x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ზელენსკიმ მხარდაჭერა დაკარგა ევროკავშირის მხრიდან ქედმაღლური გამოსვლის შემდეგ
image


ზელენსკის მცდელობა, ევროსაბჭოს წევრები „ნამუსზე აეგდო“ წარუმატებელი აღმოჩნდა.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას საკუთარ თავს უფლება მისცა გაეკრიტიკებინა ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნები, რამაც ევროკავშირი დააფიქრა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე.ამის შესახებ წერს გამოცემა Frankfurter Allgemeine-ი.


სტატიის ავტორმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ თავისი გამოსვლით, რომელსაც თან ახლდა ევროკავშირის ქვეყნების კრიტიკა, ისინი ფაქტობრივად საკუთარი თავის წინააღმდეგ განაწყო, ანუ მოხდა უკურეაქცია.



სტატიაში ავტორები განმარტავენ, რომ ზელენსკიმ საკუთარ თავს უფლება მისცა, ქედმაღლურად შეეფასებინა დასავლეთის ქვეყნების უკრაინისადმი დახმარება ხუთბალიანი შკალით. უფრო მეტიც, უკრაინის ლიდერმა ეს გააკეთა ცალ-ცალკე თითოეული ქვეყნისთვის, რომელიც უზრუნველყოფდა მინიმუმ გარკვეულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას ან დახმარებას იარაღის მიწოდების სახით.


ასე მაგალითად, საფრანგეთს ოთხი ქულა მინუსით დაუწერა, ხოლო საბერძნეთმა, გერმანიამ და პორტუგალიამ სამიანი, "დამაკმაყოფილებელი" ნიშანი მიიღეს.


ზელენსკიმ ყველაზე დიდი პროვოკაცია უნგრეთის მოუწყო, უსაყვედურა მათ პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანს და აღიარა იგი კიევის ყველაზე ცუდ პარტნიორად. უფრო მეტიც, თავის გამოსვლაში ზელენსკიმ საკუთარ თავს უფლება მისცა სიტყვის გამოსვლის დროს ტონი აემაღლებინა.


როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ევროსაბჭოში გაჟღერებული მოთხოვნა რუსეთის წინააღმდეგ იარაღისა და სანქციების გამკაცრების შესახებ არ დააკმაყოფილა, მან განაცხადა, რომ ეს დააზარალებდა უპირველეს ყოვლისა საკუთარ ქვეყანას.ამის პარალელურად, უნგრეთმა ნახევარ მილიონზე მეტ უკრაინელ ლტოლვილს საზღვარი გაუხსნა.


შედეგად, ზელენსკის მცდელობა, ევროპის საბჭოს წევრები "სინდისზე აეგდო" წარუმატებელი აღმოჩნდა.


„ის, რომ ის მოითხოვს და აკრიტიკებს პარტნიორებს მათი ორჭოფობის გამო, ეს უკვე ძველი ამბავია. ახალი ის არის, რომ თავის ბოლო გამოსვლაში მოულდონელად თითოეული ქვეყანა ქულებით შეაფასა და მათი ლოიალობა კიევის მიმართ“, - წერს გაზეთი.

1
763
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
763
  
2022, 27 მარტი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1