x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
კრემლის პროპაგანდისტულ არხზე ორმა პიროვნებამ ძალადობრივი კონფლიქტი უკრაინაში ღიად გააკრიტიკა
image

გუშინ რუსეთის სახელმწიფო არხზე ეთერში გავიდა კრემლის ერთ-ერთი უპირველესი პროპაგანდისტის ვლადიმერ სოლოვიოვის თოქ-შოუ Вечер с Владимиром Соловьевым, რომელიც ორ საათზე მეტი გაგრძელდა და რა თქმა უნდა, შოუს მთავარი თემა იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ასევე ბიოლაბორატორიები და სხვა.


თუმცა, როგორც აღმოჩნდა კრემლის მიერ მხარდაჭერილი ტელევიზიის სტუმრებს შორის აღმოჩნდა ორი პიროვნება, რომლებმაც გაბედეს და ღიად გააკრიტიკეს ძალადობრივი კონფლიქტი უკრაინაში და უწოდეს მას "ავღანეთზე უფრო უარესი". მათ ასევე უარი თქვეს პუტინის მოთხოვნით გავრცელებულ ტერმინზე, რომ რუსეთი აწარმოებს "სპეციალურ ოპერაციას" უკრაინის "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნით.



ერთ-ერთი მათგანი, აკადემიკოსი სემიონ ბაღდასაროვია, რომელმაც გაბედა კრიტიკია Россия 1 -ის პროპაგანდისტულ შოუში, მან პარალელი გაავლო 1979 წელს ავღანეთში საბჭოთა კავშირის დამღუპველ შეჭრაზე, რომელიც ათი წლის შემდეგ ჯარების გაყვანით დასრულდა. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მოსკოვის ფიასკომ იმ ომში, რომელშიც ათასობით წითელი არმიის ჯარისკაცი დაიღუპა, საბჭოთა კავშირში მილიონობით ადამიანის იმედგაცრუება გამოიწვია და საბოლოოდ ხელი შეუწყო 1991 წელს "ბოროტების იმპერიის" დაშლას.



image

პუტინის „მთავარი პროპაგანდისტმა“ ვლადიმირ სოლოვიოვმა, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა, სემიონ ბაღდასაროვს სიტყვა შეაწყვეტინა მას შემდეგ, როცა აკადემიკოსმა თქვა: „გვჭირდება თუ არა ავღანეთზე კიდევ უფრო უარეს ამბავში მოხვედრა?“ შემდეგ კი დასძინა, რომ "უკრაინაში უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს და ისინი უფრო დაწინაურებულნი არიან შეიარაღებაში ...."ჩვენ ეს არ გვჭირდება, Საკმარისია!".


მანამდე России 1, ეთერში, კარენ შახნაზაროვმა, კინორეჟისორმა და საზოგადო მოღვაწემ, თქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტით რუსეთს იზოლირება ემუქრება.


მან უთხრა ბ-ნ სოლოვიოვს: „ჩემთვის რთულია წარმოვიდგინო ისეთი ქალაქი, როგორიც კიევია, როგორი იერი ექნება?“. რეჟისორმა ომის დასრულება მოითხოვა და დასძინა: „თუ ეს სურათი აბსოლუტურ ჰუმანიტარულ კატასტროფად გადაიქცევა, ჩვენი ახლო მოკავშირეებიც კი, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, იძულებულნი იქნებიან ჩვენგან თავი შორის დაიჭირონ.

image

„ამ საზოგადოებრივმა აზრმა, რომლითაც ისინი მთელ მსოფლიოს კვებავენ, შეიძლება ცუდად იმოქმედოს ჩვენზე... ამ ოპერაციის შეწყვეტა ვითარების სტაბილიზაციას გამოიწვევს ქვეყნის შიგნით. "

0
262
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0