x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
გატაცებისაგან ყველაზე დაცული და დაუცველი მოდელები

image

დასახელებულია 2022 წლის საუკეთესო და ყველაზე ცუდი მანქანები - ექსპერტებმა შეაფასეს 18 მანქანა ქურდობის სირთულის, სამგზავრო განყოფილებაში და ძრავის განყოფილებაში უნებართვო შესვლის სირთულის, სტანდარტული განგაშის და საჭის საკეტის მუშაობის, VIN ნომრების ხელმისაწვდომობის და მათი შეცვლის შესაძლებლობის, აგრეთვე გასაღების ასლის შექმნის შესაძლებლობის მიხედვით. მანქანები შეფასდა 1000-ბალიანი შკალით.

ამჯერად ექსპერტებმა 18 მოდელი გამოსცადეს. კვლევა მოიცავდა როგორც ბაზრის ყველაზე ხელმისაწვდომ მოდელებს, ასევე პრესტიჟულ მანქანებს, როგორიცაა BMW X5 და Toyota Land Cruiser Prado.

Lexus ES ბიზნეს კლასის სედანი 809 ქულით საუკეთესოდ აღიარეს ქურდობისაგან დაცვაში. მეორე ადგილზეა Lexus RX კროსოვერი 761 ქულით. მაგრამ მესამე პოზიცია დაიკავა ბევრად უფრო ხელმისაწვდომმა მოდელმა - Skoda Octavia (760 ქულა).
image

ყველაზე ცუდი შედეგი აქვთ რენო ლოგანსა და სანდეროს, თითო 246 ქულით. მათ ოდნავ გაუსწრეს Lada Vesta (253 ქულა) და Lada Granta (293 ქულა). ამ ოთხმა მოდელმა მეთხუთმეტედან მეთვრამეტემდე ადგილი დაიკავა.


ადგილები მეოთხედან მეთოთხმეტემდე ასე განაწილდა:


Audi Q5 — 746 ბალი,
Toyota Land Cruiser Prado — 692,
Toyota Corolla — 651,
Mercedes C-класса — 646,
BMW X5 — 632,
Audi A6 — 623,
Kia Sportage — 622,
BMW 3-й серии — 606,
Kia Sorento — 592,
Skoda Karoq — 546,
Nissan Qashqai — 393.


1
131
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
131
  
2022, 23 მარტი, 17:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1