საქართველო "ხუთასამდე ადამიანმა მომწერა ამიტომ აქ დავწერ ყველასთვის" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი ფრონტის ხაზიდან 2022, 24 მარტი, 2:29 რუსეთ - უკრაინის ომში, მოხალისედ წასული პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საგანგებო პოსტს აქვეყნებს და ყველა იმ გულანთებულ ადამიანს მიმართავს ვინც უკრაინაში მოხალისედ წასვლაზე ფიქრობს.თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მოხალისედ წასვლის მსურველებს მოუწოდებს რომ თუკი ისინი მის მიერ შედგენილ 4 პუნქტიან პირობას ვერ აკმაყოფილებენ, მაშინ არც უკრაინაში წასვლაზე იფიქრონ:"ხუთასამდე ადამიანმა მომწერა რომ მოხალისედ სურთ უკრაინაში წამოსვლა. ბევრი უპასუხოდ დავტოვე, ამიტომ აქ დავწერ საჯაროდ და ყველასთვის.კარგად მესმის ყველას მოტივაცია, გულანთება და ჟინი, მაგრამ ყველას გირჩევთ დაივიწყეთ აქ წამოსვალზე ფიქრი თუ:ა) არ გაქვთ საბრძოლო გამოცდილება (ავღანეთში და ერაყში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობაც კი არ მიიჩნევა აქ საბრძოლო გამოცდილებად);ბ) არ იცით ენა (რუსული ან ინგლისური);გ) არ გაქვთ დამოუკიდებლად ჩამოსვლის საშუალება (ბილეთის შეძენა და სხვა).დ) თუ ფიქრობთ რომ მხოლოდ 2-3 კვირით გინდათ ჩამოსვლა;აქ სულ სხვანაირი ომია და ძალიან ბევრი საქართველოდან ჩამოსული უკან გაბრუნდა ამის გამო. ჯობს უკრაინას დავეხმაროთ და ტვირთად არ დავაწვეთ." - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ქართველ და უცხოელ მოხალისეებთან ერთად უკრაინაში იმყოფება და მთელი ცივილიზებული სამყაროს ნომერ პირველი ბოროტების, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძვის.1255 შეფასება არ არის |