სხვა 15 საინტერესო ფაქტი ძველი რომის შესახებ, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ 2022, 24 მარტი, 0:43 ძველი რომის შესახებ ჯერ კიდევ სასკოლო ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ვიცით. ზოგიერთი ფაქტი მისი მცხოვრებლების შესახებ ყველაზე მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანსაც კი აოცებს, ზოგიერთს სასაცილოდ და აბსურდულად ეჩვენება, ხოლო აი, ზოგს კი რომაული ტრადიციები უბრალოდ - საგონებელში აგდებს, მაგრამ თქვენ, რომელიც ახლა ამ სტატიას კითხულობთ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ყველაფერი იცით ძველი რომის შესახებ? შესაძლოა, სტატიაში წარმოდგენილი ზოგიერთი ფაქტი თქვენთვისაც კი ნამდვილ აღმოჩენად იქცეს. მოკლედ, თქვენს ყურადღებას ამჯერად, ძველი რომის 15 ყველაზე წარმოუდგენელ და უცნაურ ფაქტზე შევაჩერებ. მაშ ასე...1. ძველ რომში არა მხოლოდ გლადიატორებს, არამედ მათ სისხლსაც კი აფასებდნენექიმები მის დალევას უნაყოფობითა და ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებს ურჩევდნენ. მედიკოსების აზრით, გლადიატორთა სისხლი ეფექტური ასევე სხვა დაავადებების სამკურნალოდაც იყო.2. იისფერი ტანსაცმელი სტატუსად ითვლებოდამისი ტარება მხოლოდ იმპერატორებს ან სენატორებს შეეძლოთ, ხოლო იმისთვის რომ ტანსაცმლის ფერი მკვეთრი და ხასხასა ყოფილიყო, მას მეწამული მურექსის მოლუსკებისგან დამზადებული საღებავით ღებავდნენ, თუკი იისფერ ტანსაცმელს იმპერატორის გარდა სხვა ვინმეც ჩაიცვამდა ეს სახელმწიფო ღალატად ითვლებოდა.3. ლეგენდის მიხედვით, კლავდიუსის მესამე ცოლი, ვალერია მესალინა, ნიმფომანი იყოისტორიკოსების თქმით, მას წყვილებისთვის ინტიმური ურთიერთობის დროს თვალყურის დევნა უყვარდა და ყველაზე ვნებიანი პარტნიორის ტიტულისთვის მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებს შორის შეჯიბრებებსაც კი აწყობდა.4. ძველ რომში მამაკაცის რეპროდუქციული ორგანო დიდად ფასობდარაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მამაკაცის სასქესო ორგანოს თაბაშირის ასლს თილისმადაც კი ატარებდნენ, ძველი რომაელების აზრით, მამაკაცის ამ ორგანოს წარმატება მოჰქონდა. მეტიც, მას ბოროტი სულების განსადევნად კარებზე ზარის ნაცვლადაც კი კიდებდნენ.5. ცაციები უიღბლოდ ითვლებოდნენთავდაპირველად სიტყვა "ავბედი" ლათინური "sinister" -დან იყო აღმოცენებული, რაც "მარცხნივ"-ს ნიშნავდა, მოგვიანებით კი მან "ბოროტების" და "უიღბლოს" მნიშვნელობაც შეიძინა.6. იმპერატორ კალიგულას ერთი ძალიან უცნაური ჩვევა ჰქონდასაზოგადოების წინაშე გამოჩენა მას ქალის სამოსში უყვარდა.7. კალიგულას საყვარელი ცხენი - ინციტატი - მარმარილოს თავლაში ცხოვრობდა, რომელიც სპილოს ძვლით იყო ინკუსტირებულიექსტრავაგანტული იმპერატორი საყვარელი ცხენის კონსულად დანიშვნასაც კი ცდილობდა, რომელიც რომის რესპუბლიკის უმაღლესი არჩევითი თანამდებობა გახლდათ.8. ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში პოეტი - გაიუს ვალერიუს კატულუსი ცხოვრობდაერთ-ერთ ლექსში მან თავის ორ მთავარ კრიტიკოსს ისეთი უხამსი ლექსიკით მიმართა, რომ პოეტური ნაწარმოები ლათინურიდან მე-20 საუკუნემდე არ ითარგმნა.9. ძველ რომაელებს არც ზიარების საიდუმლო და არც ადრეული ქრისტიანების ესმოდათპურის და ღვინის გამოყენებას კი, რომელიც ქრისტეს სისხლსა და ხორცს განასახიერებდა, ისინი კანიბალიზმად თვლიდნენ10. საზოგადოებრივი ტუალეტები არა მხოლოდ პირდაპირ დანიშნულებას ასრულებდა, არამედ კომუნიკაციის ადგილადაც ითვლებოდაძველ რომში 140-ზე მეტი საზოგადოებრივი ტუალეტი იყო.11. შეძლებული რომაელები მდიდრულ ნადიმებს აწყობდნენ, რომლებიც როგორც წესი, საათობით გრძელდებოდაგამომდინარე იქიდან რომ მდიდარი რომაელების დეკადენტური ბანკეტები საათობით გრძელდებოდა, სუფრის წევრებს დიდი რაოდენობით საკვების მიღების შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ ისინი გულისრევასა და პირღებინებას ხელოვნურად იწვევდნენ.12. ქალებში ყველაზე პოპულარული თმის ფერი - წითელი და ქერა იყორომაელი ქალბატონები ამ ფერების მისაღწევად ყველა საშუალებას - თხის ცხიმს, წიფლის ნაცარს, ხნას, ზაფრანს და მათეთრებელსაც კი იყენებდნენ.13. ძველი რომაელები სისუფთავის დიდი მოყვარულები იყვნენ და ჰიგიენას სათანადოდ აფასებდნენისინი საპნის ნაცვლად სპეციალურ არომატულ ზეთებს იყენებდნენ, რითიც სხეულს იბანდნენ, შემდეგ კი კანს სპეციალური ჯაგრისით იფხეკდნენ, რომელსაც "სტრიგილი" ერქვა.14. რომაული ტოგა რომის იმპერიის კუთვნილების სიმბოლოს წარმოადგენდამისი ტარება ყველას არ შეეძლო, ტოგას მორგების პატივი მხოლოდ თავისუფლად დაბადებულ რომის შვილებს ჰქონდათ. ქალები კი ატარებდნენ სტოლას - გრძელ ტრადიციულ სამოსს მკლავებით ან მის გარეშე.15. შარდში ამიაკის შემცველობის გამო მას ტანსაცმლის საწმენდ საშუალებად იყენებდნენძველი რომაული ქიმწმენდის თანამშრომლები მას მთელ ქალაქში აგროვებდნენ. აი, ასეთ უცნაურ და ველურ ქმედებებს სჩადიოდნენ რომაელები ძველ რომში. თითოეულ ეპოქას თავისი მახასიათებლები და უცნაურობები გააჩნია, და ვინ იცის, შესაძლოა, საუკუნეების შემდეგ მომავალი თაობაც იგივენაირად იყოს გაოცებული ჩვენი ჰამბურგერებისადმი და დახეული ჯინსებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო.3687 1-ს მოსწონს |