x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138436
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
"ლამაზ მანიკიურს იმისთვის არ იკეთებს, რომ ბირთვული ომის ალში დაიღუპოს" - არესტოვიჩი პუტინზე
image

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩის თქმით, პუტინი ლამაზ მანიკიურს იმისთვის არ იკეთებს, რომ ბირთვული ომის ალში დაიღუპოს.


ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.


"ეს არის ადამიანი, რომელიც იკეთებს ლამაზ მანიკიურს, რომელიც ზის მოსაუბრესთან 20 მეტრში და ეშინია ყველაფრის, რომელიც აშენებს სასახლეებს, იახტებს და ჰყავს საყვარლები. ამას იმისთვის არ აკეთებს, რომ ბირთვული ომის ცეცხლში დაიღუპოს.



ადამიანები, რომლებსაც ეშინოდათ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების, იმის გამო, რომ რუსეთში შეიძლებოდა, მდგომარეობა არაპროგნოზირებადად შეცვლილიყო, არასოდეს დააყენებენ ბირთვული საფრთხის ქვეშ იმ ხალხს, ვისთვისაც ავტომატების მიცემის შეეშინდათ...


ჩემი ამოცანა ძალიან მარტივია - ჩვენ (უკრაინელებმა) უნდა შევინარჩუნოთ ცნობიერების ნათელი მდგომარეობა, რადგან ჩვენ ვართ სინათლის მეომრები"- ასე უპასუხა ალექსეი არესტოვიჩმა ჟურნალისტის კითხვას - ფიქრობს თუ არა, რომ პუტინი გადაკვეთს "წითელ ხაზებს" და ქიმიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.




0
266
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0