საქართველო "ესეთი ს@რები "ოპტამ" რომ გავყარე ჯარიდან, პეროგაყრილი საზოგადოება ძალიან შემომწყრა" - ვისზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი 2022, 26 მარტი, 17:28 რუსეთ - უკრაინის ომში, მოხალისედ წასული პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სამხედრო ექსპერტის, ამირან სალუქვაძის for.ge-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "არაფრისმაქნისს მავნებელს" უწოდებს". თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოსტს, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ პირად გვერდზე გააზიარა უცვლელად გთავაზობთ:"ყველასთან ბოდიში გამოთქმაზე, მაგრამ შევარდნაძისგან მემკვიდრეობით დატოვებული ესეთი სირები "ოპტამ" რომ გავყარე ჯარიდან, იმიტომ რომ არაფრისმაქნისი ან მავნებლები იყვნენ, ექსპერტ-ანალიტიკოს-პეროგაყრილი საზოგადოება ძალიან შემომწყრა. ეხლა ოცნების ექსპერტი გამხდარა გლობალური პოლიტიკის სფეროში. გადახედეთ რას ამბობს და მითხარით თავის დროზე სწორად მოვიქეცი თუ არა." - წერს ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.ამირან სალუქვაძის თქმით, ჩვენ სახელმწიფო კურსს ხელი უნდა შევუწყოთ რათა ომი თავიდან ავიცილოთ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონისა და "ვიღაცეების" განცხადებებსა და რიტორიკას კი არ უნდა ავყვეთ:"ჩვენს სახელმწიფო კურს ხელი უნდა შევუწყოთ, რათა როგორმე მოხდეს ომის თავიდან აცილება. ის, რომ ბომბი თავზე დაგვეცემა და მოვკვდებით, ამაზე საუბარს საზოგადოებისთვის სიკეთე არ მოაქვს. საუბარი იმაზე უნდა იყოს, რომ რუსეთს არ აქვს საბაბი, საქართველოს რაიმე პრეტენზია წაუყენოს. ვიცით, ჯონსონისა და ვიღაცების განცხადებები არ გვჭირდება. რამდენი ვინმე რამეს დააბრეხვებს, ჩვენ ამ რიტორიკაში არ უნდა ავყვეთ.ბორის ჯონსონის განცხადებები აბსურდულია. არა მხოლოდ ჯონსონის, ყველასი, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, მავნებელია. მხოლოდ საკუთარ მოსახლეობაზე და საკუთარ პარტიულ რეიტინგებზე ფიქრობენ, მეტი არაფერი. ჩვენთვის ეს ძალიან საზიანოა, როდესაც ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი გამოდის და ამბობს, რომ შემდეგი საქართველო, მოლდოვა იქნება და ჩვენ არაფრის თავი არ გვაქვს, ეს არის მავნებლობა და უსუსურობის აღიარება.რუსეთს პირდაპირ უბიძგებს, მიდით, გააგრძელეთ ვიდრე რესურსი გეყოფათ. ამას სჯობს, ჯონსონმა სარკოზივით იქით-აქეთ იფრინოს, კიევ-მოსკოვს, მოსკოვ-კიევს შორის და როგორმე იქ დახურულ კარს მიღმა ილაპარაკონ. 30 წელია ნატოში ვერ გვიღებენ და იქ ილაპარაკონ და გადაწყვიტონ"- აცხადებს სალუქვაძე.ცნობისთვის, პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ქართველ და უცხოელ მოხალისეებთან ერთად უკრაინაში იმყოფება და მთელი ცივილიზებული სამყაროს ნომერ პირველი ბოროტების, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძვის.610 1-ს არ მოსწონს |