x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ძაღლმა 7 ადამიანი დაგლიჯა, მათ შორის ბავშვები (ვიდეო)
imageთავდასხმის დროს შინაური ცხოველის პატრონი იქვე იყო, მაგრამ ძაღლის დამშვიდების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.


რუსეთში, ქალაქ პენზაში ბულტერიერმა შვიდი ადამიანი დაგლიჯა, მათგან სამი არასრულწლოვანია.


გამოცემა Life-მა გამოაქვეყნა კადრები, რომელიც ამოღებულია სათვალთვალო კამერიდან, რა დროსაც ცხოველის თავდასხმის მომენტებია აღბეჭდილი.


თავდაპირველად ძაღლი სამ სკოლის მოსწავლეს დაესხა თავს. კადრებში ჩანს, რომ ცხოველი, რომელიც ალიკაპის გარეშეა, უცებ ესხმის თავს მოზარდებს. ამ სამიდან ერთს განსაკუთრებით შეუტია. ამავდროულად, ძაღლის პატრონი იქვე იყო, ის ცდილობდა შინაური ცხოველის მოშორებას, მაგრამ უშედეგოდ. ძაღლმა საყელო გაგლიჯა და არასრულწლოვანებზე თავდასხმა განაგრძო. ასევე დაზარალდა ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც აგრესიული ბულტერიერისგან ბავშვების გადარჩენას ცდილობდა.



პორტალ Penzainform-ის ცნობით, ორი სკოლის მოსწავლე ძაღლის თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა.


"ისმოდა ყვირილი, საშინელი ყვირილი. სანამ დახმარებას ვითხოვდი, ისინი (სკოლის მოსწავლეები) უკვე ავტობუსის გაჩერებაზე, მოსაცდელთან იყვნენ. ძაღლი იქ შევარდა და განაგრძო ბავშვების დაკბენა. ჩვენ გაჩერებაზე მივირბინეთ, რათა ძაღლი გამოგვეთრია, მაგრამ მერე მე მეცა“, - თქვა ქალმა, რომელიც მოზარდების გადარჩენას ცდილობდა.



რამდენიმე წუთის შემდეგ იგივე ძაღლი თავს დაესხა ქალს ორ შვილთან ერთად, რომელთაგან ერთი საბავშვო ეტლში იყო.


ყველაზე სერიოზული დაზიანება ბავშვების დედამ მიიღო, ძაღლმა მას მრვალჯერ უკბინა და ტანსაცმელი შემოახია. კიდევ ერთი მოხუცი, რომელიც ძაღლის თავდასხმის მსხვერპლი გახდა, სახლში მკურნალობს.


აღსანიშნავია, რომ შინაური ცხოველის მფლობელებმა მეზობლებს არ მიაწოდეს დოკუმენტები ცხოველის ვაქცინაციის შესახებ, არც მორალური ზიანი აუნაზღაურებიათ და ბოდიშიც კი არ მოუხდიათ.


ისინი ადგილზე მისულ პოლიციელებსაც კი დაემალნენ, ძაღლი კი სახლში გამოკეტეს.



ყველა მსხვერპლი უნდა გამოცხადდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე, რის შედეგადაც თითოეულ ფაქტზე ცალ-ცალკე მიიღება საპროცესო გადაწყვეტილებები. ძაღლის პატრონთან სამართალდამცავები პროფილაქტიკური საუბარს გამართავენ, თუმცა თუ დაშავებულთა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება დადასტურდება, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.


რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთში დატრიალდა ტრაგედია , ოჯახში ერთი კვირის წინ მიყვანილმა ძაღლმა 17 თვის გოგონა სასიკვდილოდ დაგლიჯა.



0
373
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0