საერთაშორისო რუსი თაღლითი, "ცრუ მემკვიდრე" ანა სოროკინა ამერიკიდან გერმანიაში დააბრუნეს 2022, 15 მარტი, 18:57
ცრუ მემკვიდრე ანა "დელვი" სოროკინა, რომელიც 2019 წელს დააპატიმრეს სასტუმროებიდან, ბანკებიდან და მეგობრებიდან ასობით ათასი დოლარის თაღლითური გზით მითვისება-გაფლანგვის გამო, ორშაბათს აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გერმანიას გადასცეს.
რუსეთ-გერმანიის 31 წლის მოქალაქე 2016 და 2017 წლებში ნიუ-იორკის ელიტას მდიდარი მემკვიდრის სახით გააცნო თავი და მოახერხა თაღლითური გზით ათიათასობით დოლარის გაფლანგვა. არადა, სინამდვილეში გოგონა სატვირთო მანქანის მძღოლის ქალიშვილი იყო მოსკოვის გარეუბნიდან. სოროკინა, რომელიც აფერას ატრიალებდა "ანა დელვის" სახელით, ორშაბათს უნდა გამგზავრებულიყო ფრანკფურტში, მას შემდეგ რაც გაათავისუფლეს ნიუ-იორკის შტატის დაკავების ცენტრიდან, იტყობინება New York Post-ი სოროკინას მიესაჯა 4-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ გაათავისუფლეს 2021 წლის თებერვალში სანიმუშო ყოფაქცევის გამო, თუმცა შემდეგ თვეში კვლავ დააკავეს ვიზის ვადის გასვლის გამო. ის იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სააგენტოს (ICE) დაწესებულებაში იმყოფებოდა. ანა სოროკონა დაიბადა მოსკოვის ოლქში, დომოდედოვოში.2007 წელს მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. სოროკინას მამა გერმანიაში მუშაობდა სატვირთო მანქანის მძღოლად და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მცირე რემონტით იყო დაკავებული. 2011 წელს სოროკინამ დაამთავრა საშუალო სკოლა ქალაქ ეშვეილერში, კიოლნიდან 60 კილომეტრში.კლასელები იხსენებენ, რომ გერმანულად საუბარი მას ძალზე უჭირდა. 16 წლის ასაკში სოროკინა გადავიდა ლონდონში და შევიდა სენტ მარტინის კოლეჯში, სადაც გაიუმჯობესა ინგლისური.2013 წელს კი სოროკინა გადავიდა აშშ-ში. სწორედ იქ დაატრიალა ახალგაზრდა ქალმა არაჩვეულებრივი აფერა-დამაჯერებელი ტყუილით და მის გარშემო ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნით სოროკინამ თავი წარმოაჩინა, როგორც გერმანელი მილიონერის მემკვიდრე, 60 მილიონი დოლარის ქონებით, რამაც მას საშუალება მისცა რამდენიმე ბანკიდან ათიათასობით დოლარის სესხი მიეღო. ნიუ-იორკის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის აგვისტომდე ის უფასოდ მოგზაურობდა კერძო თვითმფრინავით, უფასოდ ცხოვრობდა მანჰეტენის სასტუმრო-დეპარტამენტებში; რუსი სატვირთო მანქანის მძღოლის ქალიშვილმა, მოახერხა და მანჰეტენში რჩეული კლუბის გასამართად 22 მილიონი დოლარის სესხის აღებაც კი სცადა.მთლიანობაში მას 275 000 $-ის გაფლანგვას ედავებოდნენ. მისმა წარმოუდგენელმა ისტორიამ დააინტერესა ტელეპროდიუსერი შონდა რაიმსი ("გრეის ანატომია", "სკანდალი")ასე შეიქმნა Netflix-ის მინისერიალი"განასახიერო ანა"(Inventing Ann), რომელშიც მთავარ როლს ჯულია გარნერი ასრულებს. მედიის ცნობით, სოროკინმა სტრიმინგის გიგანტიდან ჰონორარის სახით 320 000$ მიიღო. 955 2-ს მოსწონს
|