სხვა "მუსოლინი იყო დიქტატორი ცხოვრებაშიც და ლოგინშიც და გამუდმებით ითხოვდა სექსს" - გამოცემა "დეილი მეილი" 2022, 25 მარტი, 0:42 1945 წლის 28 აპრილს პარტიზანებმა იტალიელი ფაშისტების ლიდერი ბენიტო მუსოლინი დახვრიტეს. იგივე ბედი გაიზიარა მისმა საყვარელმა კლარა პეტაჩიმაც. მართალია, კლარა დუჩეს ცხოვრებაში ერთადერთი ქალი არ ყოფილა, თუმცა მისნაირად სხვაზე ის არავისზე ზრუნავდა. ბენიტო მუსოლინისა და კლარეტა პეტაჩის სიყვარულის ისტორია რაღაცით შექსპირისეულ დრამას ჰგავს, მაგრამ არც დიქტატორი იყო რომეო და მით უმეტეს არაც მისი საყვარელი გახლდათ ჯულიეტა, თუმცა მათი ძლიერი, ჭეშმარიტი და ტრაგიკული სიყვარული, სამუდამოდ დარჩა ისტორიაში. ყველაფერი კი ასე დაიწყო...1932 წლის აპრილის, ერთ მშვენიერ გაზაფხულის დღეს რომში, მომაჯადოებელი 20 წლის მდიდარი მემკვიდრე კლარეტა პეტაჩი და მისი საქმრო, არმიის ლეიტენანტი, დღის სასიამოვნოდ გასატარებლად ლიმუზინით, რომელსაც მათივე მძღოლი მართავდა სანაპიროზე გაემართნენ. უკანა სავარძელზე მათ შორის კლარეტას ცხრა წლის და, მირიამი ახალგაზრდა წყვილთან ერთად მხიარულად კისკისებდა.სანაპიროზე მიმავალი გზა იმ დროის ნამდვილ საინჟინრო სასწაულს წარმოადგენდა, რომელიც იტალიის დიქტატორის - პრემიერ - მინისტრ ბენიტო მუსოლინის ბრძანებით იქნა დაგებული. ის იმ დროს 49 წლის იყო და საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშიც იმყოფებოდა. დუჩეს იტალიელები თაყვანს სცემდნენ და "ილ დუჩეს" უწოდებდნენ, ხოლო მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები მას პატივისცემით ეპყრობოდნენ. უინსტონ ჩერჩილი ბენიტო მუსოლინის - "რომაელ გენიოსს" უწოდებდა, ხოლო თავისი ხალხისადმი მგზნებარე სიყვარულის გამო მაჰათმა განდი მის მიმართ ქება - დიდებას არ იშურებდა.იმ დღეს მზიანი ვია - დელ - მარეს სანაპიროზე საკუთარი წითელი Alfa Romeo 8 C-თი სასეირნოდ "ილ დუჩეც" გაემართა. ოსტიასთან მუსოლინის მანქანამ ლიმუზინს გაუსწრო. უკანა სავარძელზე მჯდომმა გოგონამ დუჩეს გაუღიმა და ხელი დაუქნია. წამიერად მათი მზერა ერთმანეთს შეერწყა - და სწორედ ამ დროს ბენიტოს უცნობი გოგონა თავდავიწყებით შეუყვარდა. დიქტატორმა დაამუხრუჭა და გაჩერება ლიმუზინსაც ანიშნა. კლარეტამ მუსოლინი მაშინვე ამოიცნო და მანქანიდან გადახტა. "მე მას უნდა მივესალმო. ამას იმდენი ხანი ველოდი"- ემოციებს ვერ თოკავდა გოგონა.ეს საბედისწერო შეხვედრა და ვნებიანი, მაგრამ თავიდანვე განწირული რომანი ისტორიკოსს რიჩარდ ბოსუორტის მიერ პეტაჩის ბიოგრაფიაში დეტალურადაა აღწერილი.კლარეტა ბენიტოზე მრავალი წლის განმავლობაში უგონოდ იყო შეყვარებული, ხოლო ეს გრძნობა მას კიდევ უფრო 1926 წლიდან გაუმძაფრდა, როდესაც შეშლილმა ირლანდიელმა არისტოკრატმა ვაიოლეტ გიბსონმა დუჩეს რევოლვერი ესროლა. ტყვია მხოლოდ იტალიელი დიქტატორის ცხვირის ფუძეს შეეხო.კლარეტა მაშინ სულ რაღაც 14 წლის გახლდათ. გოგონა ამ ამბით იმდენად იყო შოკირებული რომ იტალიის ფაშისტ დიქტატორს ემოციური წერილიც კი მისწერა: "ოჰ, დუჩე, რატომ არ ვიყავი თქვენთან? იმ ქალს ხომ დავახრჩობდი? წერილში ის წერდა, რომ სურდა თავი მის მკერდზე დაედო რათა მისი დიდი გულის ძგერა გაეგო. "დუჩე, მე თქვენთვის ვცხოვრობ"- განაგრძობდა გოგონა, და აი, მისი თინეიჯერული ფანტაზიებიც თანდათან რეალობა ხდებოდა...რა თქმა უნდა, კლარეტა ბენიტოზე შეყვარებული ერთადერთი გოგონა არ ყოფილა. ბევრი ქალი მას უაღრესად მიმზიდველ მამაკაცად მიიჩნევდა. 1926 წელს უინსტონ ჩერჩილის მეუღლემ კლემენტინამ დუჩეს მისწერა კიდეც რომ ის "უკიდურესად წარმოსადეგი" იყო: თავისი დიდებული, მომხიბვლელი ღიმილითა და ძალიან ლამაზი ოქროსფერ - ყავისფერი გამჭოლი თვალებით, რომელთა დანახვაც შეიძლებოდა, თუმცა მათში ყურება - არა.მიუხედავად ამისა, მუსოლინი ქალებს საშინლად ეპყრობოდა. ის 1883 წელს ჩრდილოეთ იტალიაში, ფორლის მახლობლად, ქალაქ პრედაპიოში სოციალისტური შეხედულებების მქონე მჭედლის ოჯახში დაიბადა. მოზარდობის ასაკში ბენიტო ადგილობრივი ბორდელის მუდმივი სტუმარი გახლდათ, მოგვიანებით მან არაერთხელ აღიარა, რომ აღგზნების მიზნით საწოლში ის ქალს - მეძავად წარმოიდგენდა.სექსით დაკავების ერთადერთ გზას კი, იტალიელი "ერის მამა" პარტნიორზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ხედავდა, მისი სექსუალური მადა კი იყო საშინელი. ფაშისტ დიქტატორს ინტიმური ურთიერთობა დღეში ოთხ ქალთან ჰქონდა, თუმცა ზოგჯერ მათი რაოდენობა ათამდეც აღწევდა. 1922 წელს ბენიტო მუსოლინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მის ქვეშევრდომებს მასზე შეყვარებული გოგონების წერილების გადარჩევა სისტემატურად უწევდათ, რომელთა შორის ბევრი გათხოვილი ქალიც იყო, სწორედ მათ შორის არჩევდნენ ისინი ყველაზე შესაფერის კანდიდატებს დუჩესთვის წუთიერი სიამოვნების მისანიჭებლად, და უნდა ითქვას, რომ ყოველდღიურად მუსოლინი უამრავ ასეთ წერილს იღებდა. დიქტატორთან სექსი როგოც წესი, ხუთ წუთზე მეტხანს იშვიათად გრძელდებოდა.მუსოლინი ურთიერთობაში დაბალი წარმომავლობის ქალებს ამჯობინებდა, რადგან გავლენიანი ქალები მის ღირსებას ამცირებდნენ. როდესაც ბელგიის პრინცესა მარია ჟოზე რომში, ღია საცურაო აუზის კაბინაში მის მოჯადოებას ცდილობდა, მან აღიარა, რომ მის მიმართ არანაირ სექსუალურ ლტოლვას არ გრძნობდა. მხოლოდ ქალები, რომლებიც მას წინააღმდეგობას უწევდნენ მასში უძლიერესს სურვილს აღძრავდნენ. ერთ-ერთ წერილში ის დეტალებში ჰყვებოდა თუ როგორ დაამყარა ერთ ახალგაზრდა ქალწულთან სქესობრივი კავშირი: "კიბეებზე უცებ ხელი ვტაცე, კარის უკან კუთხეში მივამწყვდიე და ჩემი გავხადე. ის აცრემლებული ადგა და დამცირებული, თვალცრემლიანი მლანძღავდა - ჩვენ ერთმანეთი სამი თვე გვიყვარდა, თუმცა არა გონებით, არამედ ხორციელად".პატივსაცემი და კარგი ოჯახისშვილი - კლარეტა პეტაჩი კი მისთვის სრულიად განსხვავებული კანდიდატურა იყო. ახალგაზრდა ქალი, რომელიც მას თაყვანს სცემდა და აღმერთებდა ინტიმური ურთიერთობის მზად არ იყო. დუჩესთვის ეს რაღაც სიახლეს წარმოადგენდა.მუსოლინი დაქორწინებული იყო მისი ხუთი შვილის დედა რაკელე გუიდიზე. მან ერთხელ კლარეტა თავის ოფიციალურ რეზიდენციაში - პალაცო ვენეციაშიც კი მიიწვია, სადაც ის უკანა კარიდან შეიყვანა. მისი უმცროსი და მირიამი ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მისი კომპანიონი აღმოჩნდა. დიქტატორი და კლარეტა სპორტსა და პოეზიაზე დიდხანს საუბრობდნენ. სწორედ ამ შეხვედრისას გაანდო გოგონამ დუჩეს რომ ჯაშუშობა ან კინომსახიობობა სურდა.ის კლარეტას ტელეფონზე დღეში ათჯერ მაინც ურეკავდა. მან თავის კაბინეტში ერთხელ დედამისი, მრისხანე ჯუზეპინა პეტაჩიც კი დაიბარა: "თქვენი ქალიშვილი სუფთაა? თვალყური ადევნეთ... ის ვინც მუსოლინისთან ახლოს ყოფნის პრივილეგიით სარგებლობს, არ შეიძლება ჰყავდეს თაყვანისმცემლები, - განუცხადა მას დუჩემ. დიქტატორი ჯუზეპინას სთხოვდა ნებართვა მიეცა კლარეტას საყვარელი გამხდარიყო, რაზეც ქალმა თანხმობა განუცხადა და დაამატა რომ მისი ქალიშვილის გვერდით ასეთი მამაკაცის არსებობა მას სიმშვიდეს მოუტანდა.ჯუზეპინა მუსოლინის თანამზრახველი გახდა, ის მას რომის ჩრდილოეთით მდებარე, 32-ოთახიან მოდერნის სტილის სასახლეში, კერძოდ კი თავისი ქალიშვილის ვარდისფერ ფერებში მორთულ საძინებელში ღამის გასათევადაც კი ეპატიჟებოდა, სადაც ტელეფონის აპარატიც კი ვარდისფერი იყო, კლარიტას საყვარელი აბრეშუმის ნეგლიჟის ფერი. გოგონას დედამ კედლებსა და ჭერზე სარკეებიც კი დაკიდა, რათა დუჩეს მის ქალიშვილთან დროის გატარებით კიდევ უფრო მეტი სიამოვნება მიეღო.მუსოლინისთვის რომ ესიამოვნებინა კლარეტა ლეიტენანტ ფედერიჩიზე გათხოვდა. ვენეციაში თაფლობის თვის გატარების შემდეგ ის რომში დაბრუნდა, სადაც საყვარლის მკლავებში თავდავიწყებას მიეცა...."კონტროლს ვკარგავ. მინდა გაგწკეპლო, გატკინო, ვიყო შენს მიმართ სასტიკი. რატომ გამოიხატება ჩემი სიყვარული ასე სასტიკად? იმიტომ რომ მე - გარეული ცხოველი ვარ" - წერდა მუსოლინი. კლარეტა კი პასუხობდა: "ჩემო დიდო სიყვარულო, შენ ამ საღამოს ისეთი მშვენიერი, ლომივით აგრესიული, სასტიკი და ძლევამოსილი იყავი".რა იცოდა მუსოლინის ფიცხმა, მაგრამ მომთმენმა მეუღლე რაკელემ ამ რომანის შესახებ უცნობია. 1910 წელს ბენიტოსა და რაკელს ქორწინების გარეშე ქალიშვილი, ედა შეეძინათ. ოთხი წლის შემდეგ მან ის მიატოვა და კოსმეტოლოგ, იდა დალზერზე დაქორწინდა, რომელიც მასზე სამი წლით უფროსი იყო. მომდევნო წელს წყვილს ვაჟი გაუჩნდა, თუმცა მათ ქორწინებას ვერც ამან უშველა, იდა ბენიტოს ამბიციური პოლიტიკური კარიერის დანგრევით ემუქრებოდა. მუსოლინიმ იმას მიაღწია რომ იდა შეურაცხადად ცნეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დიდი ხნით გამოკეტეს, სადაც ის 20 წლის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც. მათი მცირეწლოვანი ვაჟი ბენიტო ასევე პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.იდასთან ქორწინების ანულირების შემდეგ, მუსოლინი კვლავ რაკელეს დაუბრუნდა, რომელზეც 1915 წლის დეკემბერში იქორწინა. მან საკუთარი მეუღლის გატაცებების შესახებ ყველაფერი იცოდა. დუჩე მას იმ აურაცხელი ქალების წერილებს აჩვენებდა, რომლებიც მას პაემანზე ეპატიჟებოდნენ, რაკელე კი ამ ყველაფრის შემხედვარე უბრალოდ იღიმოდა, მაგრამ კლარეტაზე უარის თქმა ასეთი მარტივი არ იყო.1939 წლის ბოლოს მუსოლინიმ კლარეტას მეუღლე ტოკიოში საჰაერო ძალების ატაშედ გაგზავნა. ახლა უკვე მისი საყვარელი მთლიანად მას ეკუთვნოდა, თუმცა დუჩეს ფიქრები არ ასვენებდა, ის გამუდმებით ეჭვიანობდა, ფიქრობდა რომ შესაძლოა კლარიტას სხვა მამაკაცი ჰყავდა, ხოლო როდესაც მას ეჭვი შეეპარა რომ მას ოჯახის ახლო მეგობართან შეიძლებოდა გარკვეული ურთიერთობა ჰქონოდა, სასტიკად განრისხდა და მას ყელის გამოჭრით ან ფსიქიატრიულ კლინიკაში გამომწყვდევით დაემუქრა. ამავდროულად, დუჩეს ხელს არაფერი უშლიდა პარალელურად სხვა საყვარლებიც ჰყოლოდა.ევროპა ომის ზღვარზე იყო, სექსი დუჩეს ცხოვრებაში მამოძრავებელ ძალას აღარ წარმოადგენდა. მესამე რაიხის აღზევებამ ჰიტლერთან ურთიერთობაში ცვლილებები შეიტანა. 1934 წელს, როდესაც ფიურერმა მუსოლინის სურვილები არაფრად ჩააგდო და ავსტრიის ანექსია სცადა (ამ მიზანს მან 1938 წელს მაინც მიაღწია) იტალიასა და გერმანიას შორის ომის თავიდან აცილება ძლივს მოხერხდა. ახლა უკვე მუსოლინი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა გერმანელი ფიურერისთვის როგორ ესიამოვნებინა.იტალიელმა დიქტატორმა ადგილობრივი ებრაელების დევნა დაიწყო. 1940 წლის ივნისში როდესაც საფრანგეთი თითქმის დანებდა, იტალია მეორე მსოფლიო ომში ჩაება, რომელიც ნაცისტურ გერმანიას სრულ მხარდაჭერას უცხადებდა. მხოლოდ 1941 წელს შეერთებული შტატების ომში ჩაბმით, დუჩეს პოზიციები მკვეთრად გაუარესდა. მოკავშირეთა ძალების ბლოკადის გამო იტალიაში სრული შიმშილი სუფევდა, ხოლო იტალიის ჯარებმა, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკაში ბრიტანეთისა და თანამეგობრობის ძალებს აღემატებოდნენ უკან დაიხიეს. 1943 წლის ივლისში, როდესაც მოკავშირეთა ჯარებმა სიცილიის გავლით ევროპაში შეტევა წამოიწყეს, მუსოლინი იტალიის მეფესთან ვიქტორ ემანუელთან შეხვედრას მართავდა, რომელსაც ის ორ კვირაში ერთხელ ხვდებოდა. "ჩემო ძვირფასო დუჩე, ეს უკვე სულაც არ არის კარგი. იტალია ნაკუწებად არის ქცეული. შენ - ყველაზე საძულველი კაცი ხარ იტალიაში, - განუცხადა მას მეფემ.მუსოლინი მეორე დღეს ჩამოაგდეს და შეიარაღებული მცველებით გარეშემორტყმულს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო სექტემბერში ჰიტლერთან მისმა ერთგვარმა "ფლირტმა" შედეგი გამოიღო: "ვაფენ -სს" (გერმანიის მთავარი დამრტყმელი ძალა)-ის სპეციალურად დანიშნული რაზმი იტალიაში მუსოლინის გადასარჩენად იქნა გაგზავნილი. ის მათ თვალცრემლიანი შეეგება: "ვიცოდი, რომ ჩემი მეგობარი ადოლფი არ მიმატოვებდა".ჰიტლერმა მუსოლინი ჩრდილოეთ იტალიის მარიონეტულ მმართველად დანიშნა, რომელიც გერმანიის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. ბენიტომ რომიდან თავისი საყვარელიც ჩაიყვანა, თუმცა 1945 წლის აპრილში მოკავშირეებმა მორიგი შეტევა წამოიწყეს და მუსოლინიმ და კლარეტამ შვეიცარიაში გაქცევა გადაწყვიტეს. კომოს ტბასთან იტალიელმა პარტიზანებმა სატვირთო მანქანა გააჩერეს, რომელშიც მუსოლინი, ლუფტვაფეს ფორმაში გამოწყობილი, ფულით სავსე ჩემოდნით, პლედების ქვეშ იმალებოდა. მომდევნო სატვირთო მანქანაში მათ შეშინებული კლარეტაც იპოვეს. შეყვარებულები მეცეგრას კომუნაში გადაიყვანეს, სადაც 1945 წლის 27 აპრილს, ჰიტლერის თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე, ორივე სიკვდილით დასაჯეს, როდესაც მეთაურმა იარაღის ჩახმახს თითი გამოკრა, ერთგული კლარეტა შეყვარებულს გადაეფარა, ხელები შემოხვია და წამოიძახა: "არა! ის არ უნდა მოკვდეს!" პირველივე ტყვიამ ის ადგილზე განგმირა. იარაღმა გაჭედა, მეორე ტყვიამ უკვე მუსოლინიც დაჭრა. მან მკერდზე პერანგი შემოიხია და გამტაცებლებს საქმის ბოლომდე მიყვანა მოსთხოვა. მათ დუჩეს პირდაპირ მკერდში ესროლეს.ერთ დღეს სინიორა პეტაჩიმ დუჩეს შვილებს წერილი მისწერა: "მე არასდროს არაფერი მითხოვია მამათქვენისთვის, მაგრამ მინდოდა გცოდნოდათ: რომ მზად ვარ მისთვის ყველაფერი გავწირო, თუნდაც ჩემივე სიცოცხლე." ზუსტად ერთი წლის შემდეგ მას ასეთი შესაძლებლობა მიეცა.ცხედრები მილანში, პიაცა ლორეტოს ბენზინგასამართ სადგურზე მიიტანეს, სადაც ისინი იქვე შეკრებილი იტალიელების თვალწინ ფეხებით ჩამოკიდეს. როდესაც კლარეტა დახვრიტეს, ის საცვლების გარეშე იყო, ამიტომ ერთ - ერთმა მოხუცმა ქალბატონმა მას ქვედაბოლო ფეხებს შორის შეუკრა, სანამ მისი გვამი საყვარლის გვერდით თავქვე ეკიდა.ამის შემდეგ თოკები გადაჭრეს, ცხედრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკანალიზაციო თხრილში ეყარა, სადაც გამვლელები გვამებს ზედ აფურთხებდნენ და სცემდნენ. 1 მაისს მუსოლინი და პეტაჩი მილანის "ჩიმიტერო მაჯორეს" სასაფლაოზე, ღარიბებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე დაკრძალეს.ომის შემდეგ გაირკვა, რომ კლარა პეტაჩი მთელი ცხოვრება პირად დღიურებს აწარმოებდა, რომელთა საერთო რაოდენობაც მუსოლინისადმი მიწერილ ასობით წერილთან და მისადმი მიძღვნილ მრავალ ლექსთან ერთად მთლიანობაში თხუთმეტ ტომს შეადგენდა. ეს ლექსები არანაირ ლიტერატურულ ღირებულებას არ წარმოადგენს – თუმცა მათში აღბეჭდილი უსაზღვრო სიყვარული, ყოველ შემთხვევაში, მაინც ღრმა პატივისცემის ღირსია.959 შეფასება არ არის |