x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ არის ღვინის ბოთლის სტანდარტული მოცულობა 0,75 მლ?
მეტრიკული სისტემის გავრცელებასთან ერთად, ლიტრი ყველგან გახდა სითხეების მოცულობის მთავარ საზომად, თუმცა იგი ითვლება არასისტემურ ერთეულად, ხოლო პინტები, გალონები, კვარტები - ეს ყველაფერი წარსულის საგანია და მხოლოდ სახელმძღვანელოებში რჩება. ნახევარი ლიტრი ჩვეულ სტანდარტად იქცა სასმელების გაყიდვის სფეროში - თითქმის ყველაფერი ამ მოცულობის კონტეინერებშია ჩასხმული, გამონაკლისია ღვინო. ძნელია იპოვოთ და შეიძინოთ ამ სასმელით სავსე 0, 5 ლ მინის ბოთლი. ღვინის კონტეინერების აბსოლუტური უმრავლესობა სამი მეოთხედი ლიტრიანი ბოთლებია. არსებობს რამდენიმე ვერსია, რომელიც ხსნის სწორედ ასეთი მოცულობის გამოყენების მიზეზს.



image



რატომ არის ღვინის ბოთლის სტანდარტული მოცულობა 0, 75 მლ?



● პირველი ვერსიის თანახმად, ბოთლის მოცულობა ტოლი უნდა ყოფილიყო ჩვენს ფილტვში არსებული ჰაერის მოცულობის და ასეთი დასკვნა თარიღდება იმ პერიოდით, როდესაც ჯერ არც იყო მინის ბოთლები გამოგონილი. იყო მხოლოდ სხვა მასალა, რომელიც სულის ჩაბერვით იბერებოდა. ძნელი დასაჯერებელი და წარმოსადგენია ეს ვერსია და ის, თუ რა ჯანმრთელი ფილტვი იყო საჭირო იმისათვის, რომ სულის ჩაბერვით ბოთლები გაგებერათ.



● მეორე ვერსიის თანახმად კი ექიმები უძველესი დროიდან დღემდე რეკომენდაციას იძლევიან დღეში მხოლოდ სამი ბოკალი ღვინის მირთმევაზე. თითოს მოცულობა კი 125 მლ–მდეა, ეს ის დოზაა, რომელიც არ ვნებს ჯანმრთელობას და გამოდის, რომ 0, 75 მლ ანუ 1 ბოთლი ღვინო განკუთვნილია მხოლოდ ორ პერსონაზე.




● მესამე ვერსიის თანახმად კი 1კგ ყურძნისგან მიიღება 0, 75 მლ ღვინო.



● ბოლო ვერსია კი გვამცნობს, რომ ღვინის ბოთლის მოცულობა დაკავშირებული იყო ექსპორტთან. ფრანგული ღვინის მთავარი იმპორტიორი იყო ინგლისი, რომელიც საზღვაო გზით ახდენდა ღვინოების ექსპორტს. ტრანსპორტირების გამარტივებისა და წესების დაცვის მიხედვით კი სიზუსტე იყო საჭირო. 0.75 ლიტრიანი 12 ბოთლი იყო ორი გალონი (გალონი 4, 54 ლიტრი). გემზე ტვირთის რაოდენობა ექსპორტისთვის კი დასაშვები ნორმებით წარმოებდა და ეს რაოდენობა იყო 900 ლიტრი. ანუ გემით, მხოლოდ 900 ლიტრი ღვინის ექსპორტი იყო შესაძლებელი ერთჯერადად. 900 ლიტრს თუ 0, 75–ზე გავყოფთ, მივიღებთ 1200 ბოთლს, რომელიც 100 რიგათ 12 ბოთლად თავსდებოდა და მოსახერხებელი იყო მგზავრობისთვის.




0
417
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0