კონფლიქტები რუსეთში უკრაინაზე თავდასხმით გამოწვეულ პროტესტის ნიშნად თანამდებობის პირთა მასობრივი გადადგომები დაიწყო 2022, 24 მარტი, 21:54 ![]() მფრინავმა, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის გმირი და რუსეთის გმირების კლუბის თავმჯდომარე ალექსანდრე გარნაევი თავმდჯომარის პოსტიდან გადადგა. მან ეს პასუხისმგებლობა მოიხსნა პროტესტის ნიშნად. გმირის პროტესტი უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის თავდასხმამ გამოიწვია. განცხადებაში ის პირდაპირ ასახელებს გადადგომის მიზეზს: ![]() ელვირა ნაბიულინამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საკუთარი ნებით სცადა გადამდგარიყო, მაგრამ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკაცრ უარს წააწყდა. ამის შესახებ RBC-Ukraine Bloomberg-ი იუწყება. ![]() ნაბიულინამ თანამდებობის დატოვება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ სცადა. თუმცა კრემლმა მას განუცხადა, რომ ასეთ დროს გადადგომა პრეზიდენტის ღალატად იქნებოდა აღქმული. 18 მარტს პუტინმა შესთავაზა სახელმწიფო სათათბიროს ნაბიულინას თანამდებობაზე კიდევ ერთი ვადით დანიშვნა. ის რუსეთის ბანკს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების და სანქციების დაწესების შემდეგ, მან ჩაწერა მიმართვა რუსეთის ბანკის თანამშრომლებისადმი, სადაც მან ეკონომიკის მდგომარეობას "ექსტრემალური სიტუაცია" უწოდა. რუსეთის ბანკის მენეჯერები, სავარაუდოდ, შიშობენ, რომ მათი ბაზარზე ორიენტირებული უნარები მალე უსარგებლო იქნება, რადგან რუსეთის ფედერაცია იზოლირებული იქნება. თანამდებობა დატოვა ანატოლი ჩუბაისმა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კორპორაციების ვეტერანმა, რომელიც პუტინის მრჩევლი იყო. სავარაუდოდ, დატოვა ქვეყანაც. 597 შეფასება არ არის
|