სხვა ეთერ თუთბერიძემ სოციალური ქსელიდან პროტესტის ნიშნად რუსეთის დროშა და პუტინის სურათები წაშალა 2022, 28 მარტი, 9:36 48 წლის ფიგურული სრიალის მწვრთნელს ეთერ თუთბერიძეს ნაკლებ პატრიოტიზმში ადანაშაულებდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მწვრთნელმა რუსეთში უკვე აკრძალულ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში საკუთარი მიკრობლოგიდან წაშალა სახელმწიფო დროშის და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფოტოები. ამ ფაქტზე ყურადღება გაამახვილეს РИА ФАН-ის ჟურნალისტებმა. ცნობილი მწვრთნელს ფიგურულ სრიალში ამ ნაბიჯის შემდეგ რაღაც-რაღაცები გაუხსენეს, მაგალითად ის, რომ თუთბერიძეს ამერიკაში უძრავი ქონება აქვს, ხოლო მისი ერთადერთი ქალიშვილი დიანა დევისი ამერიკის მოქალაქეა, რომ მას ამერიკაში ქონების დაყადაღების და სანქციების უფრო შეეშინდა და იმიტომაც "გააპროტესტა" ომი უკრაინაში. ფოტოზე: ეთერი ქალიშვილ დიანასთან ერთად სხვა ვერსიით, მას უბრალოდ რცხვენია ამ სისხლიანი რეჟიმისა და იმ ერის ქმედებების გამო, რომელიც მხარს უჭერს პუტინის სიგიჟეს უკრაინაში. რუსი ჟურნალიტების პირველი ბრალდება თუთბერიძის მიმართ არ ჰგავს სიმართლეს, მეორე ვერსია უფრო რეალურია, რადგან თუთბერიძემ ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოდან გააპროტესტა უკრაინაში შეჭრა, ანუ როცა ომი ახალი დაწყებული იყო და როდესაც ჯერ კიდევ კერძო პირების სანქციებზე ლაპარაკიც არ იყო.უბრალოდ თუთბერიძის ეს ჟესტი საკმაოდ გვიან შეამჩნიეს ჟურნალისტებმა. ფიგურული სრიალის სკოლის მფლობელმა არა მხოლოდ ახალი სურათების გამოქვეყნება შეწყვიტა, არამედ ბევრი ძველი ფოტოც წაშალა. ასე რომ, ახლა თუთბერიძის გვერდზე რუსეთის დროშის ფოტოს მოძიება შეუძლებელია. გარდა ამისა, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა წაშალა ჩანაწერი, სადაც ის ვლადიმერ პუტინს დაბადების დღეს ულოცავდა. შეგახსენებთ, ეთერი თუთბერიძე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო(თუ საუკეთესო არა)მწვრთნელად ითვლება ფიგურულ სრიალში, მამით ქართველი და დედით -რუს-სომეხმა გოგონამ . 1990–იანი წლების დასაწყისში ტრავმის გამო აქტიურ სპორტს თავი დაანება და პროფესიონალებში გადავიდა. ეთერ თუთბერიძე წარმატებით გამოდიოდა რუსეთის „ყინულზე ბალეტში“, 18 წლის ასაკში კი აშშ–ში გადავიდა ყინულის შოუ – “Ice Capades” –ში სამუშაოდ. ამერიკულ შოუში 5 წლის მანძილზე გამოდიოდა. აქვე დაიწყო მისი სამწვრთნელო კარიერა. 1994–1998 წლებში ამერიკაში მუშაობდა მწვრთნელად, მერე კი რუსეთში დაბრუნდა.სწორედ აქედან იწყება მისი თავბრუდამხვევი კარიერა, რის გამოც მას გადაეცა ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“.. მისმა აღზრდილმა სამმა მოსწავლემ მოიპოვა ოლიმპიური მედალი.განთქმული სპეციალისტის აღსაზრდელთა შორის ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილიცაა, რომელმაც ოლიმპიადაზე საქართველო წარადგინა და თავისუფალ პროგრამაში კვალიფიკაციის მოპოვებაც შეძლო.ყვითელაშვილმა რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში შეძლო მედლების მოპოვება, მათ შორის, 2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 2019 წელს ალმა-ატაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. 583 2-ს მოსწონს
|