x
image
თეონა გორდეზიანი
„ჩემი რჩევა და მოთხოვნაა, რომ საერთოდ მოიხსნას ონლაინ სწავლება სკოლებში,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პანდემიის გამო მსოფლიო განათლების სისტემა შეიცვალა და უცნაურ ფაზაში გადავიდა.


ონლაინ სწავლებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარები.


ონლაინ გაკვეთილის დროს მოსმენა მოსახერხებელი და ხელსაყრელია ისეთი მოსწავლისთვის ვისაც უფრო მეტად განვითარებული აქვს ვიზუალურად ინფორმაციის აღქმა. ვფიქრობ, ვისაც სწავლა უნდა ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებს და მოახერხებს ამას, მაგრამ მოსწავლეებში ძნელია არ გამოიწვიოს მოდუნება და რთულია ეს ყველაფერი მშობელმა სრულფასოვნად გააკონტროლოს.


ონლაინ სწავლება მოსახერხებელია პროგრამებზე, ტრენინგებზე სხვადასხვა ლექციებზე დამსწრე სრულწლოვანი ადამიანებისთვის. ვინც იცის დროის ფასი და ვისაც არ აქვს ურთიერთობების დეფიციტი. ვინც აკონტროლებს სხვის და თავის შესაძლებლობებს და სათანადოდ იყენებს ამ სიახლეს. არ კარგავს დროს საცობებში ყოფნასა და ტრანსპორტის ლოდინში. სახლიდან გაუსვლელად აგვარებს საქმეს...



თუმცა ძალიან რთულია მდგომარეობა მოსწავლეეებში...უმრავლესობა მათგანში ნელ - ნელა იკლებს მოტივაცია და სწავლის ხარისხი, იზრდება მოდუნება და უმოქმედობა. დიდი უნდა იყოს მშობლის ჩართულობა და მონდომება, რომ ეს ასე არ მოხდეს. სწორედ მშობლის ჩართულობით იქნება შესაძლებელი მიიღოს მოსწავლემ შესაბამისი განათლება, ისიც უფრო დაბალ კლასებში, უფროსკლასელებთან ვითარება სამწუხაროდ იქნება უფრო რთულად ...


მოსწავლეეებში წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება გამოთქვა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.


image


პედიატრმა თემურ მიქელაძემ იმ მავნე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა, რომელსაც დისტანციური სწავლება ბავშვებზე ახდენს:


„ჩემი შვილებიც, სამწუხაროდ, ასე არიან. დილით რომ იღვიძებენ, ტელეფონს დასქროლავენ, ეკრანთან არიან. არის შემთხვევები, როდესაც გვგონია, რომ ბავშვები ონლაინ გაკვეთილზე არიან. ამ დროს მეორე ტელეფონი უჭირავთ და სხვადასხვა ჩათებში, თამაშებში არიან ჩართული. ეს არის კატასტროფა! ამაზე რაღაც რეგულაციები უნდა შემოიღოს მთავრობამ. მთავრობის, მშობლების, სკოლისა და პედაგოგების ჩართვის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება არის შეუძლებელი.“


„ზოგიერთი სკოლა პირიქით მოერგო ამ სიტუაციას. მასწავლებელს სკოლაში აღარ უნდა წასვლა. ბავშვსაც აღარ უნდა სკოლაში წასვლა. არ არის ეს იმაზე დამოკიდებული, საჯაროა სკოლა თუ კერძო. მშობელს ჰგონია, რომ კერძო სკოლაში დაჰყავს ბავშვი, იქ თანხებს იხდის და ბავშვი განსაკუთრებულ განათლებას მიიღებს. პრაქტიკულად იდენტურია ეს პრობლემა საჯარო და კერძო სკოლებში. საკმაოდ ხშირად არის ასეთი ბავშვების მომართვიანობა. დღეში რამოდენიმე ათეულამდე ავიდე ეს ყველა პედიატრთან. ჩვენ ამ თაობას დავკარგავთ და რა თაობა ჩამოგვიყალიბდება კაცმა არ იცის. საკმაოდ ხშირად გვაქვს გადინება ინტელექტის უცხოეთის ქვეყნებში. კოვიდს ისეთი დამაზიანებელი გავლენა არ გამოუწვევია ბავშვებზე, როგორც ონლაინ დამოკიდებულებას. ჩემი რჩევა და მოთხოვნაა, რომ საერთოდ მოიხსნას ონლაინ სწავლება სკოლებში, განსაკუთრებით მაღალ კლასებში. ეს კატასტროფამდე მიგვიყვანს. სანამ სამთავრობო სტრუქტურები ამით არ დაინტერესდებიან, სხვა პრობლემების წინაშე დავდგებით ყველა ერთად, “- აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.


0
62
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0