x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135743
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
"უყურეთ როგორ ამაყობენ კლოუნით, რომელიც, თუ გადარჩა, შესაძლოა ისევ გახდეს პრეზიდენტი" - ხათუნა ხოფერია

image

პოლიტიკოსი და საქართველოს პარლამენტის წევრი 1995-2004 წლებში ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტზე დოკუმენტურ ფილმს აზიარებს და წერს:


"გთხოვთ უყუროთ! ეს არის ზელენსკის ფსიქოლოგიურ-პოლიტიკური ანალიზი. ეს არის ბრჭყალებს გარეშე ის, რაზეც მუშაობდნენ, რაც შექმნეს და რაც მიიღეს. სრულიად წარმოუდგენელია, ნორმალური, ადამიანური აზროვნებისთვის ის კლიშეები, შეფასებები, დასკვნები, რომელსაც ეს "მოაზროვნე ადამიანები" აკეთებენ!

უსმინეთ, როგორ ფასდება "თეატრალიზირებული" ომი! როგორ "გმირულ" დასასრულს უსურვებენ ახალგაზრდა, ვარსკვლავ პრეზიდენტს! როგორ ხედავენ ომის შემდგომ აყვავებულ, განახლებულ უკრაინას, რომელსაც ბეეევრ ფულს დაახარჯავს შერცხვენილი ევროპა, როგორც არ უნდა დამთავრდეს "судьба зеленского".

ეს ანალიზი კეთდება დღეს, გუშინ, გუშინწინ... ანუ, ბავშვების, მოხუცების, ჯარისკაცების სიკვდილის ფონზე... დანგრეული, მიწისგან აღგვილის უკრაინის ფონზე...

ნახეთ, როგორ კრუტუნებენ პროექტ- "მხიარული ომის", "თეატრალიზებული ომის ქრონიკის" შემქმნელები! როგორ ამაყობენ კლოუნით, რომელიც, თუ გადარჩა, შესაძლოა ისევ გახდეს პრეზიდენტი და ახალ პოლიტიკურ სტილს ჩაუყაროს საფიძველი!...

მოკლედ, უყურეთ "კუკლავოდების" ანალიტიკურ მარაზმს!!! ღმერთო, დაგვიფარე პოლიტიკური ექსპერიმენტებისგან! ...და როგორც ჩანს, ეს ექსპერიმენტები თავად რუსეთის აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს!"-წერს ხათუნა ხოფერია.



6
603
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
603
  
2022, 19 მარტი, 13:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 მარტი, 13:09
ეს ქალი თურმე ,,რუსკი ვაენნი კარაბლში" ზის და იქიდან გველაპარაკება. თან თურმე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ყოფილა და ცხადია იმ კარაბლზე მარტო არ ავიდოდა, ალბათ რამოდენიმე ათეული დეპუტატიც გაიყოლია თან! თვითონაც ხომ იციან სადაც მიდის ეს კარაბლი და ბოლო სადგურში რომ ჩავა მერე რა უნდა ქნან, ნეტავი ამაზე თუ უფიქრიათ ოდესმე, თუ პუტინმა საერთოდ აუკრძალა ამათ ფიქრი და აზროვნება და უბრძანა ადი ქალო კარაბლშიო! და სადაც მიდის შენ არ გეკითხებაო! უბედური საქართველო, როდის გაიწმინდება ამ კარაბლის მგზავრებისგან!
რაც შეგვეხება ჩვენ,ეკონომიკირი გაძლიერება და ერის გამრავლება არის გამოსავალი,რაც ახლავე შეგვიძლია. დავაბრუნოთ უნდა ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი და სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ეთნიკური ქართველები,ფერეიდნიდან,ზაქართალა ბელექნიდან და ზედა მიწებიდან,მივცეთ მოქალაქეობა და ხელი შევუწყოთ ინტეგრაციაში. ვეცადოთ,რაც შეილება გადავწიოთ რუსეთთან ომი,ხარკიც მოსულა ამის გამო,რადგან ომში ერი არ მრავლდება და ეკონომიკა არ ვითარდება. უკრაინამ კი თავის თავს მიხედოს,ჩვენი საქმე არ არის ორი სლავის ჩხუბში მონაწილეობა,ჩვენ ქართველები ვართ. ჩვენი მოყვარე არავინ არის და ქართველბი ერთად დგომით გადავრჩებით. ჩემთვის ასე სიტუაცია,ჩემი ქვეყნის ინტერესი არის უპირველესი და ზელენსკის ქება აზიანებს ჩემი ქვეყნის ინტერეს. ამ კაცმა ჩემს ქვეყანას შეურაწყოფა მიაყენა და არ შერჩება ეგ ამბავი. ბევრი ვერ ხვდება ამას,მაგრამ დრო მოვა და მიხვდებით,რა დააშავა და რა ქონდა მიზეზად. ჩვენი ქვეყნის სისხლის სამართლის დამნაშავე პოლიტიკურ თანამდებობაზე ყავთ და ღარიბაშვილს აგინებენ. ღარიბაშვილი რაც არის ვიცი,მაგრამ არავის,არცერთი ქვეყნის წარმოამდგენელს არ აქვს უფლება შეურაწყოფა მიაყენოს. ამით ჩემს ქვეყანას აყენებენ შეურაწყოფას და ამ კლოუნს ვეძახოთ თავისულფების ბურჯი არის საცოდაობა. ჩვენ ქართველები კი მარტო ვიბრძვით მთელი ისტორიის მანძილზე,სადაც საჭიროა ხარკს ვიხდით და სადაც საჭიროა ვბრძვით. ნუ მისაღებთ სხვის ომს ჩემ ომად,თუ ომი მოგვიწევს,მაშინ ვიომებთ საქართველოს გამო და არა უკრაინისთვის. მე მჯერა ჩემი ბიჭების ჯარებში,მათ უყვართ ქვეყანა და ხალხი,ანალოგიურად საქართველოს იმ ნაწილს,ვინც იცის მათი ფასი. გაუმარჯოს არა უკრაინას,გაუმარჯოს საქართველოს
ეხლა რა ხდება, უკრაინას ნატოში არ იღებენ და დიდი ალბათობით არც მიიღებენ,თვითონ ზელენსკი საუბრობს ამაზე. განიხილავს ნეიტრალიტეტის საკითხს,რასაც რუსეთი ომამდე მოუწოდებდა და ეს რუსული გეგმა არის. ამაზე საბარიც კი არის ადამიანების ღალატი. რა აზრი ქონდა მაშინ ომს,თუ მაინც ნეიტრალიტეტს სჯერდება. ყველამ ვიცით,რომ რუსეთი არ გავა იმ მიწებიდან,რაც დაკავებული აქვს,ეს გამორიცხულია და ჩვენივე ისტორია გვიჩვენებს ამას. არც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას შეასრულებს,ვინმე მოსთხოვს რამეს? ან როდის მოუთხოვიათ? კი,სანქციები დაუწესეს,მაგრამ ეგ დროებითია და ეხლავე გეტყვით რატომ,2027 წელს დაანონსეს რუსული ენერგიაზე უარის თქმის თარიღად,ხოდა 5 წელში ბევრი რამე მოხდება,გამორიცხავთ რო ჩაუკეტოს და გაყინოს ევროპა? რავი რუსეთი არც გამხდარა ბოროტი სული და აქამდე რას ელოდებოდნენ? ამიტომ მგონია,რომ ეს ომი არის ევროპის და რუსეთის საერთო გენოციდი უკრაინის წინააღმდეგ,რომელშიც თავისი როლი აქვს ზელენსკის.

ეხლა მსოფლიოზეც ვიტყვი,ბევრი საშინელება აქვს ჩადენილი რუსეთს,მაგრამ მსოფლიოს კეთილგანწყობა ქონდა სულ,ოლიმპიადებს უტარებდნენ,ჩემპ. ლიგის ფინალებს და მსოფლიო თასს. ეს ყველა ღონისძიება დაეხმარა სახელის გაწმენდაში და ეკონომიკის გაძლიერებაში,რომლითაც იმ ბობმბებს ყრის. კაი მსოფლიომ გამოიღვიძაო,მაგრამ რა ხდება ყატარში და საუდის არაბეთში რატომ არ კითხულობთ,შვედები ყოველ დღე მოუწოდებენ მსოფლიოს რო არ ჩატარდეს ყატარში საფეხბურთო ჩემპიონატი,რადგან მშენებლობაზე ინდოელი მიგრანტები იხოცებიან. რა გააკეთა მსოფლიომ,ყველა საფეხბურთო კალენდარი შეცვალეს და ზამთარში ატარებენ მსოფლიო ჩემპიონატს. რა ინდუსების სიცოცხლე ნაკლებად მნიშვნელოვანია? მაგრამ ფული სადაც არის,ვის ადარდებს ადამიანი. ეს ხდება უკრაინაშიც,დიდი ფული სუნი ასდის და ზუსტად ფულით იყიდიან რუსები ისევ ევროპელებს. დარწმუნებული ვარ რო რუსეთს ბევრი ფული აქვს და არც სანქციებს დაიტყობს დიდად. ბოლობოლო ჩაკეტილი ქვეყნის სამართალმემკვიდრეა. ვიცი,რომ გვინდა დავიჯეროთ რო რუსეთი ფარჩაკდება და ინგრევა,მაგრამ რეალობა სხვანაირია. არასოდეს ყოფილა განვითარების ეტალონი ეგ ქვეყანა,მარა კისერი წაიტეხა ნაპოლეონმაც და ჰიტლერმაც. მეამიტომა არის იმის დაჯერება,რომ რუსეთს შიმშილი
ეს ქალი არ ვიცი ვინ არის,პარლამენტშიც ყოფილა თურმე,მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის. ერთი კი არის,რომ ზელენსკიზე სიმართლეს ამბობს და ის მართლაც კლოუნია. სამსახიობო ნიჭი გამოადგა და მართლაც შოუს დგავს,რასაც ადამიანები ეწირებიან და რაც დამღუპველია მოსახლეობისთვის. დრო დასჭირდება ალბათ,ისტორია შეაფასებს ამ ყველაფერს და თავის სათქმელს იტყვის. ბევრი ამბობს,რომ ზელენსკი არის ზელიდერი,მაგრამ რატომ არის გმირი გაუგებარია,როცა საკუთარი ხალხის გენოციდში იღებს მონაწილეობას. არ არის ძნელი მისახვედრი ეს ამბავი,ევროპა იარაღს აწვდის და პუტინს უფრო მეტ მიზეზს უჩენს ბომბები ჩამოყაროს,ზელენსკი კი დაიჯგიმება,საკუთარი ქვეყნის ნგრევას და ადამიანების სიკვდილს იყენებს პოლიტიკური ქულების დასაწერად.
2022, 15 მარტი, 3:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6