x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
ბაიდენის განცხადება პუტინზე სახიფათო მესიჯს შეიცავდა - რატომ გააკრიტიკეს აშშ-ს პრეზიდენტი ექსპერტებმა
image


პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოწოდება ვლადიმერ პუტინის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შემაშფოთებელი აღმოჩნდა ამერიკელ საგარეო პოლიტიკის ექსპერტებში, რომლებიც შიშობენ, რომ ამან შეიძლება დაძაბულობის ესკალაცია მოახდინოს, თუნდაც კრემლმა რომც შეწყვიტოს თავისი სამხედრო მიზნების განხორციელება უკრაინაში.


”ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი აღარ უნდა დარჩება ხელისუფლებაში”, - თქვა ბაიდენმა შოკისმომგვრელი გამოკვეთილი მოწოდებით მოსკოვში რეჟიმის შეცვლის შესახებ, შაბათს პოლონეთში მგზნებარე გამოსვლის დასასრულს. ბაიდენმა ასევე თქვა:"ან მოიცილებთ პუტინს, ან ჩაყვებით საფლავში, სხვა გზა არ არსებობს", ასევე მან პუტინს "ყასაბი" უწოდა.


ეს იყო წინასწარ შეუთანხმებელი შენიშვნა, რომელიც თეთრმა სახლმა სცადა გაეკეთებინა, რომელმაც თავისუფალი სამყარო გააერთიანა ავტოკრატიის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდაჭერისთვის, თუმცა რიჩარდ ჰაასმა, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტმა, ტვიტერში გამოაქვეყნა თავისი შეშფოთება იმის შესახებ, რომ ბაიდენმა „აშკარად გააფართოვა აშშ-ს სამხედრო მოთხოვნები რეჟიმის შეცვლის მოთხოვნით“.



„როგორი სასურველიც არ უნდა იყოს, ეს ჩვენს ძალებს აღემატება – გარდა ამისა, რისკებთან ერთად, ეს გაზრდის პუტინის ტენდენციას, აღიქვას ეს, როგორც მის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე, რაც გაზრდის ალბათობას იმისას, რომ ის უარს იტყვის კომპრომისზე, ესკალაციაზე ან ორივეზე ერთად“, - წერს ჰაასი. .


„ჩვენი ინტერესებია, დავასრულოთ ომი იმ პირობებით, რომელის შესაძლებელია უკრაინას აწყობდეს და თავიდან ავიცილოთ რუსული ესკალაცია. დღევანდელი მოწოდება რეჟიმის შეცვლის შესახებ შეუთავსებელია ამ მიზნებთან“, - დასძინა მან.

imageფოტოზე: რიჩარდ ჰაასი

შემდგომ ჰაასმა განუცხადა გამოცემა Politico-ს, რომ ბაიდენის რომელიმე მაღალჩინოსანმა, შესაძლოა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც კი, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს თავის რუს კოლეგას და აუხსნას, რომ ბაიდენის კომენტარი არ ასახავს აშშ-ს პოლიტიკას.


„ის ფაქტი, რომ ეს რაღაცნაირად სცენარის გარეშე იყო წამოსროლილი, აუარესებს სიტუაციას, რადგან ეს შეიძლება იყოს ბაიდენის გულწრფელი სურვილი და არა მისი დაწერილი სიტყვები", თქვა ჰასმა.


ბაიდენის ნათქვამმა შეიძლება შეამციროს პუტინის კომპრომისზე წასვლა და კიდევ უფრო გაზარდოს უკრაინაში ესკალაცია.

„რადგან ის თუ ჩათვლის, რომ ყველაფერს შეიძლება დაკარგოს, მაშინ დაიჯერებს, რომ დასაკარგი აღარაფერი აქვს“, - აღნიშნა ჰაასმა.

0
418
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0