x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"თქვენ მაინც დაისჯებით, აგერ თქვენ და აგერ მე!" - ვის ემუქრება ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა ცნობილ, ქართველ ვირუსოლოგებს საჯაროდ მიმართავს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის მათ ადამიანების სიცოცხლეზე ნაშოვნი ქონების ჩამორთმევით ემუქრება:



"ნიღბები, რომ უკვე ძალიან სასაცილო ხდება, იმედია გესმით!


მთელი დღე ატრიალებთ მსოფლიო ლიდერების შეხვედრებს, ვინმეს უკეთია? უკრაინაში მეთერთმეტე დღეა ხალხი უჰაერო ბუნკერებში ეხუტება ერანეთს და ვირუსი არაა!


ევროპასა და აშშ-ში კარგა ხანია მოიხსნა აკრძალვები.


რას ელოდებით?


ვერ ხედავთ, ისე გამოაბუსტერეთ ხალხი, თუ არ უჯიკეთ, თავისით არ იხსნიან!!!!


ისე ნიღაბს აქვს ასეთი ჩვევა, თუ ერთხელ მოირგე ვეღარ იხსნი..


P.S. ე.წ. გამდიდრებულ ვირუსოლოგებს, ნუ გგონიათ, რომ ომი ყველაფერს ჩამოწერს. თქვენ მაინც დაისჯებით, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, ადამიანების სიცოცხლეზე ნაშოვნი ქონება კი აუცილებლად კონფისკაციას დაექვემდებარება!


აგერ თქვენ და აგერ მე!


ფოტოზე კი ხარკოვის რკინიგზის სადგურია..????????????????რამდენს უნდა საქართველოს ამ. მდგომარეობაში ნახვა..." - წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში და ხარკოვის რკინიგზის სადგურზე გადაღებულ ფოტოს აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ ღია სივრცეებში პირბადის მოხსნის ინიცატივით ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც გამოვიდა, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი დაწერა:


"გარე სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარება უნდა გაუქმდეს. თუ სურვილი აქვს ვინმეს არ დავუშალოთ 10 ცალი ერთად ატაროს, მაგრამ ჯარიმა თუ არ ატარებს არ უნდა არსებობდეს."- ვკითხულობთ ალერგოლოგ- იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ფეისბუქპოსტში.





0
2336
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2336