x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ შეიქმნა ნაცისტურ გერმანიაში პირველი სე@ს-თოჯინა - არიიკა ბორგჰილდი

image


1940 წელს ნაცისტური გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციას, გერმანელი ჯარისკაცების პარიზელ მეძავებთან გახშირებული სქესობრივი კავშირები მოჰყვა, რამაც ჯარში სიფილისის გავრცელება გამოიწვია. გარკვეული ზომების მიღება გახდა საჭირო. მსგავსი კავშირების აკრძალვაც შეიძლებოდა, თუმცა მესამე რაიხის ხელისუფლება სხვა გზით წავიდა: მათ ხელოვნური ქალის შექმნის გადაწყვიტილება მიიღეს, რომელიც ჯარისკაცების სექსუალურ მოთხოვნილებებსაც დააკმაყოფილებდა და თან მათ არც არაფრით დაანფიცირებდა. ასე დაიბადა ცისფერთვალება, ქერათმიანი სექს-თოჯინის საიდუმლო პროექტი, სახელად ბორგჰილდი - პირველი ხელოვნური ქალი ისტორიაში.


image



პროექტზე პასუხისმგებელი "სს"-ის ხელმძღვანელი, ჰაინრიხ ჰიმლერი იყო. დოკუმენტში, რომელიც სავარაუდოდ ჟურნალისტმა ნორბერტ ლენცმა აღმოაჩინა, ჰიმლერი წერდა: "ყველაზე დიდი საფრთხე პარიზში - გარყვნილი ქალების უკონტროლო გავრცელებაა, რომლებიც კლიენტებს ბარებში, საცეკვაო დარბაზებსა და სხვა ადგილებში პოულობენ. ჩვენი მოვალეობაა - არ დავუშვათ რომ სამხედროებმა თავიანთი ჯანმრთელობა მოკლე ინტრიგებს შესწირონ".


image


ჰაინრიხ ჰიმლერის აზრით, ეროტიკული თოჯინა უნდა ყოფილიყო იმ ერთ-ერთ აუცილებელ ნივთთაგანი რომელიც ჯარისკაცებს ყოველთვის თან ექნებოდათ, ვინაიდან მას სამხედრო მოსამსახურეები არა მხოლოდ ჰომოსექსუალიზმისგან და ვენერიული დაავადებებისგან უნდა დაეცვა, არამედ მათ არიული რასის სიწმინდის შენარჩუნებაშიც დახმარებოდა. თავდაპირველად თოჯინას "საველე ჰიგიენის პროექტი" ერქვა.

image


ადოლფ ჰიტლერმა თოჯინის პროექტი პირადად მოიწონა, რის შემდეგაც ჰიმლერმა მისი დიზაინის შესაქმნელად გერმანული ჰიგიენის მუზეუმიდან ფრანც ჩაკერტი დაიქირავა, მანამდე ჩაკერტმა "შუშის ქალი" შექმნა - ანატომიურად სწორი, გამჭვირვალე მანეკენი, რომელიც გერმანიაში 1930-იან წლებში ნამდვილ სენსაციად იქცა. ამიტომ გასაკვირი არ იყო რომ აღნიშნულ პროექტზე სწორედ ჩაკერტი იქნა შერჩეული.

image


მაგრამ ერთი დილემა რჩებოდა: დათანხმდებოდნენ კი ჯარისკაცები ქალების ნაცვლად თოჯინებთან კოპულაციას? როგორ უნდა დაეთანხმებინათ ისინი ამაზე? ნაცისტი ფსიქიატრი რუდოლფ ჩარგჰეიმერი წერდა: "ამ თოჯინების მიზანი ჩვენი ჯარისკაცების დახმარებაა. მათ უნდა იბრძოლონ და არა უცხოელებზე ინადირონ და საკუთარი სისხლი მათ შეურიონ, თუმცა არც ერთი მამაკაცი თოჯინას ცოცხალ ქალს არ ამჯობინებს"... და ეს მართლაც ასეა - თუ თოჯინა უმაღლესი ხარისხის არ არის. ჩარგჰეიმერმა სამი მოთხოვნა წამოაყენა, რათა ჯარისკაცებს თოჯინის გამოყენებაზე საბოლოოდ, უარი არ ეთქვათ:


1. სინთეტიკური კანი შეხებისას ბუნებრივის მსგავსი უნდა ყოფილიყო.


2. თოჯინის სხეული უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად მოქნილი და მობილური.


3. სასქესო ორგანოები კი, ბუნებრივთან მიახლოებული.


და აი, გუნდი მუშაობას შეუდგა... თავდაპირველად ალუმინის ჩონჩხის გაკეთება სურდათ, თუმცა მალევე გადაიფიქრეს. საბოლოოდ, ჩაკერტი სილიკონზე შეჩერდა..


image


რაც შეეხება თოჯინის გარეგნობას აქაც მკაცრი მოთხოვნები იყო. ჰანუსენისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში ჰიტლერი დეტალურად აღწერდა ბორგჰილდის გარეგნობას: 176 სანტიმეტრის სიმაღლის, ქერათმიანი, ძალიან თეთრი კანის ფერით, ნაზი ცისფერი თვალებითა და ღია ჭიპით, დიდი ტუჩებით, სავსე მკერდით, მოხრადი ხელებითა და თავით.


image


ნაცისტებისთვის თოჯინის სახეს გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვიდრე სხეულს. კონსტრუქტორებს მსახიობ კეტ ფონ ნაგის გარეგნობის მსგავსი თოჯინის შექმნა სურდათ, რაზეც უნგრელმა ვარსკვლავმა უარი განაცხადა. მოგვიანებით გადაწყდა, რომ თოჯინას მკვეთრი ნაკვთები არ ჰქონოდა, თუმცა აუცილებელ პირობად კვლავაც ცისფერი თვალები და ქერა თმა რჩებოდა, დანარჩენი კი უკვე ჯარისკაცების ფანტაზიაზე იყო... იმისთვის რომ ბორგჰილდის სახე ვნებისაღმძვრელი ყოფილიყო კონსტრუქტორების ჯგუფმა დაახლოებით ქალის ათამდე სახე შექმნა და სპეციალური ფსიქოლოგიური ტესტებიც კი გამოიყენა იმის დასადგენად, სამხედროების უმეტესობისთვის თუ რომელი მათგანი უფრო სასურველი იქნებოდა. შემქმნელებმა ბორგჰილდს მოკლე თმა დაუტოვეს, რათა მომხმარებლისთვის შეეხსენებინათ რომ ის არა ქალურობის იდეალი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მათი თანამებრძოლი მეგობარი გოგო იყო.


image


ბორგჰილდის სხეულზე მუშაობისას, ჩაკერტს სურდა ცოცხალი ქალის მყარი თაბაშირის ჩამოსხმა გაეკეთებინა და ამისთვის სპორტსმენები - ვილჰელმინა ფონ ბრემენი და ანეტ უოლტერიც კი მიიწვია, თუმცა საბოლოოდ, ჩაკერტის გუნდი ქალის სტილიზებულ გამოსახულებაზე - პატარა მკერდსა და სპორტულ აღნაგობაზე შეჩერდა, ხოლო როდესაც დიზაინი უკვე მზად იყო, ნაცისტებმა თოჯინის პროტოტიპის შემუშავება დაიწყეს, რომელიც აი, ასე გამოიყურებოდა.


image


ვერმახტის ჯარისკაცებმა ბორგჰილდი პირველად კუნძულ ჯერსის გერმანულ გარნიზონზე 1941 წელს გამოსცადეს. ჰიტლერს იმდენად მოეწონა ტესტის შედეგები, რომ 5000 თოჯინა პირადი გვარდიისთვის შეუკვეთა, თუმცა 1942 წელს პროექტი გაიყინა: ბევრი გერმანელი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა და თოჯინის ტარებაზე უარი განაცხადა, იმის შიშით რომ მოწინააღმდეგის მხრიდან დაცინვისა და აბუჩად აგდების ობიექტი გახდებოდა. იდეა საბოლოოდ ჩავარდა... ბორგჰილდის ყველა ეგზემპლარი კი მოკავშირეთა ძალებმა დრეზდენის დაბომბვის დროს გაანადგურეს.


image


მწერალმა, დონალდ გრემმა თოჯინა ბარბის წარმოშობის კვლევისას "ბორგჰილდის" საიდუმლო პროექტის შესახებ შეიტყო: მან გაარკვია, რომ ამერიკელებმა რუთ და ელიოტ ჰენდლერებმა (ცნობისთვის, წყვილი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სათამაშოს - თოჯინა "ბარბის" შემქმნელი გახლავთ) ლეგენდარული სათამაშო 1956 წელს გერმანიაში ვიზიტის შემდეგ შექმნეს, სადაც მათ ბორგჰილდის "ქალიშვილი" - ლილი შეიძინეს, რომელიც ღამის კლუბებსა და მოზრდილებისთვის განკუთვნილ მაღაზიებში იყიდებოდა. გრემმა ეს ამბავი თავის ისტორიულ კრებულში "მუსოლინის დალაქშიც" კი შეიტანა.

image


ამრიგად, ბორგჰილდი ლილის ერთგვარ პროტოტიპ - სექს-თოჯინად იქცა. მოგვიანებით კი, სწორედ მის საფუძველზე შეიქმნა მსოფლიოში მილიონობით გოგონას საყვარელი თოჯინა - "ბარბი".





0
312
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
312