყობდა. სელებრითმა საკუთარი თავის სიყვარულისკენ ასევე დანარჩენებსაც მოუწოდა, ვინაიდან ყოველთვის იქნებიან ისეთები ვისაც შეიძლება რაღაც არ მოეწონოს, ხოლო დარჩე ისეთი როგორიც ხარ - ეს ჩემპიონების ხვედრია - ამბობს ლედი გაგა.




სარა ჯესიკა პარკერის დაღრეცილი ფეხები


image


ქერი ბრედშოუს როლის შემსრულებელს სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში" მინი ქვედაბოლოებითა და კაბებით სიარული გადაღებების დროს ხშირად უწევდა, სწორედ ამიტომ ცხოვრებაში სარა ჯესიკა პარკერისთვის ფეხების დამალვას უკვე აზრი აღარ აქვს. მოკლედ, ამ თავისებურებას მსახიობისთვის ხელი არ შეუშლია მსოფლიოში მილიონობით ქალისთვის "სტილის ხატად" ქცეულიყო.




შეილინ ვუდლის მხრებში მოხრილობა


image


ფილმ "დივერგენტის" მთავარი როლის შემსრულებელს, შეილინ ვუდლის ხშირად ნახავთ მხრებში მოხრილს. მსახიობს თინეიჯერობისას სქოლიოზის დიაგნოზი დაუსვეს და 18 საათის განმავლობაში სპეციალური კორსეტით სიარულიც კი "დაუნიშნეს". დაავადება უკვალოდ არ გაქრა, შეილინის თქმით, მიუხედავად იმისა რომ ის აქტიური ცხოვრების წესს მისდევს, დროდადრო მას ზურგის ტკივილი თავს კვლავ ახსენებს.




ჯონ ტრავოლტას სიმელოტე


image


ბევრი ცნობილი მამაკაცი როცა ამჩნევს რომ თმა უთხელდება, არაერთ ექსპერიმენტს მიმართავს იქნება ეს თავსაბურავის მორგება თუ თმის გადანერგვის ოპერაცია, თუმცა ჯონ ტრავოლტამ საკუთარ მაგალითზე აჩვენა რომ ასეთი ცვლილებების არ უნდა გეშინოდეთ, მეტიც, გადაპარსული თავი შეიძლება კიდევ უფრო მოგიხდეთ. მსახიობმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე თავისი ახალი იმიჯის დემონსტრირება 2019 წლის დასაწყისში მოახდინა და თაყვანისმცემლების მხრიდან დიდი მხარდაჭერაც მიიღო.




ჯესიკა სიმპსონის ორსულობის დროინდელი გართულებები


image


ჯესიკა სიმპსონი "ინსტაგრამზე" საკმაოდ აქტიურია, ვარსკვლავი საკუთარ გამომწერებთან ერთად ყოველდღიურ ცხოვრებაზე საკმაოდ ხშირად და გულწრფელად საუბრობს. მომღერალი სოციალურ ქსელში არც საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე დუმს. მაგალითად, როდესაც სელებრითი ორსულად იყო, ერთგულ თაყვანისმცემლებთან ის აქტიურად განიხილავდა ტერფის შეშუპების საკითხს და ამასთან დაკავშირებით ერთხელ მან თავისი შესიებული ფეხის ფოტოც კი გააზიარა.




მორგან ფრიმანის არასრულყოფილი კანი


image


შავი კვანძური დერმატოზი. მართალია ეს არც ისე სასიამოვნოდ ჟღერს, თუმცა სწორედ ეს დაავადება გახდა ჰოლივუდის ვარსკვლავის მორგან ფრიმანის უნიკალური იმიჯის ნაწილი. დერმატოლოგები წერენ, რომ ეს დაავადება განსაკუთრებით მუქ კანზე ვლინდება. მცირე ლაქები საკმაოდ ეფექტურად ექვემდებარება მკურნალობასა და ლაზერით მოცილებას, თუმცა მსახიობს ეს სრულებით არ აინტერესებს.




ეშლი გრემის ცელულიტი


image


როცა საქმე "ბოდიპოზიტივს" ეხება ტაბლოიდები ხშირად ეშლი გრემს ახსენებენ. ცნობილი, პლუს - ზომის მოდელი სოციალურ ქსელში ხშირად გარეგნობასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრობს. ეშლიმ მრავალრიცხოვან თავყვანისმცემლებს არაერთხელ აჩვენა საკუთარ სხეულზე არსებული კანის ნაკლოვანებები, სტრიებისა და ცელულიტის სახით, ორსულობისას კი მოდელის სხეულის ტრანსფორმაციას თვალს 16 მილიონზე მეტი გამომწერი ადევნებდა. ეშლი ადამიანებს მოუწოდებს არ შერცხვეთ თავიანთი გარეგნობის და მიიღონ საკუთარი თავი ისეთი როგორებიც არიან.




შენენ დოერტის ასიმეტრიული სახე


image


სერიალების "მოჯადოებულნი" და "ბევერლი - ჰილსი, 90210" - ის ვარსკვლავს შენენ დოერტის ასიმეტრიული სახე აქვს. ინტერნეტქსელში შეგიძლიათ ფოტოებიც კი იპოვოთ, რომლებიც ნათლად ცხადყოფს რომ ვარსკვლავის თვალები სხვადასხვა დონეზეა განლაგებული, იგივე ეხება მსახიობის ყვრიმალებსაც, თუმცა დოერტი ამ ნაკლოვანებების გამოსასწორებლად პლასტიკურ ქირურგიაზე არც კი ფიქრობს. საკუთარი თავის სიყვარულისთვის მსახიობს დრო დასჭირდა, და ამაში მნიშვნელოვანი როლი მისმა ონკოლოგიასთან ხანგრძლივმა ბრძოლამ ითამაშა. მსახიობი თავის არასრულყოფილებას მშვიდად იღებს და სხვებსაც მოუწოდებს საკუთარი თავის მიმართ უფრო კეთილები იყვნენ.




ადელის წონა


image


ადელმა საკმაოდ დიდი გზა განვლო სანამ იმ ფორმას შეიძენდა რომელშიც თავს ის დღეს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ფუმფულა ფორმების გამო ჯერ კრიტიკის ობიექტი იყო, შემდეგ "ბოდიპოზიტივის" სიმბოლოდ იქცა, ხოლო წონის დაკლების შემდეგ კვლავ საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, თითქოს გახდომით 15 "გრემის" მფოლბელმა მუსიკოსმა საკუთარ თაყვანისმცემლებს უღალატა. ადელის თქმით, ის არ ცდილობს ვინმესთვის მისაბაძი მაგალითი იყოს, ადამიანებს კი მოუწოდებს რომ საკუთარ თავს ბედნიერების უფლება მისცენ.






0
496
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
496