სხვა დააკავეს 49 წლის მამაკაცი, რომელმაც 19 წლის უკრაინელი ლტოლვილი გააუპატიურა 2022, 12 მარტი, 17:44 ![]() ხუთშაბათს პოლიციამ ქალაქ ვროცლავში(პოლონეთი) დააკავა 49 წლის მამაკაცი, რომელიც გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი .როგორც გამოძიებამ დაადგინა მან 19 წლის გოგონას დახმარება შესთავაზა ინტერნეტის მეშვეობით, გაიტყუა ბანაკიდან და გააუპატიურა. ეჭვმიტანილს ბრალის დადასტურების შემთხვევაში „ძალადობრივი დანაშაულისთვის“ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადეს სამართალდამცავებმა. „ის გოგონას ონლაინ პორტალის საშუალებით დაუკავშირდა და დახმარება შესთავაზა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. ![]() ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეშფოთება იმის გამო, რომ გაიზრდება დაუცველი ლტოლვილების მიმართ ტრეფიკიმგი ან სხვა სახის ექსპლუატაცია მათ მიმართ, ამიტომ აუცილებელია ამ მხრივ ზომების მიღება. ![]() 1041 4-ს მოსწონს
|