წლების მანძილზე მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული ბელა ჰადიდი სულაც არ ყოფილა ასეთი ლამაზი ადრე
ძნელია ჩემი თაობის ადამიანებში იპოვო ადამიანი რომელსაც ბელა ჰადიდზე არ სმენია, პალესტინური წარმოშობის ამერიკელ სუპერ მოდელზე, რომლის სილამაზეს ათასობით მამაკაცი ეთაყვანება.
რამდენიმე წლის წინ ბელა ჰადიდი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად აღიარეს, მისი პროპორციების და სილამაზის შეფასება მოხდა სპეციალური პროგრამით რომლის დახმარებითაც გამოითვალეს იდეალური გარეგნობის მქონე ქალი, განსაკუთღებით იდეალური აღმოჩნდა მისი სახე.
თავად ბელა ჰადიდი წლების მანძილზე უარყოფდა მის გარეგნობაში პლასტიკური ქირურგის ჩარევას, თუმცა სპეციალისტის მახვილ თვალს არ გამოპარვია ბელა ჰადიდის ცხვირის თავისებურება და ამის შესახებ დაწერეს კიდეც ერთერთ ჟურნალში. ბელამაც აღიარა, რომ 14 წლის ასაკში გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია. ბელას თქმით ზუსტად 14 წლის იყო როცა რინოპლასტიკა გაიკეთა.
"Vogue"-ის სუპერმოდელმა განაცხადა, რომ ძალიან ნანობს 14 წლის ასაკში გაკეთებულ ოპერაციაზე. "მერჩივნა წინაპრებისგან გენეტიკურად გადმოცემული ცხვირი მქონოდა, ვიდრე რინოპლასტიკა გამეკეთებინა და სუპერმოდელი გავმხდარიყავი"-განაცხადა სუპერმოდელმა.
თუმცა გარეგნობაში რაიმე სახის ჩარევას პალესტინური წარმოშობის სუპერმოდელი გამორიცხავს, "არანაირი ფილერი და ძაფი მე არასდროს გამომიყენებია"- მტკიცედ აცხადება მოდელი.
ბელა ჰადიდის თქმით მისი ღრმა დეპრესია ბავშვობაში გადატანილი ოპერაციის გამოძახილიცაა, მოგეხსენებათ თავის "ინსტაგრამ" გვერდზე ადრე წერდა სუპერმოდელი, რომ ღრმა დეპრესიაში იყო.
ძნელია ამ სურათით დაიჯეროთ, რომ ეს ბელა ჰადიდია - არადა, ეს ნამდვილად ბელაა, რომელიც მისი თქმით, დეპრესიაშია