x
image
ტოპი
პატიმრების წამება მე-8 საპყრობილეში. ჯოჯოხეთური ქართული რეალობა.

image



















დღეს საინფორმაციო საშუალებები ავსებულია მხოლოდ ერთი ამაზრზენი, ჯოჯოხეთური და სატანისტური ქმედების ამსახველი ვიდეო მასალით. შეძრწუნებული, შეწუხებული და განადგურებული ვარ ემოციურად მე პირადად ერთი უბრალო ქართველი კაცი, ის კადრები ვინც კი იხილა ალბათ განადგურებული იმყოფებით ეს არის არა ადამიანური ქცევა ეს არის სატანიზმი და სამწუხაროდ ეს არის დღევანდელი უკუღმართი მთავრობის მართვის სისტემის აგრეთვე უკუღმართი შედეგი . კადრებში ნათლად ჩანს რა მეთოდებით აწამებენ პატიმრებს როგორ ამცირებენ და ასახიჩრებენ მათ, როგორ ცდილობენ ყოველგვარი თავმოყვარეობა შეულახონ მათ, როგორ ანადგურებენ ადამიანს ფსიქოლოგიურადაც კი, როგორ სატანისტურად უსწორდებიან მათ ფიზიკურად. ყველა დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს სისხლის სამართლის უმძიმესი შედეგით. ყოველმა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.


ყველაფერზე დიდი საშინელება ის არის რომ ამ ყველაფერს ისევ ცდილობს მმართველი ხელისუფლება რომ თავისივე სასარგებლო სახე მისცეს და ცდილობს როგორმე ოპოზიციურ ძალებს შეაჩეჩონ რათა გმირებად გამოჩნდნენ ხალხის თვალში. ამ წუთებშიც კი იმართება აქცია ფილარმონიის წინ . საგულისხმოა რომ ფილარმონიაში ამ წუთებშიაც იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი, ხალხის დიდი მოთხოვნის მიუხედავად ბატონი მიხეილ სააკაშვილი არ გამოჩნდა ხალხის წინაშე და არანაირი ახსნა განმარტება ელემენტარული ნუგეში და პატივისცემა, სულ მცირე მწუხარებაც კი არ გამოუხატავს. აქციას უერთდება უამრავი ადამიანი მათშორის გამვლელები, ადამიანები ავტომობილებს ტოვებენ და აქციას უერთდებიან. ის ფაქტი რაც მოხდა უბრალოდ სამარცხვინოა ქართველო ძმებო. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ჩვენ ვიყოთ იმ ბიჭების ადგილას ვინც იქ ზის და წამებას უძლებს, ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ სხვანაირად დავიჩაგრებით. აი სწორედ ეს არის ქართული სახელმწიფოს რეალური სახე ძალადობა და ისევ ძალადობა. შიშით დამონებული ხალხი. ვფიქრობ ეს კადრები უკვალოდ არ ჩაივლის ვიმედოვნებ რომ ყველა ის ადამიანი დაისჯება უმკაცრესად ვინც კი მსგავს საქციელს ჩადიოდა. რათქმაუნდა უღრმესი მადლობა გადაეცემა იმ ადამიანს ვინც ეს კადრები საზოგადოებაში გამოიტანა . ნამდვილად გმირობის ტოლფასია რადგან ფაქტიურად სიკვდილზე ხელის მოწერას უდრის იმისაგან ვინც ეს კადრები გაავრცელა საზოგადოებაში და შეეცადა მცირედით მაინც დაენახვებინა ის უზარმაზარი პრობლემა რომელიც საქართველოში დღესდღეობით დგას.

16
2054
5-ს მოსწონს
ავტორი:ტოპი
ტოპი
2054
  
2012, 20 სექტემბერი, 15:03
შორენა ბერაძე პოლიციამ რო ფორმა გაიხადოს დარწმუნებული იყავი შენც და ბევრ სხვასაც სახლებში შემოგივარდებიან და იგივეს გაგიკეთებენ რასაც მაგ პატიმრებს უკეთებენ.... ნაძირლობას და არაადამიანობას ფორმა არ განაპირობებს და ილოცეთ, რომ ქართული პოლიცია დღეს არ გტოვებთ და თქვენს სიმშვიდეს უაღრესად დაძაბული რეჟიმის პირობებში იცავს...!!!
2012, 20 სექტემბერი, 0:59
ფუ ეგ არაკაცები, ეგაა დეემოკრატიული საქარტველო? ვინც არავარტ საქარტველოშოში აქ გამოვხატავთ პროტესტს.. გადიტ ხალხნო გარეტ პასუხი უნდა აგონ ყველა იმ ბიჩების წინაშე------
2012, 19 სექტემბერი, 12:30
მიშისტებო,გამოძვერით სოროებიდან და გააკეთეთ გირსეული ნაბიჯი
2012, 19 სექტემბერი, 12:28
პატრულებო,სანამ ქართველ ხალხს ამ მონსტრებთან არ გაუთანაბრებიხართ,გაიხადეთ სამარცხვინო ფორმები
2012, 19 სექტემბერი, 12:28
კარგია რომ დღეს მაინც გამოიფხიკა საზოგადოებამ ყურები და დედა ეტირება ყველა ტირანს
2012, 19 სექტემბერი, 12:27
უცხოეტში დაუკავშირდით ახლობლებს და გააგებინონ მთელ მსოფლიოს,ვის ხელში ვართ
2012, 19 სექტემბერი, 12:27
დღეს აუცილებლად ორის ნახევარზე მივდივართ ციხესთან ქუთაისში
2012, 19 სექტემბერი, 12:25
ვისაც გვესმის ერთმანეთის ხმა,ყველამ ხელმისაწვდომი საშუალებებით გამოვხატოთ პროტესტი
2012, 19 სექტემბერი, 12:24
კარგია რომ დღეს მაინც დაინახა ხალხმა ყველაფერი
2012, 19 სექტემბერი, 12:23
ratom akamde ver vidjerebdit,rasac amdeni xani gveubneodnen da shvelas ro m itxovdnen chvebi gaubedurebuli dzmebi,mamebi,shvilebi,kmrebi?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10