გლდანის საპყრობილის საავადმყოფოში გარდაცვლილი ქობულეთელი პატიმრის, 39 წლის ზურაბ დელიანიძის ოჯახი აცხადებს, რომ გარდაცვლილი სასტიკადაა ნაწამები და ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. მასალას თან ერთვის ფ
გარდაცვლილის გვამს გარეგანი დათვალიერებით აშკარად ეტყობა მძიმე ფიზიკური ზემოქმედების კვალი. გადატყავებული აქვს იდაყვები და სხეულზე მრავლობითი სისხლჩაქცევები აღენიშნება. დაზიანებები აქვს ზედა და ქვედა კიდურებზე, ზურგზე, კუდუსუნის მიდამოებში, ნეკნებსა და სხვა ადგილებში.
–“სასტიკადაა ნაწამები. წიხლებითაა ნაცემი. ჩემი ქმარი ვერ ვიცანი, ისე იყო დასივებული... ვერ ვიცანი, როცა გვამი გადმომცეს. ვამბობდი, რომ ეს ჩემი მეუღლე არაა–მეთქი. სანამ არ დამიდასტურეს, რომ ეს ჩემი მეუღლეა არ მჯეროდა, ისე დავიბენი. საპატიმროს წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ გულით გარდაიცვალა, მაგრამ ეს გამორიცხულია, რადგანაც აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი იყო, ” – აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე ქეთინო ბერიძე.
ბერიძის განცხადებით, რომ საპყრობილეს ადმინისტრაციამ თავდაპირველად მას მეუღლის გარდაცვალების ფაქტიც კი დაუმალა, მოგვიანებით კი განუცხადეს, რომ მისი მეუღლე პირველ მაისს გარდაიცვალო.
-“ჩემი მეუღლე უფრო ადრეა გარდაცვლილი. გვამი საშინელ დღეშია, შეიძლება ითქვას, რომ გახრწნა დაწყებულია აქვს. ვვარაუდობთ, რომ მინიმუმ ერთი კვირის გარდაცვლილი მაინც იქნება და ამის შესახებ საპყრობილის ადმინისტრაციამ დამალა, ” – აცხადებს ბერიძე.
ამ ფაქტთან დაკავშირებით დელიანიძეების ოჯახი გაჩუმებას არ აპირებს და დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვს. ოჯახმა ფაქტზე რეაგირებისთვის სახალხო დამცველს უკვე მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, ისინი ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსრში არიან და სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში აპირებს უახლოეს საათებში მივიდეს გარდაცვლილის ოჯახში.
დელიანიძე სასჯელს მარიხუანას შენახვისთვის იხდიდა, რის გამოც 6-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ქონდა მისჯილი.