x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ აქვთ აფრიკელებს მუქი კანი?

image


ზაფხულში ტანსაცმლის ყველაზე ოპტიმალური ფერი ყოველთვის თეთრი იყო. ეს შეხედულება განსაკუთრებით ცხელ ქვეყნებშია აქტუალური, სადაც მზის გამოსხივების ინტენსივობა მაქსიმალურია, მაგრამ რატომ დააჯილდოვა ბუნებამ აფრიკის ყველაზე ცხელი რეგიონების მაცხოვრებლები მუქი კანით? ნუთუ უფრო არ გაუადვილდებოდათ მათ თავიანთ კლიმატში თეთრი ფერის კანით ცხოვრება?


image


ბავშვობიდან ვიცით, რომ რაც უფრო მუქია ნივთი, ის მით უფრო ინტენსიურად შთანთქავს მზის სხივებს და გაცილებით უფრო მეტადაც ცხელდება. ამის შესახებ თავად მუქი ფერის მანქანების მფლობელებმაც მშვენივრად იციან. შავი ფერის სატრანსპორტო საშუალება მზეზე იმდენად ცხელდება, რომ მის სალონში ყოფნაც კი პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, ხოლო ღია ფერის საგნები შავთან შედარებით არც იმდენად თბება და თან ისინი უფრო სწრაფადაც ცივდება. თითქოს ეს წესი ადამიანებთან მიმართებაშიც ანალოგიურად უნდა მუშაობდეს, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო რთულია. მზეზე მყოფი ადამიანის მთავარი მტერი - არა ტემპერატურის მატება, არამედ ულტრაიისფერი გამოსხივებაა, რომელიც ხანმოკლე ზემოქმედების დროსაც კი აშრობს კანს, იწვევს დამწვრობასა და ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენას, მაგრამ თუ ულტრაიისფერი გამოსხივება კანზე დიდხანს მოქმედებს, მაშინ ის ცვლის უჯრედის დნმ-სა და იწვევს კიბოს.


image


ევოლუციის პროცესმა ჩვენი ორგანიზმი მრავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დამცავი ფუნქციით აღჭურვა, რომელთა უმრავლესობაც დღემდე საკმაოდ წარმატებით "მუშაობს". მაგალითად, ჟრუანტელი, ასევე გვაქვს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვა, რომელიც საკმაოდ ეფექტურია. სწორედ მელანინი - გახლავთ კანის უჯრედების მიერ წარმოებული ნივთიერება, რომელიც საშიში გამოსხივების განეიტრალებას უწყობს ხელს.


image


რაც უფრო მაღალია გამოსხივების დონე, მით მეტია მელანინი. სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ ლამაზ, ოქროსფერ რუჯს. ნამზეური თავადაც მოგეხსენებათ რომ კანისთვის არც იმდენად სასარგებლოა. რუჯი, უფრო ზუსტად კი, მელანინის მაღალი შემცველობა, სხეულის გარე საფრთხის წინააღმდეგ ერთგვარი სიგნალია.




კლიმატი და კანის ფერი


აფრიკელებს ჩვენთან შედარებით განსხვავებული კანის სტრუქტურა აქვთ, ხოლო იმის გამო რომ "შავი კონტინენტის" მაცხოვრებლები მცხუნვარე და აგრესიული მზის ზემოქმედების ქვეშ უკვე ათასობით წელია არიან, მათი გენეტიკა კანის უჯრედებში მელანინის მუდმივად მაღალ შემცველობას უზრუნველყოფს და რომ არა სწორედ ეს ადაპტაცია, ყველაზე ცხელი ქვეყნების მოსახლეობა ალბათ რამდენიმე თაობაში გაქრებოდა.


image


დიდი ხანია ცნობილია, რომ აღმოსავლეთ აფრიკა კაცობრიობის აკვანია. დღესდღეობით, სამეცნიერო საზოგადოება ემხრობა ადამიანის აფრიკული წარმოშობის თეორიას, რომლის მიხედვითაც ჰომო საპიენსი სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში დაახლოებით 200 ათასი წლის წინ გაჩნდა და იქიდან მთელ პლანეტაზე გავრცელდა, მაგრამ მაშინ რატომ ვართ ყველა განსხვავებულები და არა შავკანიანები? ყველაფერი ძალიან მარტივია. გამუქების ევოლუციური პროცესი შექცევადი აღმოჩნდა. იმ დგილებში დასახლებით, სადაც მზე ზომიერად ანათებდა და წელიწადის დროების ცვლაც კანონზიმიერად ხდებოდა, ადამიანები თანდათან დაცვითუნარიანობას კარგავდნენ და თეთრდებოდნენ.


image


მაგრამ აქ ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა - რატომ არ გახდნენ აფროამერიკელები უფრო ღიები? შეგვიძლია დაგამშვიდოთ - სასწაულები არ ხდება და ისინი თანდათან თეთრდებიან. უბრალოდ იმისთვის რომ ეს შესამჩნევი გახდეს, თაობები უნდა შეიცვალოს. მანამდე კი, აფრიკელები თეთრკანიანთა შორის ზომიერი და ცივი კლიმატის მქონე ქვეყნებში შესამჩნევად გამოირჩევიან, მაგრამ ასე ყოველთვის არ იქნება.




0
417
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
417