მამაკაცი სიცოცხლე გულის გარეშე 2012, 18 სექტემბერი, 16:10 2011 წლის მარტის ბოლოს, 55 წლის კრეიგ ლევისი გარდაიცვალა გულის უკმარისობით, მის გადასარჩენად ექიმებმა ის შეაერთეს აპარატზე, მაგრამ მათი მცდელობის მიუხედავად ის გარდაიცვალა. ორმა ექიმმა ბილი კოჰმა და ბად ფრაზიერმა, "ტეხასის ინსტიტუტის ქირურგიის ლექტორებმა " შეიმუშავეს რევოლუციური პროექტი კრეიგის გადასარჩენად . აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მათ კრეიგს ჩაუმონტაჟეს მოწყობილობა სახელად "უწყვეტი ნაკადი", რომელიც ყოველ ორგანოს აწვდის სისხლს ანუ ის წევს გულის მაგივრობას თუნდაც გულის პულსი არ იგრძნობოდეს. მათ კრეიგს გული ამოჭრეს და მოწყობილება ჩაუდგეს გულის ადგილზე, რადგან სხვა ორგანოებისთვის ადგილი არ შეეზღუდათ. მთელი დღე-ღამის ოპერაციის შემდეგ, პაციენტი გამოფხიზლდა ანუ ის პირდაპირ რომ ვთქვათ გაცოცხლდა და ექიმებს უთხრა, რომ ის მშვენივრად გრძნობდა თავს. თუ თქვენ ეცდებით კრეიგის გულისცემას მოუსმინოთ შეიძლება ის გარდაცვლილი გეგონოთ, რადგან მას გულიცემა არ ესინჯება, აპარატი არ ასრულებს მსგავს მოძრაობებს, რომელსაც გული ასრულებს. ასევე გასაკვირი ის არის რომ აპარატზე შეერთებისას კრეიგის გულიცემის ხაზი სწორ ხაზს აჩვენებს. 413 10-ს მოსწონს
|